imedi /  12 თებერვალი 2019, 11:14 / სანდო წყარო

პრემიერი: 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა

მიწის რეფორმის შეჯამება

მიწის რეფორმის შეჯამება

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე 600 ათასზე მეტმა  მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები დღეს საზოგადოებას საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნეს. 

პრემიერმინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და საზოგადოებას ღირებული მონაცემები მიაწოდეს. კერძოდ, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 608 656 განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301 976 ჰექტარს შეადგენს. 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ტყის ფონდის გარდა დარეგისტრირებას ექვემდებარება 3 399 666 ჰა ფართობი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მიწის რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმის დაწყებამდე კი რეგისტრირებული იყო 1 212 173 ჰა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ამოქმედების შემდეგ კი ამ დროისთვის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 1 514 149 ჰექტარია. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით იყენებს ბლოკჩეინის გლობალურ ქსელს და დღეისათვის ქსელში განთავსებულია მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის 21 თებერვლის - ბლოკჩეინის ქსელში საჯარო რეესტრის ჩართვის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებული ნებისმიერი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაც ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინახება. ბლოკჩეინში დაცული მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

რეფორმის ფარგლებში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი ლიდერობენ. 

რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 33 766 714 ლარი დაზოგეს. ამასთან, საკადასტრო აზომვითი ნახაზების სუბსიდირების პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდა, სახელმწიფომ 276 438 აზომვითი ნახაზის მომზადება 22 008 648 ლარით დააფინანსა;

ასევე, 5 თებერვლის მონაცემებით, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიებში საჯარო რეესტრიდან 27 075 განცხადებაა გაგზავნილი, 56 273 განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს; 

სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1490 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის დაუღალავი შრომა გასწიეს 
როგორც საჯარო რეესტრის, ისე იუსტიციის სამინისტროს სხვა სსიპ-ების თანამშრომლებმა.

თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა. მინისტრი მიესალმა პრეზენტაციაზე მოწვეულ იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც ისარგებლეს გამარტივებული პროცედურებით და მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს. 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება. 

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

ყველა სიახლე

16 თებერვალი 2019, 00:21

საქართველო

ღამის კლუბებში და ინტერნეტკაფეებში ბავშვის დაშვების წესების დამრღვევი დაჯარიმდება

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები დგინდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ღუდუშაურის კლინიკა

16 თებერვალი 2019, 00:07

ძალოვნები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი აქვს.

პატრიკ. მ. შანაჰანი და საქართველოს დელეგაცია

15 თებერვალი 2019, 23:42

ძალოვნები

პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

15 თებერვალი 2019, 23:34

მსოფლიო

ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის პერსონალურ სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის დიპლომატებმა შეათანხმეს პერსონალური სანქციები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით RFE/RL (რადიო თავისუფლება, ევროპა) ავრცელებს.

პარკირების ნიშანი

15 თებერვალი 2019, 22:57

საქართველო

შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის გაჩერება 50 ლარით დაჯარიმდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია 10 ლაიდან 50 ლარამდე იზრდება.

15 თებერვალი 2019, 22:26

საქართველო

ილიაუნის 15 სტუდენტმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში

15 თებერვალი 2019, 22:25

საქართველო

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის ელჩთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

15 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

საქართველომ ჩინეთთან განათლების სფეროში მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, სკოლებში მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება უნდა შესთავაზონ.

დაკავება

15 თებერვალი 2019, 21:45

ძალოვნები

ქუთაისში ექიმი დააკავეს

ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

15 თებერვალი 2019, 21:40

ძალოვნები

ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

გლდანის არტეფაქტები

15 თებერვალი 2019, 21:28

კულტურა

გლდანის ციხესთან აღმოჩენილი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტური ხანის აღმოჩნდეს

აღმოჩენილია სულ 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

15 თებერვალი 2019, 21:25

კულტურა

ცნობილი ავსტრიელი ჟურნალისტი საქართველოზე გადაცემას ამზადებს

ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოში პოპულარული გადაცემის - „კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ - გადასაღებად იმყოფებიან. მათ ობიექტივში ოპერისა და ბალეტის თეატრი მოექცა. გადაღებები უკვე დაწყებულია.

15 თებერვალი 2019, 21:17

ძალოვნები

ლიფტის შახტში ჩავარდნილი კაცის ვინაობა ცნობილია

შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლამდე კაცი ლიფტის შახტში დღეს ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2019, 21:12

ეკონომიკა

JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. რაც აშშ-ის საბანკო სექტორში JP Morgan-ის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.

15 თებერვალი 2019, 21:07

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს

აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დედის მტკიცებით, შემთხვევა ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თავად მუშაობდა. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფს ბრალდების ადრესატი.

15 თებერვალი 2019, 20:54

საქართველო

ქართული დელეგაცია მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

მიუნხენში რამდენიმე საათის წინ უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. მასში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს.

15 თებერვალი 2019, 20:35

კულტურა

ამსტერდამში რემბრანდტის 400 ნახატი პირველად გამოფინეს

15 თებერვალს ამსტერდამში, ჰოლანდიის სახელმწიფო მუზეუმში მასშტაბური გამოფენა „ყველა რემბრანდტი“ (All the Rembrandts) გაიხსნა. ეს მიმდინარე წელს პირველი პროექტია, რომელიც რემბრანდტის გარდაცვალებიდან 350-ე წლისთავს ეძღვნება.

15 თებერვალი 2019, 20:31

საქართველო

მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე ირაკლი კობახიძე უცხოელ ელჩებს შეხვდა

მოსამართლეების შერჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში იმყოფებოდნენ ამერიკის შერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე გერმანიის ელჩი, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები.

15 თებერვალი 2019, 20:24

ტაბლოიდი

გურიაში ახალდაქორწინებულებისთვის საწოლი არ მოუპარავთ 😍

საქმე 177-ე ანუ ქურდობის მუხლით აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან არათუ ავეჯი და მათ შორის საწოლი, არამედ ძვირფასეულობაც კი არავის მოუპარავს. პოლიციაში აცხადებენ, რომ იმ პერიმეტრზე სხვა სახლების მდგომარეობაც შეისწავლეს და ქურდობის კვალი არსად აღმოჩნდა.

კონგრესი აშშ

15 თებერვალი 2019, 20:00

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. დემოკრატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას „ძალაუფლების გადამეტებად“ აფასებენ. იანვარში ტრამპმა „შათდაუნი“ შეაჩერა.