imedi /  12 თებერვალი 2019, 19:58 / სანდო წყარო

ახალციხელი მოსწავლის შესაძლო გაუპატიურების გამო მისი ჩაგვრის საქმეზე აუდიტის დასკვნა ცნობილია

გაუპატიურება

ძალადობის მსხვერპლი 15 წლის მოზარდი

მოზარდი გოგო, რომელიც თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი გახდა. გოგოს დედის თქმით, მისი განცხადების საფუძველზე განათლების აუდიტის სამსახურმა ბულინგის ფაქტის შესწავლა დაიწყო, თუმცა შედეგად მოსწავლის მიმართ ჩაგვრა არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გოგოს ჩაგვრის ფაქტს უარყოფენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც. სკოლის დირექტორის თქმით, გოგოს დედის საჩივარს ბულინგის შესახებ განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური დაახლოებით თვენახევარი სწავლობდა. დედა საჩივარში ადანაშაულებდა მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მანდატურს.

"პასუხი მივიღეთ, რომ გოგონას მიმართ ბულინგის შემთხვევა არ ყოფილა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი. 

გოგოს შესაძლო გაუპატიურებისა და ამ ამბის გამო სკოლაში ჩაგვრის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა. მაშინ, 15 წლის გოგო ამბობდა, რომ თანაკლასელმა ბიჭმა მასზე 2017 წლის დეკემბერში იძალადა. 

გოგოს თქმით, ბიჭი მას დანით ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ, არავისთვის მოეყოლა, რის გამოც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ამბავს რამდენიმე თვე მალავდა. კლასელზე ძალადობის შესახებ მოსაწვლეებმა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე გაიგეს, რაც ისინი პოლიციამ დაკითხა. 

გოგოს მშობელი ამბობდა, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმა გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა. მაშინ გოგოს თანაკლასელების მშობლებმა განცხადებაც დაწერეს, რომელშიც გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვდნენ. 

გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოვკლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით გაგრძელდა. 

ყველა სიახლე

პატრიკ. მ. შანაჰანი და საქართველოს დელეგაცია

15 თებერვალი 2019, 23:42

ძალოვნები

პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

15 თებერვალი 2019, 23:34

მსოფლიო

ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის პერსონალურ სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის დიპლომატებმა შეათანხმეს პერსონალური სანქციები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით RFE/RL (რადიო თავისუფლება, ევროპა) ავრცელებს.

პარკირების ნიშანი

15 თებერვალი 2019, 22:57

საქართველო

შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის გაჩერება 50 ლარით დაჯარიმდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია 10 ლაიდან 50 ლარამდე იზრდება.

15 თებერვალი 2019, 22:26

საქართველო

ილიაუნის 15 სტუდენტმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში

15 თებერვალი 2019, 22:25

საქართველო

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის ელჩთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

15 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

საქართველომ ჩინეთთან განათლების სფეროში მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, სკოლებში მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება უნდა შესთავაზონ.

დაკავება

15 თებერვალი 2019, 21:45

ძალოვნები

ქუთაისში ექიმი დააკავეს

ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

15 თებერვალი 2019, 21:40

ძალოვნები

ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

გლდანის არტეფაქტები

15 თებერვალი 2019, 21:28

კულტურა

გლდანის ციხესთან აღმოჩენილი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტური ხანის აღმოჩნდეს

აღმოჩენილია სულ 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

15 თებერვალი 2019, 21:25

კულტურა

ცნობილი ავსტრიელი ჟურნალისტი საქართველოზე გადაცემას ამზადებს

ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოში პოპულარული გადაცემის - „კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ - გადასაღებად იმყოფებიან. მათ ობიექტივში ოპერისა და ბალეტის თეატრი მოექცა. გადაღებები უკვე დაწყებულია.

15 თებერვალი 2019, 21:17

ძალოვნები

ლიფტის შახტში ჩავარდნილი კაცის ვინაობა ცნობილია

შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლამდე კაცი ლიფტის შახტში დღეს ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2019, 21:12

ეკონომიკა

JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. რაც აშშ-ის საბანკო სექტორში JP Morgan-ის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.

15 თებერვალი 2019, 21:07

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს

აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დედის მტკიცებით, შემთხვევა ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თავად მუშაობდა. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფს ბრალდების ადრესატი.

15 თებერვალი 2019, 20:54

საქართველო

ქართული დელეგაცია მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

მიუნხენში რამდენიმე საათის წინ უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. მასში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს.

15 თებერვალი 2019, 20:35

კულტურა

ამსტერდამში რემბრანდტის 400 ნახატი პირველად გამოფინეს

15 თებერვალს ამსტერდამში, ჰოლანდიის სახელმწიფო მუზეუმში მასშტაბური გამოფენა „ყველა რემბრანდტი“ (All the Rembrandts) გაიხსნა. ეს მიმდინარე წელს პირველი პროექტია, რომელიც რემბრანდტის გარდაცვალებიდან 350-ე წლისთავს ეძღვნება.

15 თებერვალი 2019, 20:31

საქართველო

მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე ირაკლი კობახიძე უცხოელ ელჩებს შეხვდა

მოსამართლეების შერჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში იმყოფებოდნენ ამერიკის შერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე გერმანიის ელჩი, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები.

15 თებერვალი 2019, 20:24

ტაბლოიდი

გურიაში ახალდაქორწინებულებისთვის საწოლი არ მოუპარავთ 😍

საქმე 177-ე ანუ ქურდობის მუხლით აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან არათუ ავეჯი და მათ შორის საწოლი, არამედ ძვირფასეულობაც კი არავის მოუპარავს. პოლიციაში აცხადებენ, რომ იმ პერიმეტრზე სხვა სახლების მდგომარეობაც შეისწავლეს და ქურდობის კვალი არსად აღმოჩნდა.

კონგრესი აშშ

15 თებერვალი 2019, 20:00

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. დემოკრატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას „ძალაუფლების გადამეტებად“ აფასებენ. იანვარში ტრამპმა „შათდაუნი“ შეაჩერა.

პროგრამული კოდი

15 თებერვალი 2019, 19:54

ტექნოლოგიები

რეკლამის კოდები ვებგვერდის მუშაობის სიჩქარეს აფერხებს

დეველოპერი პატრიკ ჰალკი იმ პროგრამულ კოდებს დააკვირდა, რომელიც ბოლომდე ჩატვირთვას დიდ დროს ანდომებდა. ირკვევა, რომ ვებგვერდის ჩატვირთვისას დაახლოებით 60%-ის შენელების მიზეზი სარეკლამო ბანერების სკრიპტები ან რიგ შემთხვევაში ის იყო, რასაც მომხმარებლები აკეთებდნენ.

თიბისი ბანკი

15 თებერვალი 2019, 19:45

ეკონომიკა

თიბისი ბანკმა ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივლა

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობა დაარღვია“, - ნათქვამია განცხადებაში.