imedi /  13 თებერვალი 2019, 00:37 / სანდო წყარო

მესამე სექტორი ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს ინიციატივებს დადებითად აფასებს

ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ დადებითად შეაფასეს ის საპასუხო ღონისძიებები, რომლითაც შსს პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

ქალთა უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შსს-ში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი არასამთავრობო სექტორის მთავარი მოკავშირე გახდა. 

„ყოველწლიურად მიმართვიანობა რა თქმა უნდა თითქმის რამდენიმე ასეული %-ით იზრდება, ეს არის დამსახურება იმ ადამიანების ვინც ამ თემებზე დაუღალავად მუშაობენ. პრობლემა არის იმაში , რომ დღესაც კიდევ თვლიან ადამიანები, რომ გარკვეულ შემთხვევებში ცოლის ცემა არის გამართლებული. ადამიანთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შექმნა, რომელიც არასამთავრობო სექტორის და უფლებადამცველების მთავარი მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მოკავშირე გახდა, ზუსტად იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მზად მიიღონ სიახლეები, მიიღონ კრიტიკა და მოგვისმინონ. ეს არის ძალიან პოზიტიური მაგალითი იმის როგორ უნდ იქცეოდეს სახელმწიფო სტრუქტურა თუკი მას სურს არა - ფორმალურად, არამედ პრაქტიკულად მოაგვაროს პრობლემები“, - განაცხადა იდა ბახტურიძემ.

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა დ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს პრობლემას და ეს სწორია.

"ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ გვესმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ობიექტურები რომ ვიყოთ, საგამონაკლისოდ პროგრესულია. ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც იქ მუშაობენ. განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს. ისინი აღიარებენ პრობლემებს, პროაქტიულები არიან - ანუ ისინი არ ელოდებიან ჩვენგან კრიტიკას, რომ მერე რაღაც გააკეთონ- ეს ძალიან მნიშვნელოვანია - მოდიან თანამშრომლობაზე და ჩვენ ვთანამშრომლობთ საკმაოდ ახლოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიშურებთ კრიტიკას. რაც შეეხება სხვა უწყებებს - სულ დუმილში არიან", - თქვა ანა აბაშიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს. უწყებამ 12 თებერვალს შესაბამისი კანონპროექტიც წარადგინა. 

მანამდე კანონის გამკაცრების შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ილაპარაკა. 

ყველა სიახლე

16 თებერვალი 2019, 23:36

ტექნოლოგიები

მეცნიერები: „ტოროლას“ და „ბუს“ ტვინი განსხვავებულად მუშაობს

ის ვინც ადრე იღვიძებს და ვინც გვიან წვება მათი ტვინი დღის განმავლობაში განსხვავებულად მუშაობს, ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები. კვლევები ბირმინგემის „ტვინის ქცევის“ კვლევით ცენტრში ჩატარდა.

16 თებერვალი 2019, 23:18

სპორტი

ქუთაისელმა ჰოკეისტმა ქალებმა ფინელები დაამარცხეს

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგოებმა, რომლებიც „ჩელენჯ II“ ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური „პორვო“ ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი „ქუთაისმა“ დანიური „კოპენჰაგენი“ ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

მარსმავალი Opportunity

16 თებერვალი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

Opportunity „მოკვდა“ 😭 ინტერნეტი მარსმავალს ემოციურად ემშვიდობება

13 თებერვალს NASA-ში ბოლოჯერ სცადეს მარსმავალ Opportunity-სთან დაკავშირება, რომელთანაც მარსზე ამოვარდნილი დიდი ქარიშხლის გამო კონტაქტი გაწყდა. სპეციალისტებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ როვერის მისია სამუდამო დასრულდა.

16 თებერვალი 2019, 22:35

ტაბლოიდი

PewDiePie-მ ქართულწარწერიანი ტანსაცმელი კიდევ ჩაიცვა

იუთუბერმა PewDiePie-მ, რომელსაც 85 მილიონი გამომწერი ჰყავს, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან ტანსაცმელი კიდევ ერთხელ მოირგო. ქართული წარწერის მქონე ჰუდით ფელიქს შელბერგი (pewdiepie) თავის ახალ იუმორისტულ ვიდეოში გამოჩნდა.

გიორგი მამალაძე

16 თებერვალი 2019, 22:34

საქართველო

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. ამის შესახებ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

16 თებერვალი 2019, 22:20

ძალოვნები

თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.

16 თებერვალი 2019, 21:56

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მანქანის გამონაბოლქვის შესუნთქვა კაცის ერექციის ფუნქციას არღვევს

ტოქსიკური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია, რომელსაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობის მქონე რეგიონის მცხოვრებლები სუნთქავენ, სავარაუდოდ კაცების ერექციის დარღვევას უწყობს ხელს. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები აცხადებენ.

16 თებერვალი 2019, 21:30

საქართველო

საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

16 თებერვალი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დასახელდა

Euro NCAP -ის ექსპერტებმა 2019 წელს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სია შეადგინეს. ტესტ-დრაივის შედეგები პორტალ CarBuyer- ზეა გამოქვეყნებული.

16 თებერვალი 2019, 21:14

მსოფლიო

აფრიკული ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

სუდანის ელექტროენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველგან შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ ავრცელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი გათიშვა მეორეჯერ ხდება.

16 თებერვალი 2019, 20:46

ტაბლოიდი

ბაზარზე მეგრული სახელწოდების თოჯინა „ოლაფინია“ გამოჩნდა

30 წლის ნუცი და 25 წლის სოფი მალაშხიებს დაახლოებით ერთი წლის წინ ქართული სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდათ. უკვე დეკემბერში, ბაზარზე მეგრული სახელწოდების ბრენდი - ოლაფინია გამოჩნდა, რაც ქართულად სათამაშოს ნიშნავს.

16 თებერვალი 2019, 20:35

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოება თავად ალიანსის ინტერესებშია

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატოს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

16 თებერვალი 2019, 20:21

საქართველო

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე.

16 თებერვალი 2019, 20:19

ტაბლოიდი

ჯეკი კენედის უმცროსი და გარდაიცვალა

ჟაკლინ (ჯეკი) კენედის უმცროსი და ლი რაძივილი 85 წლისა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - წერს Dailymail. მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის.

16 თებერვალი 2019, 19:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს

აშშ-ში ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს. როგორც გაირკვა ფუტკრები ნუშის პლანტაციებში იხოცებოდნენ.

16 თებერვალი 2019, 19:40

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ ფრანკოს ოჯახს დიქტატორის გადასვენებისთვის 15 დღე მისცა

ფრანკოს ოჯახს ახალი ადგილის მოსაძებნად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად შეარჩევს ადგილს. შესაძლოა, დიქტატორის შთამომავლებმა გადასვენების გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტონ.

16 თებერვალი 2019, 19:15

საქართველო

სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა

როჯერ სტოუნი

16 თებერვალი 2019, 18:58

მსოფლიო

სპეცპროკურორმა ტრამპის ყოფილი მრჩევლის და Wikileaks-ის მიმოწერა იპოვა

აშშ-ის სპეცპროკურორმა განაცხადა, რომ აქვს იმის შესახებ მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდი ხნის მრჩეველი როჯერ სტოუნი Wikileaks-თან პირდაპირი კონტაქტობდა. სტოუნმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტრამპის კონკურენტის ჰილარი კლინტონის მიმოწერა ინტერნეტში გამოაქვეყნა.

16 თებერვალი 2019, 18:57

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 30 159 ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვეს. ნავთობის მოპოვების პიკური მაჩვენებელი 2007 წელს -56 631 ათასი ტონა დაფიქსირდა.

ნიკოს ანასტასიადესი

16 თებერვალი 2019, 18:56

საქართველო

საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ეწვევა

ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტის შესახებ დავით ზალკალიანის კვიპროსელ კოლეგასთან, ნიკოს ქრისტოდიულიდესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა. კვიპროსისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა მიუნხენში გაიმართა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტიც ეწვევა.