imedi /  13 თებერვალი 2019, 23:54 / სანდო წყარო

მარშალ გელოვანის გამზირზე დილის 7 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

მარშალ გელოვანის გამზირი

მარშალ გელოვანის გამზირი

საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 00:00 საათიდან 14 თებერვლის 07:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით - დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმართულებით;

ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის” ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.

მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2019, 10:20

მსოფლიო

გაერო: ავსტრალიის გვალვა უპირველეს ყოვლისა აზიანებს ბავშვებს

ავსტრალიის დიდი ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერი გვალვის გამო იტანჯებოდა. გვალვამ განსაკუთრებით დააზიანა სოფლის მეურნეობა. გაეროში აცხადებენ, რომ ბავშვებს დრო აღარ აქვთ სკოლისთვის და გართობისთვის და ისინი მშობლებს ეხმარებიან მუშაობაში.

დაკავება

19 თებერვალი 2019, 10:13

ძალოვნები

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2019, 09:58

კულტურა

სიუზი კუატროს ახალი ალბომი მარტის ბოლოდან გაიყიდება

68 წლის სიუზი კუატრომ ახალ სინგლზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა No Soul/No Control ალბომში No Control არის შესული, რომელიც გაყიდვაში 29 მარტს გამოვა. სუზი კუატრომ მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის პირველი ბას გიტარისტი ქალია, რომელიც როკ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად იქცა.

ჯანეტ ოსბორნი

19 თებერვალი 2019, 09:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია პირველად გამოიყენეს

მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც თავის მხრივ მხედველობის დაქვეითებას იწვევს. გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.

უოლეს სმით ბროკერი

19 თებერვალი 2019, 09:11

მსოფლიო

ტერმინის „გლობალური დათბობა“ ავტორი გარდაიცვალა

გეოლოგი ისეთი ცნობილი ტერმინის ავტორია, როგორიცაა გლობალური დათბობა. ბროკერმა ეს ტერმინი პირველად 1975 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, რომლის სახელწოდება იყო "კლიმატის ცვლილება: ვიმყოფებით თუ არა მკვეთრი გლობალური დათბობის ზღვარზე?“

ბოლივია ავარია

19 თებერვალი 2019, 08:48

მსოფლიო

ბოლივიაში ავარიას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქ პოტოსთან მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. პოლიციის ცნობით, ავტობუსში 45 მგზავრი იყო.

აშშ-მექსიკის საზღვარი

19 თებერვალი 2019, 08:32

მსოფლიო

16 შტატის კოალიციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ტრამპს უჩივლა

ამერიკის 16 შტატის კოალიციამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის მიზეზი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინასებასთან დაკავშირებით კონგრესთან უთანხმოების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა.

სირია აფეთქება

19 თებერვალი 2019, 08:11

მსოფლიო

სირიაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაღმული მანქანა ქალაქის მთავარ ქუჩაზე აფეთქდა, ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ კი მეორე აფეთქებაც მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კანონპროექტი

19 თებერვალი 2019, 07:59

საქართველო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ოხანაშვილის განცხადებით, ეს არის იმ დეპუტათა შეურაცხყოფა, რომლებმაც კომიტეტის თავმჯდომარის არჩევაში მიიღეს მონაწილეობა და აქტიურად ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას. კომიტეტის სხდომაზე ასევე კამათი იყო მამუკა მდინარაძესა და ლევან კობერიძეს შორის.

ვაშინგტონი, აშშ

19 თებერვალი 2019, 00:59

მსოფლიო

ამერიკელებმა ქვეყნის მთავარი პრობლემა დაასახელეს

Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აშშ-ში მცხოვრები ადამიანების 35% ქვეყნის მთავარ პრობლემად მთავრობას და მის სუსტ მმართველობას ასახელებს. შედეგები 2013 წელს ჩატარებულ კვლევაზე 2%-ით მაღალია. ამერიკელების დიდი ნაწილი სუსტ მმართველობაში ემიგრაციასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გულისხმობს.

ცხოველები

19 თებერვალი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ზოოპარკის 18 000 ბინადრის სამედიცინო შემოწმებისას გადაიღეს. როგორც ვეტერინარები ამბობენ, რენტგენი დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება და ცხოველების მდგომარეობის შესამოწმებლად აუცილებელია.

სექსი

19 თებერვალი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

რომელ ქვეყნებში ჰყავთ ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი (საშუალოდ 15-20) შვეიცარიაში, გერმანიასა და ბრაზილიაში ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლოება სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ ერთხელ ან სამჯერ იცვლის. ანალოგიური პასუხი გასცეს ესპანელებმა და იტალიელებმაც.

ზინედინ ზიდანი

18 თებერვალი 2019, 23:56

სპორტი

ზინედინ ზიდანი „ჩელსის“ პირობებს უყენებს

ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბისგან £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს. პარალელურად ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.

ელარჯი

18 თებერვალი 2019, 23:37

ტაბლოიდი

ესპანელმა მორაგბეებმა ელარჯი დააგემოვნეს. ფოტოები

17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 24:10 სძლიეს. თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.

ბრიჟიტ მაკრონი
სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:16

საქართველო

ბრიჟიტ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. ფოტოები

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ბრიჟიტ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ სალომე ზურაბიშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. რაც შეეხება ემენუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხვალ შეხვდება.

Facebook

18 თებერვალი 2019, 23:15

ტექნოლოგიები

Facebook-ი მეტოქეებზე ინფორმაციას აგროვებდა

ირკვევა, რომ Facebook-ი Onavo-ს, ვირტუალური საიდუმლო ქსელის (VPN) აპლიკაციას კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. ბრიტანელი პარლამენტარები ირწმუნებიან, რომ Facebook-მა „განზრახ და შეგნებულად დაარღვია, როგორც მონაცემთა კონფიდენციალურობა, ისე ანტიკონკურენციის კანონები“.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: შეწყალების შესახებ მე ჩემი კონცეფცია მაქვს

„მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ მენდონსა

18 თებერვალი 2019, 22:50

კულტურა

ლეგენდარულ ფოტოზე გადაღებული მეზღვაური გარდაიცვალა

ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა. ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

Apple-ის კომპიუტერი

18 თებერვალი 2019, 22:28

ტექნოლოგიები

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 30 წლის წინანდელი Apple-ის კომპიუტერი კვლავ მუშაობს

მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელი John Pfaff-ი წერს, რომ მისი მშობლების კომპიუტერი ათწლეულების შემდეგაც გამართულად ფუნქციონირებდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მან სოცქსელში გამოაქვეყნა. Apple IIe სერია Apple II-ში მესამე მოდელი იყო, რომელიც კონცერნმა 1983 წელს გამოუშვა.

სუპერმთვარე

18 თებერვალი 2019, 22:09

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის გაანათებს ცას 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე

სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.