imedi /  14 თებერვალი 2019, 12:23 / სანდო წყარო

გიგა ზედანია სტუდენტების ულტიმატუმზე: ეს არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ

ილიას უნივერსიტეტი

ილიას უნივერსიტეტის
სტუდენტების აქცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო. მათ უნივერსიტეტის რექტორს ვადა 19:00 საათამდე მისცეს. ისინი ითხოვენ, რომ ბიზნესსკოლას დაუბრუნდეს პირვანდელი სახელი და თანამდებობაზე დაბრუნდეს გიორგი ქადაგიძე. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ილიაუნის რექტორის, გიგა ზედანიას განცხადებით, ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა სტუდენტების მოთხოვნისა და სურვილის შეძლებისდაგვარად გათვალისწინებაა. ზედანია ამბობს, რომ მას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, რათა შეიკრიბოს კოლეგიალური საბჭოები, რომელთაც უნდა განიხილონ სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნა, თუმცა არ იცის, რამდენად მოხერხდება დღეს მათი შეკრება.

"ცხადია, რომ ულტიმატუმი და ვადაზე საუბარი ვერ იქნება განხილული როგორც სერიოზული საუბარი, თუმცა, რაც შეეხება სერიოზულ საუბარს, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ პროცესის გაგრძელებას. მათ მოთხოვნებზე წარმომადგენლობითი თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ. ახლა ხდება ორგანიზება, რათა შეიკრიბოს კოლეგიალური საბჭოები, თუმცა არ ვიცი, როგორ მოხდება შეკრება.

მოთხოვნა და ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ“, - განაცხადა გიგა ზედანიამ.

სტუდენტების ინფორმაციით, გიგა ზედანია მათ დაჰპირდა, რომ დღეს შეიკრიბება აკადემიური საბჭო, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ზედანიას გადადგომას მოითხოვენ.   

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც ბოლო დრომდე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი იყო, რეორგანიზაციისა და სკოლის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გაავრცელა. 

ილიაუნიში მიმდინარე პროცესებზე „იმედის“ ეთერში ვრცლად უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ისაუბრა.

ყველა სიახლე

აშშ-მექსიკის საზღვარი

19 თებერვალი 2019, 08:32

მსოფლიო

16 შტატის კოალიციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ტრამპს უჩივლა

ამერიკის 16 შტატის კოალიციამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის მიზეზი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინასებასთან დაკავშირებით კონგრესთან უთანხმოების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა.

სირია აფეთქება

19 თებერვალი 2019, 08:11

მსოფლიო

სირიაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაღმული მანქანა ქალაქის მთავარ ქუჩაზე აფეთქდა, ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ კი მეორე აფეთქებაც მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კანონპროექტი

19 თებერვალი 2019, 07:59

საქართველო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ოხანაშვილის განცხადებით, ეს არის იმ დეპუტათა შეურაცხყოფა, რომლებმაც კომიტეტის თავმჯდომარის არჩევაში მიიღეს მონაწილეობა და აქტიურად ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას. კომიტეტის სხდომაზე ასევე კამათი იყო მამუკა მდინარაძესა და ლევან კობერიძეს შორის.

ვაშინგტონი, აშშ

19 თებერვალი 2019, 00:59

მსოფლიო

ამერიკელებმა ქვეყნის მთავარი პრობლემა დაასახელეს

Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აშშ-ში მცხოვრები ადამიანების 35% ქვეყნის მთავარ პრობლემად მთავრობას და მის სუსტ მმართველობას ასახელებს. შედეგები 2013 წელს ჩატარებულ კვლევაზე 2%-ით მაღალია. ამერიკელების დიდი ნაწილი სუსტ მმართველობაში ემიგრაციასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გულისხმობს.

ცხოველები

19 თებერვალი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ზოოპარკის 18 000 ბინადრის სამედიცინო შემოწმებისას გადაიღეს. როგორც ვეტერინარები ამბობენ, რენტგენი დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება და ცხოველების მდგომარეობის შესამოწმებლად აუცილებელია.

სექსი

19 თებერვალი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

რომელ ქვეყნებში ჰყავთ ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი (საშუალოდ 15-20) შვეიცარიაში, გერმანიასა და ბრაზილიაში ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლოება სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ ერთხელ ან სამჯერ იცვლის. ანალოგიური პასუხი გასცეს ესპანელებმა და იტალიელებმაც.

ზინედინ ზიდანი

18 თებერვალი 2019, 23:56

სპორტი

ზინედინ ზიდანი „ჩელსის“ პირობებს უყენებს

ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბისგან £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს. პარალელურად ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.

ელარჯი

18 თებერვალი 2019, 23:37

ტაბლოიდი

ესპანელმა მორაგბეებმა ელარჯი დააგემოვნეს. ფოტოები

17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 24:10 სძლიეს. თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.

ბრიჟიტ მაკრონი
სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:16

საქართველო

ბრიჟიტ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. ფოტოები

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ბრიჟიტ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ სალომე ზურაბიშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. რაც შეეხება ემენუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხვალ შეხვდება.

Facebook

18 თებერვალი 2019, 23:15

ტექნოლოგიები

Facebook-ი მეტოქეებზე ინფორმაციას აგროვებდა

ირკვევა, რომ Facebook-ი Onavo-ს, ვირტუალური საიდუმლო ქსელის (VPN) აპლიკაციას კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. ბრიტანელი პარლამენტარები ირწმუნებიან, რომ Facebook-მა „განზრახ და შეგნებულად დაარღვია, როგორც მონაცემთა კონფიდენციალურობა, ისე ანტიკონკურენციის კანონები“.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: შეწყალების შესახებ მე ჩემი კონცეფცია მაქვს

„მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ მენდონსა

18 თებერვალი 2019, 22:50

კულტურა

ლეგენდარულ ფოტოზე გადაღებული მეზღვაური გარდაიცვალა

ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა. ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

Apple-ის კომპიუტერი

18 თებერვალი 2019, 22:28

ტექნოლოგიები

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 30 წლის წინანდელი Apple-ის კომპიუტერი კვლავ მუშაობს

მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელი John Pfaff-ი წერს, რომ მისი მშობლების კომპიუტერი ათწლეულების შემდეგაც გამართულად ფუნქციონირებდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მან სოცქსელში გამოაქვეყნა. Apple IIe სერია Apple II-ში მესამე მოდელი იყო, რომელიც კონცერნმა 1983 წელს გამოუშვა.

სუპერმთვარე

18 თებერვალი 2019, 22:09

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის გაანათებს ცას 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე

სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.

ობობა

18 თებერვალი 2019, 22:04

ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეაში უძველესი ობობა აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეელმა მკვლევრება უძველესი ობობების ნამარხი იპოვეს, რომლებიც 110 მილიონზე მეტი ხნის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერების თქმით, მათი თვალები ფოსფორის საშუალებით დღესაც ანათებს.

ოსკარი

18 თებერვალი 2019, 21:37

კულტურა

ჰოლივუდში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი კვირა რჩება. ჰოლივუდში უკვე ემზადებიან წითელი ხალიჩის გასაშლელად და კინო ვარსკვალავების დასახვედრად. 91-ე დაჯილდოება წელს განსხვავებული იქნება და სამ საათს გაგრძელდება.

18 თებერვალი 2019, 21:05

ინტერვიუ

„სასამართლოში ადამიანებთან ბრძოლის მატარებელი ჩავლილია“

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 20:59

საქართველო

პრეზიდენტმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან შევიწროებით გამოწვეული პრობლემები"--განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 20:52

მსოფლიო

ტრამპი „მოღალატე“ მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს

17 თებერვლის სატელევიზიო ინტერვიუში, FBI-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ მაკკეიბმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმებოდა. ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებმა თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტზე 2017 წელს ითათბირეს.

18 თებერვალი 2019, 20:38

საქართველო

რა პრობლემებია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში

რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც 29 წლის ბიძამ, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა, მწვავედ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივ არსებულ პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ რეფორმა დაწყებულია.