imedi /  15 თებერვალი 2019, 12:10 / სანდო წყარო

სენატორები ტრამპს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საჯაროდ დაგმობას სთხოვენ

აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, აქამდე არსებულზე კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა, - ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი – ნიუ ჯერსის შტატი), სენატორებმა: ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი – სამხრეთ კაროლინას შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი – კოლორადოს შტატი), ბენ კარდინმა (დემოკრატი – მერილენდის შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი – ნიუ ჰემპშირის შტატი) მიმდინარე წლის 13 თებერვალს აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დასაცავად (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA). კანონპროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზემოქმედება გაზარდოს.

როგორც საგარეო უწყება განმარტავს, საყურადღებოა, რომ ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტის მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.

კანონპროექტის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც სამხედრო დანაშაულს ჩადის“.

კანონპროექტში წერია, რომ „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) თანხები უნდა მოხმარდეს სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრულ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი ზეგავლენისადმი“. ამ მხრივ ფონდის მიზნების ჩამონათვალში ასახულია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირების მნიშვნელობა – ფონდის ერთ-ერთი მიზანია „უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც გამოწვეულია ან გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით“, – წერია აქტის ტექსტში.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოვლისმომცველი პოლიტიკური მექანიზმების შექმნას – მაგალითად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სანქციების კოორდინირებისთვის ახალი პოლიტიკური ოფისის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს აშშ-ის მიერ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო ქმედებების განხორციელება. იგი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს ნატო-სადმი და უკრძალავს აშშ-ის პრეზიდენტს, სენატის თანხმობის გარეშე აშშ-მ დატოვოს ნატოს რიგები.

„არ შეიძლება პუტინის ქმედებების მოთმენა. უმოქმედობის მყისიერი შედეგია სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა, რეგიონული არასტაბილურობა, უკრაინელი მეზღვაურების გატაცება, უკრაინული გემების მიტაცება და საერთაშორისო ნორმების ეროზია. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზემოქმედებას, ვიდრე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხისშემცველ რეალობას; ამავე დროს, იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის (დემოკრატი – ნიუ ჯერსის შტატი) განცხადებაში.

„ჩვენი მიზანია შევცვალოთ სტატუს-კვო და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღოთ მნიშვნელოვანი სახის სანქციები და ზომები. ამ აქტში ასახული სანქციები და სხვა სახის ზომები, აქამდე ოდესმე არსებულ ზომებზე უფრო ძლიერია – იგი პირდაპირი პასუხია პუტინის დაუოკებელ სურვილზე, რომ ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზომები მიმართულია, რომ მაქსიმალურად, ყველაზე ძლიერი სახით უპასუხოს პუტინის ქმედებებს“, – ნათქვამია აქტის თანასპონსორი სენატორის, გრემის (რესპუბლიკელი – სამხრეთ კაროლინას შტატი) განცხადებაში.

„კონგრესი განაგრძობს მოწინავე როლის შესრულებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, აშშ-სა და საზღვარგარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიასთან ბრძოლაში“, – აღნიშნულია აქტის თანაპონსორი სენატორის, კარდინის (დემოკრატი – მერილენდის შტატი) მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

სენატორ გარდნერის (რესპუბლიკელი – კოლორადოს შტატი) განმარტებით კი, „პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას“.

აქტის თანასპონსორი სენატორი შაჰინი (დემოკრატი – ნიუ ჰემპშირის შტატი) აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს  ახალ ელემენტებს. კერძოდ, რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ, რუსეთს სანქციებს უწესებს.

„ასევე საკანონმდებლო აქტი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს. კერძოდ, ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (National Fusion Center), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზემოქმედებას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში; მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ, რის შემდეგაც იგი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, ის კანონის ძალას მიიღებს.

ყველა სიახლე

27 მარტი 2019, 01:07

ტექნოლოგიები

ნორვეგიაში პირველი წყალქვეშა რესტორანი გაიხსნა

ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე პირველი წყალქვეშა რესტორანი გაიხსნა. რესტორნის დიდი ნაწილი წყალქვეშ არის განლაგებული. მთავარი დარბაზის ფანჯრებიდან ზღვის ხედი იშლება. შენობის სიგრძე 34 მეტრია, საერთო ფართობი კი 600 კვადრატული მეტრია.

პიკასო

27 მარტი 2019, 00:58

კულტურა

ჰოლანდიელმა არტ-დეტექტივმა 20 წლის წინ მოპარულ პიკასოს ნახატს მიაგნო

ნახატი 1999 წელს საუდის არაბეთის შეიხის იახტიდან მოიპარეს, რომელიც საფრანგეთში იყო. მას შემდეგ ნახატი ხელიდან ხელში გადადიოდა. ნახატის ღირებულება 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ნახატის ნამდვილობა უკვე დადასტურდა.

27 მარტი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

ჩინეთში პოლიციელი ძაღლის კლონი დაიბადა

ჩინეთში პოლიციელი ძაღლის კლონირება კომპანია Sinogene Biotechnology-მ განახორციელა.გენეტიკური მასალა ჩინელმა სპეციალისტებმა პოლიციის ძაღლ ხუანხუანმასგან აიღეს. შვიდი წლის ძაღლი ჩინელ სამართალდამცავებს არაერთი დანაშაულის გახსნაში დაეხმარა, რის გამოც მეტსახელად შერლოკ ჰოლმსი დაარქვეს.

კალათბურთი

27 მარტი 2019, 00:46

სპორტი

NBA-ის ვარსკვლავმა იუსუფ ნურკიჩმა თამაშის დროს საშინელი ტრავმა მიიღო. ვიდეო

"პორტლენდის" კალათბურთელმა იუსუფ ნურკიჩმა "ბრუკლინთან" დაპირისპირების დროს მძიმე ტრავმა მიიღო. ბოსნიელი მეორე ოვერტაიმის დროს ბურთზე თამაშისას ცუდად გადახტა, რის შედეგადაც ფეხი მოიტეხა. ტრავმის გამო ნურკიჩი სავარაუდოდ 1 წელს ვეღარ ითამაშებს.

სამეფო კარის თამაშები

27 მარტი 2019, 00:35

კულტურა

როგორ იღებენ „სამეფო კარის თამაშების“ ბრძოლის სცენებს. ვიდეო

სერიალ "სამეფო კარის თამაშების" YouTube არხზე ახალი ვიდეო გამოქვეყნდა. სერიალის ავტორებმა გადაწყვიტეს მაყურებელს ანახონ თუ როგორ იღებენ ეპიზოდებისთვის ბრძოლის სცენებს. სცენების გადაღების შესახებ მაყურებელს ოპერატორი შონ სევიჯი უყვება.

მოგზაურობა

27 მარტი 2019, 00:18

ეკონომიკა

TripAdvisor-მა 2019 წლის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა

2018 წლის 12 თვის მონაცემებით, სასტუმროების, რესტორნების და მიღებული გამოცდილების მხრივ ლონდონმა პარიზს გაუსწრო. როგორც TripAdvisor-ი აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მიზეზი სამეფო ოჯახის ქორწილი და პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციებია.

კონორ მაკგრეგორი

27 მარტი 2019, 00:13

მსოფლიო

NYT: კონორ მაკგრეგორს გამოძიება სექსუალურ შევიწროებას ედავება

ირლანდიის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას შერეული ორთაბრძოლის ყოფილი ჩემპიონის კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. მას პოლიცია სექსუალურ დანაშაულს ედავება. გამოძიება 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ რაც პოლიციას მიმართა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორის ქმედებით, დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში შეწუხდა.

იტალია

27 მარტი 2019, 00:01

მსოფლიო

ავტობუსის გატაცებისთვის განგაშის ამტეხავი ბიჭი იტალიის მოქალაქეობას მიიღებს

ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები სკოლის ავტობუსის სავარაუდო გამტაცებლისგან იხსნა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის მოადგილემ, მატეო სალვინიმ განაცხადა. 13 წლის რამი შეჰატამ მობილურით განგაშის სიგნალი გადასცა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მოსწავლეები გაიტაცა.

მაუწყებლობა

26 მარტი 2019, 23:41

საქართველო

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია TV4 რამდენიმე დღის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ეთერს წყვეტს. ამის შესახებ განცხადება საინფორმაციო გამოშვების დასასრულს გადაცემის წამყვანმა გააკეთა. ტელევიზიის ოფიციალური განცხადების თანახმად, გარკვეული ძალების მხრიდან მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მიხეილ გელა სალუაშვილი

26 მარტი 2019, 23:38

საქართველო

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პირველი კანდიდატი მიხელ-გელა სალუაშვილია

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილია. ინფორმაციას თავად facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

მუსიკა

26 მარტი 2019, 23:16

კულტურა

ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა

ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები წერენ.

ნოდარ მგალობლიშვილი

26 მარტი 2019, 23:08

კულტურა

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია imedinews-ს მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს. მანამდე მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ნოდარ მგალობლიშვილის შვილმა დაწერა

დიეტა

26 მარტი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

წლიურად ადამიანი 3-დან 5 კილოგრამამდე შხამქიმიკატებს ჭამს

დღეს ადამიანები ძირითადად გადამუშავებული საკვები პროდუქტებით იკვევებიან, გადამუშავების დროს კი პროდუქტი კარგავს დადებით ნივთიერებებს და იძენს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამერიკელმა ექიმმა ამისგან თავის დასაღწევად ჰიბრიდული დიეტა შექმნა.

26 მარტი 2019, 22:52

ეკონომიკა

Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას განიხილავს

ამერიკული ავტო კონცერნი Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს. საუბარია ყველა ერთობლივი საწარმოს გასვლაზე და რუსეთში ექსპორტის შეწყვეტაზე. თუმცა განიხილება უფრო მსუბუქი ვარიანტებიც. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე მონაწილეობის შემცირება.

ახალი ზელანდია

26 მარტი 2019, 22:31

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში შტორმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. ვიდეო

ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად ახალ ზელანდიაში, ქალაქ ფრანც ჯოზეფთან ახლოს საავტომობილო ხიდი დაზიანდა, ადიდებულმა მდინარე ხიდი დაანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლუ ვეია

26 მარტი 2019, 22:20

მსოფლიო

ჩინეთში მთავარი ინტერნეტ ცენზორი კორუფციის ბრალდებით ციხეში ჩასვეს

ჩინეთში, ქრთამის აღების ბრალდებით მთავარი ინტერნეტ ცენზორი გაასამართლეს. ქალაქ ნინბოს სასამართლომ 59 წლის ლუ ვეიას, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კანცელარიის ინტერნეტ -ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ის 3 მილიონი იუანით(447 ათასი დოლარი) დააჯარიმეს.

სალომე ზურაბიშვილი

26 მარტი 2019, 22:04

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის

პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან. დღეს ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2019, 21:51

საქართველო

რა ეწერა მდინარაძის შეტყობინებაში, რომელიც მან შემთხვევით ბესელიას გაუგზავნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა რა ეწერა მესიჯში, რომელიც მან შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა. "მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო", - თქვა მდინარაძემ.

ჰენრი ტესენგი

26 მარტი 2019, 21:47

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე მოკვდა

ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა. ჰენრი ტესენგი აღ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.