imedi /  17 თებერვალი 2019, 13:34 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა,  რომ ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. “თიბისი ბანკი” არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ “თიბისი ბანკი” წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. “თიბისი ბანკი” არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.

“მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც   ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამის განცხადებას ბანკი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ყველა სიახლე

Boeing 737 MAX

22 ოქტომბერი 2019, 19:24

მსოფლიო

Boeing-მა ჩამოვარდნილი თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს $100 მილიონი გამოუყო

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის ვებგვერდზე ავრცელებს. ორი ჩამოვარდნილი Boeing 737 MAX-ის მსხვერპლთა ოჯახებს საერთო ჯამში კომპანიის წინააღმდეგ ასზე მეტი სარჩელი აქვს შეტანილი.

ბერა ივანიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 19:23

ტაბლოიდი

ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონი გადარიცხა

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1.1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

Tinder

22 ოქტომბერი 2019, 19:13

ტაბლოიდი

პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა Tinder-ის ლოგოს მიასგავსეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა სოციალურ ქსელში ხუმრობის საგანი გახდა - მას სამაჟანკლო აპლიკაცია Tinder-ის ლოგოს ამსგავსებენ. სოციალურ ქსელში ბევრმა იხუმრა, რომ ეს ლოგო სამაჭანკლო აპლიკაციას ან თმის სალონს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებს.

ტორპედო

22 ოქტომბერი 2019, 18:55

სპორტი

გულშემატკივართა თხოვნით თასის ნახევარფინალში „ტორპედოს“ ძირითადი გუნდი ითამაშებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. „ტორპედოს“ ფეხბურთელები მატჩში მონაწილეობაზე კლუბის გულშემატკივრებმა დაითანხმეს, ამის შესახებ გუნდის ფან-კლუბის, „ჩვენ ვართ ტორპედო“ Facebook-ზე წერს.

ჯოზეფ მოული

22 ოქტომბერი 2019, 18:39

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი ​„ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს

​ჯოზეფ მოული, რომელმაც HBO-ს პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ბენჯენ სტარკის როლი შეასრულა, ​Amazon-ის „ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს. ის უარყოფითი პერსონაჟის როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე მხოლოდ მისი სახელია ცნობილი - ორენი.

ცხვარი

22 ოქტომბერი 2019, 18:37

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე უხვმატყლიანი ცხვარი მოკვდა

ცხოველმა მსოფლიო ყურადღება 2015 წელს მიიქცია, როდესაც ის ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს. როგორც მაშინ ითქვა, ცხვარს იმხელა მატყლი ჰქონდა, რამდენიც 6 წლის განმავლობაში შეიძლება ცხოველს ჰქონდეს. მაშინ ცხვარი გაკრიჭეს და 41.1 კილოგრამამდე მატყლი მოაშორეს, რაც მსოფლიო რეკორდია.

გენერალი ალი ალ-ლამი

22 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ორი ერაყელი გენერალი მოკლეს

ერაყის ფედერალური პოლიციის ორი გენერალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Shafaq News-ი ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბაღდადიდან 125 კილომეტრში გზაზე, რომლითაც გენერლები გადაადგილდებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ლიბანი

22 ოქტომბერი 2019, 18:30

ტაბლოიდი

ლიბანში დემონსტრანტებმა ხმაურით შეშინებულ ბავშვს Baby Shark უმღერეს. ვიდეო

ლიბანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანაში მჯდომ 15 თვის ბავშვს ცნობილი საბავშვო სიმღერა Baby Shark უმღერეს. CNN-ის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად მომიტინგეებით გარშემორტყმულ მანქანაში აღმოჩნდა, რა დროსაც ხმაურმა და არეულობამ შეაშინა. დედამ კი გადაწყვიტა აქციის მონაწილეებისთვის ეთხოვა, რომ არ ეყვირათ,

ინდოეთი

22 ოქტომბერი 2019, 18:15

ტაბლოიდი

ინდოეთში დააკავეს ბრაკონიერი რომელსაც ტუჩა დათვის სასქესო ორგანოს ჭამა უყვარდა

2013 წელს მადჰია-პრადეშის შტატში, ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სპეციალური შტაბი შექმნეს მას შემდეგ, რაც რამდენიე ტუჩა დათვი სასქესო ორგანოს გარეშე იპოვეს - მათ რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდათ მოჭრილი.

დემონსტრაცია ერაყში

22 ოქტომბერი 2019, 18:14

მსოფლიო

ერაყის მთავრობამ მიტინგების დროს მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ძალოვნებს დააკისრა

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში გამოაქვეყნა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ.

ბორის ჯონსონი

22 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

მედია: Brexit-​ის გადავადების შემთხვევაში ბორის ჯონსონი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი წლის ბოლომდე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, თუ თემთა პალატა Brexit-​ის მორიგ გადავადებას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის კანცელარიაში თავის წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი ლორა კიუნსბერგი წერს.

ელექტროენერგია

22 ოქტომბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალ სისტემაზე მუშაობს

დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორამაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.

Lilium საჰაერო ტაქსი

22 ოქტომბერი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

კომპანია Lilium-მა საჰაერო ტაქსის ტესტირების პირველი ეტაპი დაასრულა

გერმანულმა კომპანია Lilium-მა საჰაერო ტაქსის ტესტირების პირველი ეტაპი დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს. ახალ ვიდეოში საჰაერო ტაქსი არა მხოლოდ ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურადაც დაფრინავს, რასაც ექსპერტები მთავარ სირთულეს უწოდებენ. ხუთადგილიანი საჰაერო ტაქსი 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ზალცბურგი

22 ოქტომბერი 2019, 17:21

მსოფლიო

2020 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დასახელდა

პირველ ადგილზე ლეგენდარული კომპოზიტორის ვოლფგანგ ამოდეუს მოცარტის სამშობლო - ზალცბურგი გავიდა, მეორეზე კი აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი. ლიდერთა სამეულში ეგვიპტეს კაიროც შევიდა. საუკეთესო ქალაქების ათეულში მოხვდნენ: გოლუეი, ბონი, ლა-პასი, კოჩი, ვანკუვერი, დუბაი და დენვერი.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 17:21

საქართველო

გიორგი მიქაუტაძე: ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს ყოფილა

გიორგი მიქაუტაძეს, თითქმის, 7 საათია დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ. გიორგი მიქაუტაძემ დეპუტატ ნინო წილოსანს უპასუხა, "ზომიერად ჰუმანური ადამიანია". მისი თქმით, გადაწყვეტილებები ჰუმანურობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა მიიღონ.

ალეკ ბოლდუინი

22 ოქტომბერი 2019, 17:10

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინმა პირდაპირ ეთერში შარვალი ჩაიხადა. ვიდეო

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, პირდაპირ ეთერში შარვალი ჩაიხადა. ინციდენტი ჯიმი ფელონის შოუში მოხდა, სადაც მსახიობი ახალი ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით იყო მიწვეული. ბოლდუინმა მაყურებელს იმის შეფასება სთხოვა, თუ რამდენად უკეთ გამოიყურება წონაში დაკლების შემდეგ და ამის საილუსტრაციოდ შარვალი ჩაიხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2019, 17:10

ძალოვნები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. მაჩალიკაშვილის საქმეზე ასევე დაიკითხა გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

კონგრესი

22 ოქტომბერი 2019, 16:59

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

ამ დოკუმენტით აშშ-ის კონგრესმენები მხარდაჭერას გამოხატავენ და ხაზს უსვამენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

ოლიმპიური თამაშები

22 ოქტომბერი 2019, 16:51

სპორტი

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ახალი ემბლემა წარადგინეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლო - მარიანა იქნება, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტმა წარადგინა. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ახალი ლოგოტიპი სტილისტურად ოლიმპიურ ცეცხლს, მედალს და მარიანას სახეს (ახალგაზრდა ქალი ფრიგიული ჩაჩით) მოიცავს, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2019, 16:49

მსოფლიო

ტრამპმა იმპიჩმენტის შესახებ გამოძიებას ლინჩის წესით გასამართლება უწოდა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება უსამართლო და უკანონოა. „ყველა რესპუბლიკელმა უნდა დაიმახსოვროს, რასაც აქ ხედავენ - ლინჩის წესით გასამართლებას. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - დაწერა ტრამპმა.