imedi /  17 თებერვალი 2019, 14:30 / სანდო წყარო

საქართველოში უამინდობა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება

ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ქარი და ნალექი 20 თებერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი/წამში იქნება.

"თბილისში ამაღამ ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე გათბება, დღისით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. 19 თებერვალს თბილისში ღამით ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, დღისით +7. დროგამოშვებით მოსალოდნელია მცირე ნალექი“,- განაცხადა გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ნინო წვერავამ.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ხვალ დილით ცოტა გამოიდარებს, თუმცა, დღის მეორე ნახევარში წვიმა დაიწყება, რომელიც 19 თებერვლამდე გაგრძელდება. შესაძლოა, მთიან რაიონებში ნალექი თოვლშიც გადავიდეს. 18-19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა +1,+6 გრადუსი იქნება; დღისით +3,+8; მთაში ღამით -4, +1; დღისით -3 +2; მაღალ მთაში ღამით -7,-2, დღისით -5, 0.

მოთოვს შიდა ქართლში. 18-19 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით ტემპერატურა 0,+5 გრადუსი იქნება, დღისით +4,+9,მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, 0 გრადუსი იქნება, დღისით +1, +6;

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 11:41

საქართველო

პრეზიდენტი: ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს საქართველოს იმიჯს ვნებს

ჭიათურაში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობისა და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა.

ჭიათურა

27 მაისი 2019, 11:30

საქართველო

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოსწავლეები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდა

ჭიათურაში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა. მათ მსვლელობა გამართეს და მოსახლეობად გაფიცულების გვერდით დადგომისკენ მოუწოდეს.

ნაიჯელ ფარაჯი

27 მაისი 2019, 11:23

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნებში დიდ ბრიტანეთში Brexit-ის პარტიამ გაიმარჯვა

Brexit-ის ახალმა პარტიამ, რომლის ლიდერია ნაიჯელ ფარაჯი, დიდ ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მიიღო. მეორე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატები გავიდნენ, რომლებიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მოწინააღმდეგეები იყვნენ.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2019, 11:21

მსოფლიო

ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც იაპონიის ახალმა იმპერატორმა მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც იაპონიის ახალ იმპერატორს, ნარუჰიტოს შეხვდა. ტრამპი, რომელიც იაპონიაში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული, იმპერატორმა და მისმა მეუღლემ ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში უმასპინძლეს.

ლაგოდეხი

27 მაისი 2019, 11:20

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს

„ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მუსიკა

27 მაისი 2019, 11:02

კულტურა

The Notorious B.I.G.-ის პატივსაცემად ბრუკლინში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქმევა

რეპერ The Notorious B.I.G.-ის 47-ე იუბილესთან დაკავშირებით, ბრუკლინში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქმევა. The Notorious B.I.G.-ი 24 წლის იყო როდესაც ლოს-ანჯელესში, 1997 წლის 9 მარტს ესროლეს და მოკლეს. ქუჩა, რომელსაც რეპერის სახელი დაერქმევა ის ტერიტორიაა, სადაც მუსიკოსი გაიზარდა.

27 მაისი 2019, 10:45

ტაბლოიდი

როგორ აქცია სოფელი ტურისტულ ცენტრად ერთადერთმა მცხოვრებმა მოხუცმა, რომელსაც გასახლებით ემუქრებოდნენ

10 წლის წინ 86 წლის ჰუან იუნ ფუს ტაივანის ხელისუფლება დაემუქრა, რომ მის სოფელს გაანადგურებდა, რადგან დასახლებაში მოხუცის გარდა აღარავინ ცხოვრობდა და სოფლის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის გაშენება სურდათ. მას ფულს სთავაზობდნენ, რათა სხვა სოფელში გადასახლებულიყო, თუმცა იუნ ფუ უარს ამბობდა.

ხანძარი

27 მაისი 2019, 10:36

ძალოვნები

რუსთავში სამმა ჯარისკაცმა ხანძრისგან ორი ბავშვი გადაარჩინა. ვიდეო

სამმა ჯარისკაცმა სახლში შეაღწია და 2 მცირეწლოვანი ალმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს. მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა "რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

მყვინთავები

27 მაისი 2019, 10:36

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის მოსაძებნად მყვინთავების ჩართვა უამინდობის გამო ჯერ ვერ ხერხდება

აუცილებელია მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა, რათა დინება შენელდეს. შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მანამდე „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა.

გიტანას ნაუსედა

27 მაისი 2019, 10:24

მსოფლიო

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილმა წევრმა, ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მან ხმათა 65,86% დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ევროპარლამენტი

27 მაისი 2019, 10:16

მსოფლიო

კორუფციული სკანდალის გამო გადაყენებული რიგის ყოფილი მერი ევროპარლამენტში აირჩიეს

ლატვიაში პარტია "თანხმობის" ლიდერი ნილ უშაკოვი, რომელიც აპრილის დასაწყისში კორუფციული სკანდალის გამო რიგის მერის პოსტიდან გადააყენეს, ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

27 მაისი 2019, 10:13

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებისადმი შეთავაზების დეტალებს ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა.

ჯონ ბოლტონი

27 მაისი 2019, 10:07

მსოფლიო

ფხენიანში ჯონ ბოლტონს „ომის ფანატიკოსი“ უწოდეს

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ოფიციალური ფხენიანი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გაეროს რეზოლუციების დარღვევაში დაადანაშაულა. „გაეროს რეზოლუცია კრძალავს ნებისმიერი ტიპის ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ კორეის ცდები, რა თქმა უნდა, არის დარღვევა“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

დავით გარეჯი

27 მაისი 2019, 09:54

საქართველო

28 მაისს გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია გაიმართება

"გარეჯში ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს,"- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 09:38

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ხუან-იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდება

ლონდერო კლასიფიკაციაში 79-ე ადგილზეა. მისი დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მეგან მარკლი

27 მაისი 2019, 09:15

ტაბლოიდი

მედია: პრინცესობამდე მეგან მარკლისთვის ცნობილი დიზაინერები სამოსს არ ქმნიდნენ

როგორც მარტინი ჰყვება მეგანი არ ითვლებოდა უმაღლესი რანგის მსახიობად და მისი პოპულარობა არც ისე დიდი იყო. ამერიკელ მსახიობს ბევრი მუშაობა უწევდა იმისთვისაც, რომ როლები მიეღო. თუმცა, სიტუაცია ახლა რადიკალურად შეიცვალა.

სამხედროები

27 მაისი 2019, 09:05

მსოფლიო

ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

ხსოვნის დღე ამერიკაში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ 1868 წელს გაიმართა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხსოვნის დღე ზაფხულის არდადეგების არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება.

27 მაისი 2019, 08:50

მსოფლიო

ევროპარლამენტში ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა

ლაპარაკია „ევროპის სახალხო პარტიასა“(EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). თუმცა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს. ახალ პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს ლიბერალებმაც. განსაკუთრებით კი, ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდე.“

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 08:45

საქართველო

ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში ანგარიშს წარადგენს

"ყველაზე კრიტიკულად მაინც შეფასებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება. რაც შეეხება პროგრესს, ოჯახში ძალადობის მიმართულებით თუ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიუროს სხდომა

27 მაისი 2019, 08:40

საქართველო

პარლამენტში მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს წარადგენენ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.