imedi /  18 თებერვალი 2019, 12:18 / სანდო წყარო

პატრიარქს მოუწოდებენ, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალება სთხოვოს

დეკანოზი მამალაძე

ათონელის რეზიდენცია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მედიას დეკანოზის საქმეზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი გააცნეს, რომლითაც ილია მეორეს მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

"თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.

მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს", - წერია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ პატრიარქის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. 

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. მინისტრის თქმით, მამალაძის მონახულებას არ აპირებს, თუმცა მისი მკურნალობა პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

"მე მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართული ვარ ამ შემთხვევის მართვაში და ყველა პარამეტრის და კვლევის შედეგი ვიცი რაც ამ დღეების განმავლობაში იქნა ჩატარებული. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზეც კვლევები ჯერ კიდევ ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადმიანი ხდება ცუდად, ოჯახის წევრებს აქვთ უფლება დასვან ნებისმიერი შეკითხვა და გააკეთონ ნებისმიერი მოთხოვნა. ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი", - განაცხადა მინისტრმა.

დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავა. მიტროპოლიტის თქმით, ეკლესია დეკანოზის შეწყალებას მიესალმება. 

დეკანოზის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა საპატრიარქოსთან აქციას მართავენ და გიორგი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

ყველა სიახლე

ფლორენს პარლი

19 მარტი 2019, 09:35

საქართველო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაჰყო

როგორც პარლიმ განმარტა, საქართველოს ან უკრაინის მსგავსი შემთხვევების გამეორება დანარჩენი მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება. „თუ ჩვენ კვლავ გვეყოლება კიდევ ერთი საქართველო ან უკრაინა ნატოს საზღვრებს შიგნით, ეს იქნება არამხოლოდ კატასტროფა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის აშშ-ის ძალაუფლების მკვეთრი შემცირების სიგნალი“, – განაცხადა ფლორენს პარლიმ.

სალომე ზურაბიშვილი

19 მარტი 2019, 09:16

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი 19 მარტს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

ლინას ლინკევიჩუსი

19 მარტი 2019, 09:03

საქართველო

ლინკევიჩუსი: საქართველო გახდება ნატოს წევრი და მოსკოვი ირიბ ვეტოს ვერ გამოიყენებს

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ სწავლება საქართველოს დაეხმარება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის მოსამზადებელ გზაზე, აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

19 მარტი 2019, 08:50

მსოფლიო

თურქეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. იქ ასობით ადამიანი იმ სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის “ წევრი ზუკლუფ გეზენი დაკრძალეს.

19 მარტი 2019, 08:38

ეკონომიკა

გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია იყო წარმოდგენილი: ორ მათგანს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები გადაეცა.

19 მარტი 2019, 08:23

ტაბლოიდი

ინდოეთში ყინულის კაფე გაიხსნა

ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში, ჰიმალაის მთებთან ახლოს ტუსრისტებს ყინულის კაფეში ეპატიჟებიან. იქ მდებარე, ძნელად მისასვლელ სოფელ გიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეული კაფე მოაწყო, რომელიც ყინულისგანაა აგებული, და სადაც სტუმრებს ცხელ სასმელებს სთავაზობენ.

ალეხანდრო ტოლედო

19 მარტი 2019, 08:14

მსოფლიო

აშშ-ში პერუს ექსპრეზიდენტი დააკავეს

აშშ-ში პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო დააკავეს. ის კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანში სიმთვრალის გამო აიყვანეს. ინციდენტი კვირას ღამით მოხდა, პოლიტიკოსი საპატიმროდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 01:00

მსოფლიო

დასახელდა ქალაქები სადაც ნარკოტიკს ყველაზე მეტად მოიხმარენ

კვლევა 20 ევროპული ქვეყნის 73 ქალაქის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სფეროში ის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი გახდა. 2018 წლის მონაცემებით, კოკაინის მოხმარების დონით პირველ ადგილს ბრისტოლი იკავებს, ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამი, შვეიცარიის 2 ქალაქი: ციურიხი და ბერნი და ასევე ესპანეთის ქალაქი ბარსელონა.

გაზიანი სასმელები

19 მარტი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

კვლევა: გაზიანი სასმელები სიკვდილის რისკს ზრდის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. თავისმხრივ აშშ-ის სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.

მოზამბიკი

19 მარტი 2019, 00:07

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეიძლება ათასს მიაღწიოს

ტროპიკული ციკლონის „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 1000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სამხრეთ აფრიკაში კი სტიქიას სულ მცირე 180 ადამიანი ემსხვერპლა.

კატა

18 მარტი 2019, 23:56

ტაბლოიდი

ფრანგმა მინისტრმა თავის კატას Brexit-ი დაარქვა

ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ლაპარაკისას ევროპელმა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა. „კატა ხმამაღლა მთხოვს გარეთ გავუშვა ხოლმე, კარს ვუღებ, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვრის“, - აცხადებს ევროპულ ურთიერთობებში საფრანგეთის მინისტრი.

18 მარტი 2019, 23:31

ტაბლოიდი

ავსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კოცონი დაანთეს

ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი დაანთეს. 61-მეტრიანი ხის კოშკის ასაშენებლად დაახლოებით 3 თვე დაიხარჯა და ის ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაიწვა. ავსტრიაში კოცონს ზამთრის გაცილების ნიშნად ანთებენ.

ბერნი ტორმი

18 მარტი 2019, 23:24

კულტურა

ოზი ოსბორნის გიტარისტი ბერნი ტორმი გარდაიცვალა

ბერნი ტორმი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას პნევმონია ჰქონდა. ინგლისელმა როკ მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ბერნის ტორმის პატივი უკვე მიაგო. მუსიკოსის გარდაცვალებას ოზი ოსბორნი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რა სევდიანი დღეა. ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი დავკარგეთ“, - წერს ოზი ოსბორნი.

კევინ ცუჯიჰარა

18 მარტი 2019, 23:02

მსოფლიო

სექსუალური სკანდალის გამო Warner Bros.-ის დირექტორი გადადგა

მარტის დასაწყისში Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ 2013 წელს ცუჯიჰარას 21 წლის მსახიობ შარლოტა კირკთან სექსი ჰქონდა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაირკვა, რომ სანაცვლოდ Warner Bros.-ის გენერალურმა დირექტორმა მას კარიერის მოწყობაში დახმარება შესთავაზა.

სემ სმიტი

18 მარტი 2019, 23:00

ტაბლოიდი

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი სქესის შეცვლაზე ფიქრობს

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი თავის ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტავს, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. „ჩემი ტვინი ყოველთვის ებრძოდა ჩემს ტანს. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა სემ სმიტმა ინტერვიუში.

რიჩარდ ერდმანი

18 მარტი 2019, 22:36

კულტურა

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა

ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს დემენციით იტანჯებოდა. კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ" მოუტანა.

ფილიპე ბარბარინი
რომის პაპი

18 მარტი 2019, 22:16

მსოფლიო

რომის პაპი პედოფილიის დაფარვაში ბრალდებულ კარდინალს შეხვდა

რომის პაპმა ვატიკანში პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული ფრანგი კარდინალი ფილიპე ბარბარინი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 7 მარტს სასამართლომ, საფრანგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

მეხანძრე-მაშველებმა შინაური ცხოველები გადაარჩინეს

18 მარტი 2019, 21:49

საქართველო

2018-19 წლებში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 189 ცხოველი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 189 ცხოველი გადაარჩინეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინაც. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრისას ცეცხლმოდებული საწყობიდან ორი ლეკვი გამოიყვანა.

უტრეხტი

18 მარტი 2019, 21:45

მსოფლიო

პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმიდან მალევე ნიდერლანდების პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. სამართალდამცველები 37 წლის გოკმან ტანისს ეძებდნენ, რომელიც წარმოშობით თურქეთიდანაა.

18 მარტი 2019, 21:35

კულტურა

არტ გალერეა რუსუდან გაჩეჩილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

ხელოვანი, რომელიც ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად ითვლება და პროფესორი, რომელმაც სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე არაერთი თაობა აღზარდა: დღეს 82 წლის რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.