imedi /  18 თებერვალი 2019, 12:56 / სანდო წყარო

კილაძე დეკანოზის შეწყალებაზე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომენტარი დეკანოზის შეწყალების საკითხზე გააკეთა.

"პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. პრეზიდენტს ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით ვერ მოვუწოდებ. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯია გადადგმა. სამწუხაროა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ერთხელ მისივე მოთხოვნის საფუძველზე მამა გიორგის შევხვდი, მისი არგუმენტები მოვისმინე. თუ საჭირო იქნება, მამა გიორგი მამალაძეს მოვინახულებ საავადმყოფოშიც. ამ საქმეზე საუბარი ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც ეს ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც საპატრიარქოა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მედიას დეკანოზის საქმეზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი გააცნეს, რომლითაც ილია მეორეს მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავა. მიტროპოლიტის თქმით, ეკლესია დეკანოზის შეწყალებას მიესალმება. 

დეკანოზის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა საპატრიარქოსთან აქციას მართავენ და გიორგი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

ყველა სიახლე

ჩინეთი

19 მარტი 2019, 18:50

ტაბლოიდი

ჩინელი ქალი კინაღამ მოკვდა მას შემდეგ რაც ხილის ინექცია გაიკეთა

51 წლის ქალს ინექციის შედეგად პრობლემები შეექმნა ღვიძლზე, თირკმელზე, ფილტვსა და გულზე. მას ინტენსიური მკურნალობის კურსი 5 დღის განმავლობაში უტარდებოდა. ის ექიმება სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს. ინექციაში ოცამდე სახეობის ხილი იყო არეული.

დონალდ კლაინი

19 მარტი 2019, 18:38

ტაბლოიდი

გინეკოლოგს რომელმაც ფარულად 48 ქალი დააორსულა 1 წელი მიუსაჯეს

1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არ არსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის

პროკურორი

19 მარტი 2019, 18:32

ძალოვნები

რას გულისხმობს შსს-ს რეფორმა გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე

მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი რეალობით გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც.

პოლიცია ევროკომისიის შენობასთან

19 მარტი 2019, 18:31

მსოფლიო

ევროკომისიის შენობაში განგაში ცრუ აღმოჩნდა

შემთხვევის ადგილზე კინოლოგებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მომხდარის გამო ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება რამდენიმე საათით შეზღუდული იყო. ბრიუსელის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ემბრიონი

19 მარტი 2019, 18:26

მსოფლიო

მუმბაის აეროპორტში მგზავრს ჩანთაში ადამიანის ემბრიონი უპოვეს

მალაიზიის მოქალაქეს სამართალდამცველებმა სპეციალურ ყუთში ემბრიონი უპოვეს, რომელიც ჩემოდანში იდო. BBC-ის ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ მას ემბრიონი მანამდეც ჰქონდა საზღვარზე გადატანილი. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემბრიონით არ ვაჭრობს.

შეხვედრა ინვესტორებთან

19 მარტი 2019, 17:45

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო და „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორები გარემოსდაცვით სტანდარტებზე შეთანხმდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და ნამახვანი ჰესის ინვესტორთა შორის დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

19 მარტი 2019, 17:44

კულტურა

„სათამაშოების ისტორია 4-ის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Pixar-მა ანიმაციური ფილმი „სათამაშოების ისტორია 4-ის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ამჯერად მთავარი გმირები გასართობ პარკში მიდიან, სადაც მათ კავბოი ვუდის შეყვარებული ბო პიპი ხვდებათ. „სათამაშოების ისტორიის“ შემქმნელებმა თქვეს, რომ მეოთხე ნაწილი განსაკუთრებულად ემოციურია.

რობერტ ლენგლენდსი
მათემატიკოსი

19 მარტი 2019, 17:16

ტექნოლოგიები

მათემატიკაში მთავარი პრემიის მფლობელი ცნობილია

მსოფლიო მათემატიკოსების მთავრი პრემიის, „აბელის პრიზის“ მფლობელი კანადელი რობერტ ლენგლენდსი გახდა. მათემათიკოსთა საერთაშორისო კავშირის და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ ნორვეგიის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის ხელმძღვანელმა ოლე სეირსტედმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი

19 მარტი 2019, 17:10

საქართველო

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადება, რაც განმეორებით კენჭისყრაზე დადგებოდა მისი გადაყენების საკითხი.

ნურსულთან ნაზარბაევი

19 მარტი 2019, 17:02

მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტის სტატუსით, ჩემი უფლებამოსილება შევაჩერო“, - განაცხადა მან თავის ოფიციალურ მიმართვაში.

19 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

საბერძნეთში ადგილობრივები მიგრანტებს თავს დაესხნენ

შემთხვევა ვილიას დასახლებაში მოხდა. ადგილობრივები, რომლებიც სამიგრაციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ. მათ ქალაქ მანდრას მერიც შეუერთდა. მიგრანტების მტკიცებით, ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

სუპერმთვარე

19 მარტი 2019, 16:58

ტექნოლოგიები

წლის ბოლო სუპერმთვარე ცას 20 მარტს გაანათებს

მარტის სავსე მთვარე გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა-ბოლოს ეს ორი მოვლენა ერთად 1981 წლის მარტში დაფიქსირდა. ამ მოვლენის ნახვა ოთხშაბათს, 20 მარტს, თბილისის დროით - 05:43 საათზე იქნება შესაძლებელი. სუპერმთვარემ ცა ბოლოს თებერვალში გაანათა.

ანდრეა პოლაკი

19 მარტი 2019, 16:54

სპორტი

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოცურავე ანდრეა პოლაკი

სახელგანთქმული მოცურავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. პოლაკის ოლიმპიური ტრიუმფი ორჯერ 1976 წლის, ხოლო ერთხელ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე შედგა. მაშინ სპორტსმენი აღმოსავლეთ გერმანიის სახელით ასპარეზობდა. ანდრეა პოლაკი იმ სპორტსმენთა რიცხვში იყო,

სმარტფონები

19 მარტი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 20 საუკეთესო სმარტფონი დასახელდა

TOP 20-ში მობილურმა ტელეფონებმა ადგილი არა მათი სიძვირის, არამედ გაჯეტის ტექნიკური მახასიათებლების ფასთან შესაბამისობის მიხედვით დაიკავეს. მაგალითისთვის საუკეთესო სამეულში მოხვდა Apple-ის და Samsung-ის უახლესი მოდელები.

ნიდერლანდები ტერაქტი

19 მარტი 2019, 16:39

მსოფლიო

ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ დანაშაულის მოტივი დაადგინა. სამართალდამაცავი ორგანოების განცხადებით, ავტომობილის სალონში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივს ამტკიცებს.

კაილი მესსი

19 მარტი 2019, 16:34

ტაბლოიდი

კაილი მესსის მოზარდისთვის ეროტიკული შინაარსის ფოტოს გაგზავნაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობს და რეპერ კაილი მესსის, რომელიც ცნობილია სერიალებით „გოტემი“ და „პრაქტიკა“ 13 წლის მოზარდისთვის გულახდილი ფოტოების და სექსუალური შინაარსის შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 16:21

მსოფლიო

ჩინეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლინფენის ოლქში მდებარე სოფელ ცზაოლინში მოხდა. მეწყერმა ორი შენობა გაანადგურა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

19 მარტი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

რობოტი-ძაღლი, რომელიც ნამდვილი ლაბრადორივით იქცევა

კომპანია Tombot-მა ახალი რობოტი-ლეკვი შექმნა, რომელიც გამოიყურება და იქცევა როგორც ნამდვილი ლაბრადორი. რობოტი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.

სესილია მალმსტრომი
მამუკა ბახტაძე

19 მარტი 2019, 16:04

ეკონომიკა

სესილია მალმსტრომი: გვსურს ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდოს

„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ჯერალდ კონოლი

19 მარტი 2019, 16:02

საქართველო

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლზე.