imedi /  19 თებერვალი 2019, 12:36 / სანდო წყარო

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს

ადვოკატთა ასოციაციის წევრების განმარტებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადვოკატთა საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგი მოსამართლე წევრის მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები. ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს. 

"მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო, რასაც წინ უძღვოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების პროცესის ძალზედ დაჩქარებული და არაგამჭირვალე წესით წარმართვა. ადვოკატურას, როგორც მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ინსტიტუტს, აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე და სანდო ინსტიტუტი, რადგან ნდობაშელახული სასამართლო სისტემა, მათ შორის, აკნინებს ადვოკატის როლს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელი საბჭოს წევრთა ერთობლივი მოთხოვნით საკითხი განსახილველად წარედგინა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელსაც ესწრებოდა 400-ზე მეტი ადვოკატი. ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო კრებაზე გამართული აქტიური განხილვის შედეგად თითქმის ერთხმად (1 წინააღმდეგი, 1 თავის შეკავება) მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ეთიკური სტანდარტების დაცვითა და კონსტრუქციული ფორმით აღწერს სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილ ვითარებას და მიმართავს საქართველოს პარლამენტს კრიზისის დაძლევის კონკრეტული ინიციატივებით.

უაღრესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები - ძალზედ აგრესიული და არაეთიკური გამონათქვამებით თავდასხმა როგორც ასოციაციაზე, ასევე მის თავმჯდომარეზე. მხოლოდ რამდენიმე ასეთი გამონათქვამის ციტირებაც ცხადყოფს შემნილი სურათის სიმძიმეს.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ წევრთა საჯარო განცხადებები მოიცავს შემდეგ არაკორექტულ გამონათქვამებს:
„...კრიზისი თქვენკენ მოიკითხეთ, მთელი ასოციაცია ნაღმზე რომ დგას, დღეს თუ ხვალ იფეთქებს და დაიშლება“;
„...დარწუნებული ხართ თქვენ და ასათიანი, რომ 5000 ადვოკატს სრულად აკონტროლებთ?J“;
„...მით უარესი თქვენთვის, თუ მაგ „რეზოლუციის“ შექმნაში თქვენ და სხვა ადვოკატებსაც გაქვთ მონაწილეობა მიღებული“.

ასევე, საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრი აპელირებს არჩევნებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე და ახსენებს ასოციაციის თავმჯდომარეს სასამართლოს მიერ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. მსგავსი განცხადებები მაღალი სამოსამართლო თანამდებობის მქონე პირის მხრიდან სრულიად გაუმართლებელია და ბუნებრივად აჩენს საფუძვლიან ეჭვს ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო საქმის ობიექტურად განხილვასთან დაკავშირებით.

ამასთან, აშკარად არაეთიკური, გაუმართლებელი და არაკოლეგიალურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრის მიერ ისეთი გამონათქვამებით საუბარი, როგორიცაა: „ფარისეველი“, „სამარცხვინო მედროვე“, „უსინდისო“, „პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი“ და სხვა.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მმართველ რგოლში შექმნილია კრიზისი, რაც ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ მოსამართლე წევრთა მხრიდან არაეთიკურ და აგრესიულ საჯარო განცხადებებში. უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაუფარავად ავლენენ ბრაზს და აგრესიას ადვოკატთა კორპუსის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებელ და ხარისხიან განხორციელებას.

მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდოს თავის წევრებს თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ, რადგან მსგავსი ქმედებები ლახავს და აზიანებს მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაციასა და მართლმსაჯულების სანდოობის ინტერესებს", - განაცხადეს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ყველა სიახლე

დონალდ კლაინი

19 მარტი 2019, 18:38

ტაბლოიდი

გინეკოლოგს რომელმაც ფარულად 48 ქალი დააორსულა 1 წელი მიუსაჯეს

1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არ არსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის

პროკურორი

19 მარტი 2019, 18:32

ძალოვნები

რას გულისხმობს შსს-ს რეფორმა გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე

მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი რეალობით გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც.

ემბრიონი

19 მარტი 2019, 18:26

მსოფლიო

მუმბაის აეროპორტში მგზავრს ჩანთაში ადამიანის ემბრიონი უპოვეს

მალაიზიის მოქალაქეს სამართალდამცველებმა სპეციალურ ყუთში ემბრიონი უპოვეს, რომელიც ჩემოდანში იდო. BBC-ის ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ მას ემბრიონი მანამდეც ჰქონდა საზღვარზე გადატანილი. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემბრიონით არ ვაჭრობს.

შეხვედრა ინვესტორებთან

19 მარტი 2019, 17:45

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო და „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორები გარემოსდაცვით სტანდარტებზე შეთანხმდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და ნამახვანი ჰესის ინვესტორთა შორის დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

19 მარტი 2019, 17:44

კულტურა

„სათამაშოების ისტორია 4-ის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Pixar-მა ანიმაციური ფილმი „სათამაშოების ისტორია 4-ის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ამჯერად მთავარი გმირები გასართობ პარკში მიდიან, სადაც მათ კავბოი ვუდის შეყვარებული ბო პიპი ხვდებათ. „სათამაშოების ისტორიის“ შემქმნელებმა თქვეს, რომ მეოთხე ნაწილი განსაკუთრებულად ემოციურია.

რობერტ ლენგლენდსი
მათემატიკოსი

19 მარტი 2019, 17:16

ტექნოლოგიები

მათემატიკაში მთავარი პრემიის მფლობელი ცნობილია

მსოფლიო მათემატიკოსების მთავრი პრემიის, „აბელის პრიზის“ მფლობელი კანადელი რობერტ ლენგლენდსი გახდა. მათემათიკოსთა საერთაშორისო კავშირის და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ ნორვეგიის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის ხელმძღვანელმა ოლე სეირსტედმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი

19 მარტი 2019, 17:10

საქართველო

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადება, რაც განმეორებით კენჭისყრაზე დადგებოდა მისი გადაყენების საკითხი.

ნურსულთან ნაზარბაევი

19 მარტი 2019, 17:02

მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტის სტატუსით, ჩემი უფლებამოსილება შევაჩერო“, - განაცხადა მან თავის ოფიციალურ მიმართვაში.

19 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

საბერძნეთში ადგილობრივები მიგრანტებს თავს დაესხნენ

შემთხვევა ვილიას დასახლებაში მოხდა. ადგილობრივები, რომლებიც სამიგრაციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ. მათ ქალაქ მანდრას მერიც შეუერთდა. მიგრანტების მტკიცებით, ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

სუპერმთვარე

19 მარტი 2019, 16:58

ტექნოლოგიები

წლის ბოლო სუპერმთვარე ცას 20 მარტს გაანათებს

მარტის სავსე მთვარე გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა-ბოლოს ეს ორი მოვლენა ერთად 1981 წლის მარტში დაფიქსირდა. ამ მოვლენის ნახვა ოთხშაბათს, 20 მარტს, თბილისის დროით - 05:43 საათზე იქნება შესაძლებელი. სუპერმთვარემ ცა ბოლოს თებერვალში გაანათა.

ანდრეა პოლაკი

19 მარტი 2019, 16:54

სპორტი

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოცურავე ანდრეა პოლაკი

სახელგანთქმული მოცურავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. პოლაკის ოლიმპიური ტრიუმფი ორჯერ 1976 წლის, ხოლო ერთხელ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე შედგა. მაშინ სპორტსმენი აღმოსავლეთ გერმანიის სახელით ასპარეზობდა. ანდრეა პოლაკი იმ სპორტსმენთა რიცხვში იყო,

სმარტფონები

19 მარტი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 20 საუკეთესო სმარტფონი დასახელდა

TOP 20-ში მობილურმა ტელეფონებმა ადგილი არა მათი სიძვირის, არამედ გაჯეტის ტექნიკური მახასიათებლების ფასთან შესაბამისობის მიხედვით დაიკავეს. მაგალითისთვის საუკეთესო სამეულში მოხვდა Apple-ის და Samsung-ის უახლესი მოდელები.

ნიდერლანდები ტერაქტი

19 მარტი 2019, 16:39

მსოფლიო

ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ დანაშაულის მოტივი დაადგინა. სამართალდამაცავი ორგანოების განცხადებით, ავტომობილის სალონში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივს ამტკიცებს.

კაილი მესსი

19 მარტი 2019, 16:34

ტაბლოიდი

კაილი მესსის მოზარდისთვის ეროტიკული შინაარსის ფოტოს გაგზავნაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობს და რეპერ კაილი მესსის, რომელიც ცნობილია სერიალებით „გოტემი“ და „პრაქტიკა“ 13 წლის მოზარდისთვის გულახდილი ფოტოების და სექსუალური შინაარსის შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 16:21

მსოფლიო

ჩინეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლინფენის ოლქში მდებარე სოფელ ცზაოლინში მოხდა. მეწყერმა ორი შენობა გაანადგურა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

19 მარტი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

რობოტი-ძაღლი, რომელიც ნამდვილი ლაბრადორივით იქცევა

კომპანია Tombot-მა ახალი რობოტი-ლეკვი შექმნა, რომელიც გამოიყურება და იქცევა როგორც ნამდვილი ლაბრადორი. რობოტი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.

სესილია მალმსტრომი
მამუკა ბახტაძე

19 მარტი 2019, 16:04

ეკონომიკა

სესილია მალმსტრომი: გვსურს ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდოს

„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ჯერალდ კონოლი

19 მარტი 2019, 16:02

საქართველო

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლზე.

19 მარტი 2019, 15:59

ტაბლოიდი

რეპერი Lil Wayne-ი Vetements-ის ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა

გასული წლის 1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა.

19 მარტი 2019, 15:46

ტექნოლოგიები

საფრანგეთში ოთხბორბლიანი მფრინავი მოტოციკლი გამოსცადეს

ფრანგული ავტომობილების კომპანია Lazareth Auto-Moto-მ მფრინავი მოტოციკლის ვიდეო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელსაც ტურბორეაქტიული ძრავა აქვს თითოეულ ბორბალში, ვერტიკალურად იწევა ცისკენ.