imedi /  20 თებერვალი 2019, 09:10 / სანდო წყარო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

ამინდი

სინოპტიკოსების თქმით, დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება და ქარის სიძლიერე შესუსტდება როგორც დედაქალაქში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში კი უნალექო ამინდს  ვარაუდობენ.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსამდე  დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი  4-9 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.  კ

ვირის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და დედაქალაქში 12  გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.    

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2019, 23:05

საქართველო

კობახიძე: სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ ჩატარებულ შიდაკვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მინიმუმ ყოველი მეორე ადამიანი მმართველ პარტიას უჭერს მხარს. გადაცემაში „პირისპირ“ კობახიძემ თქვა, რომ სურათი სავარაუდოდ, არ უნდა შეიცვალოს 2020 წლამდე, რადგან ამის ტენდენცია არ ჩანს.

ნიკა მელია

21 მაისი 2019, 22:58

საქართველო

მელია საპროტესტო აქციებზე: ფუჭი გასროლების განხორციელება არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ამ აქციას ხელისუფლების შეცვლა მოყვება.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2019, 22:54

საქართველო

კობახიძე: კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, შავგულიძისნაირი კი პარლამენტში ბევრია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს. კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ თქვა, რომ მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი მერის არჩევნებია, ხოლო როდესაც საქმე ეხება 1 მაჟორიტარის არჩევას, გასაკვირი არ არის, რომ აქტივობა ნაკლები იყო.

მონტრო

21 მაისი 2019, 22:11

ტაბლოიდი

საფრანგეთში სოფლის მერი მოსახლეობას ვიაგრას უფასოდ სთავაზობს

საფრანგეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერი მოსახლეობის რაოდენობის კლების პრობლემასთან ბრძოლას უჩვეულო მეთოდით აპირებს. ჯინ დიბოუზი 650 ადამიანით დასახლებულ სოფელს ვიაგრას უფასოდ სთავაზობს.

Huawei-ს ოფისი

21 მაისი 2019, 21:31

ტექნოლოგიები

Huawei-ს ოპერაციული სისტემა ბაზარზე შესაძლოა შემოდგომაზე გამოჩნდეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Huawei Consumer Business Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთიანი ოპერაციული სისტემა ტელეფონებისთვის, კომპიუტერებისთვის, პლანშეტებისთვისა და სხვა პროდუქციისთვის.

„შავი სარკე“

21 მაისი 2019, 21:06

კულტურა

„შავი სარკის“ მეხუთე სეზონის სამივე სერიის ტრეილერები გამოქვეყნდა

5 ივნისს Netflix-ზე სერიალ „შავი სარკის“ მეხუთე სეზონი გამოვა, რომელიც მხოლოდ სამი სერიისგან შედგება. სერიებში მთავარი როლები ენდრიუ სკოტმა, ენტონი მაკიმ და მომღერალმა მაილი საირუსმა შეასრულეს. Netflix-მა მეხუთე სეზონის თითოეული სერიისთვის ცალკე ტრეილერი გამოაქვეყნა.

21 მაისი 2019, 20:55

ძალოვნები

51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა

51-ე სკოლის სასადილოში დაწყებული შელაპარაკებაზე, რომელიც სასწავლებლის გარეთ ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა, დღეს ახალი დეტალები გაირკავ. აღმოჩნდა, რომ ერთმა მე-11 კლასელმა, მეორეს მხარი გაჰკრა, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა.

ნიდერლანდების პოლიცია

21 მაისი 2019, 20:51

მსოფლიო

ნიდერლანდებში ჯებჰატ ან-ნუსრას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო. პარალელურად გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კიდევ 6 ადამიანის სახლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, იმავე ბატალიონის წევრები იყვნენ.

რამაზ ჩინჩალაძე

21 მაისი 2019, 20:46

ძალოვნები

ადვოკატები ეჭვობენ, რომ ფეხბურთელები შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე დაიყოლიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პირობას დებს, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უმკაცრეს ზომებს გაატარებს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გარიგებული მატჩების საქმეში ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, მკაცრი ზომები გატარდეს იმ კლუბების მიმართაც, სადაც ეს სპორტსმენები თამაშობდნენ.

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო

21 მაისი 2019, 20:33

კულტურა

ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

Sony Pictures Entertainment-მა კვენტინ ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once upon in time in Hollywood) ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან.

21 მაისი 2019, 20:17

ეკონომიკა

ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ

კომერციულ ბანკებში ოფიციალურ კურსთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება. ბანკებში ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 80 თეთრად არის შესაძლებელი. ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ.

ტერეზა მეი

21 მაისი 2019, 20:14

მსოფლიო

მეი დეპუტატებს განმეორებით რეფერენდუმზე მსჯელობას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირიდან შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ გამოსვლის უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ Brexit-ის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ.

21 მაისი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

კვლევა: ძაღლები ერთნაირი გენოტიპის ადამიანებს უყვართ

არის თუ არა ძაღლების სიყვარული კავშირში გენებთან? შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვრცელი კვლევა მიუძღვნეს. მათ შვედეთში 35 ათასი ტყუპის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ ხშირ შემთხვევაში ძაღლებს ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპები ფლობენ. რადგან მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო

21 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ბათუმელი ექიმი რემონტის გაჭიანურებას საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში აპროტესტებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმმა ბენო ჭელაძემ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. ის რამდენიმე ადამიანთან ერთად საავადმყოფოს ახალი შენობის დასრულებისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროცესის დაჩქარებას ითხოვს.

პედრო სანჩესი და ორიოლ ჟუნკერასი

21 მაისი 2019, 19:43

მსოფლიო

ესპანეთში ახალი პარლამენტის პირველ სხდომას პატიმარი დეპუტატებიც ესწრებიან

BBC-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთის პარლამენტში დაპატიმრებული დეპუტატები იმყოფებიან. 28 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად ჟოზეპ რული, ორიოლ ჟუნკერასი, ჟორდი სანჩესი და ჟორდი ტურული პარლამენტის ქვედა პალატაში, რაულ რომევა კი სენატში მოხვდა.

21 მაისი 2019, 19:31

სპორტი

ჯემალ ნანდოშვილი წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობას. 83 კგ კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა სიღნაღელმა ჯემალ ნანდოშვილმა. ქართველმა ძალოსანმა მესამე მისვლაზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

21 მაისი 2019, 19:01

მსოფლიო

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, ვადამდელი არჩევნების თარიღად კი 21 ივლისია გამოცხადებული.

ჩვილი

21 მაისი 2019, 18:41

ტაბლოიდი

გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ

მეუღლეები სამშობიაროდან სახლში ჩვილთან და უფროს შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ. როდესაც ტაქსი მათ სახლთან მივიდა, მათ მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მამამ მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.

21 მაისი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Instagram-ის მილიონობით მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა გაჟონა

პლატფორმა Amazon Web Services-ზე აღმოაჩინეს ღია ბაზა Instagram-ის 49 მილიონი მომხმარებლის მონაცემებით. ბაზაში არსებული მონაცემებში იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ასევე ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და რეკლამის ღირებულება თითოეულ გვერდზე. ბაზაში თითოეული ჩანაწერი შეიცავდა შეფასებას აუდიტორიის დაფარვის, ხელმომწერების და მოწონებების მიხედვით.

უზენაესი სასამართლო

21 მაისი 2019, 18:21

საქართველო

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ.