imedi /  26 თებერვალი 2019, 19:14 / სანდო წყარო

ქალაქები სადაც სავარაუდოდ 50 საპილოტე სკოლა შეირჩევა

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგება.

პროექტი გულისხმობს საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც მოსწავლეებს პოტენციალის რეალიზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო ცოდნითა და უნარებით შეიარაღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტის განხორციელება საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის 50 საჯარო სკოლაში იწყება.

როგორც edu.aris.ge წერს, მასწავლებლის სახლის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებული საკონკურსო განაცხადების თანახმად, დამხმარე ჯგუფის წევრებისთვის ვაკანსია შემდეგ ქალაქებსა და რეგიონებში გამოცხადდა: თბილისი, რუსთავი, ზესტაფონი, საგარეჯო, თელავი, ლაგოდეხი, გორი, ხაშური, კასპი და აჭარის რეგიონი. დიდი ალბათობით, საპილოტე სკოლებიც სწორედ აღნიშნული რეგიონებიდან იქნება არჩეული.

რაც შეეხება ვაკანსიებს, "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი" კურიკულუმის დანერგვის და განვითარების ექსპერტს, მის თანაშემწეს და ტექნოლოგიების ექსპერტს ეძებს.

კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტი პროგრამის – „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქცია იქნება მასწავლებლებთან თანამშრომლობით (ქოუჩინგის ფორმატში) იზრუნოს სასკოლო კურიკულუმის შინაარსობრივი ნაწილის დაგეგმვა-განვითარებაზე. ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირი  ხელფასის სახით 1 800 ლარს მიიღებს. კანდიდატს სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში, დაწყებითი განათლების კუთხით, მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება.

აღნიშნულ პოზიციაზე ორი ვაკანსიაა თბილისში, 2 - რუსთავში, 1 - ზესტაფონში, 3 - საგარეჯოში, 2 - თელავში, 1 - ლაგოდეხში, 3 - გორში, 2 - ხაშურში, 1 - კასპში და 2 - აჭარაში.

რაც შეეხება ტექნოლოგიების ექსპერტს, განცხადებაში აღნიშნულია რომ მისი ანაზღაურება იქნება 1 500 ლარი. მისი ფუნქციაა მასწავლებლებთან თანამშრომლობით (ქოუჩინგის ფორმატში) დაეხმაროს მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებაში. ვაკანსიების ოდენობა რუსთავი - 1, ზესტაფონი - , საგარეჯო - 2, თელავი - 1, ლაგოდეხი - 1, გორი - 2, ხაშური - 1, კასპი - 1, აჭარა - 1. 

ყველა სიახლე

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 23:19

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი ტრამპზე: პუტინის მარიონეტი კვლავ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს

The New York Times-ის ცნობით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის თანამშრომელმა, შელბი პირსონმა 13 თებერვალს დახურული ბრიფინგი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტის წევრებისთვის და განუცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ერევა, რათა ტრამპის მეორე ვადით არჩევას შეუწყოს ხელი.

პრინცი ჰარი მეგან მარკლი

21 თებერვალი 2020, 22:58

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა მეგობრებს განუცხადა, რომ ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა თავის მეგობრებს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express-ი ავრცელებს.

ვახო ხუზმიაშვილი

21 თებერვალი 2020, 22:30

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ საკონკურსო საბჭომ ვახო ხუზმიაშვილი აირჩია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ვახო ხუზმიაშვილი წარსულში ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

21 თებერვალი 2020, 22:15

ტაბლოიდი

ავსტრალიაში 9 წლის ბიჭმა, რომელსაც ჯუჯობისთვის აბულინგებდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავების მხარდაჭერა მიიღო

9 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა, რომელსაც სკოლაში ჯუჯობის გამო აბულინგებდნენ, ჰოლივუდის ვარკვლავების გამოხმაურება და მხარდაჭერა მიიღო, ამის შესახებ CNN წერს. ქუოდენ ბეილის დედამ სოციალურ ქსელებში ატვირთა ვიდეო, სადაც მისი შვილი ტიროდა რომ ჯუჯობის გამო სკოლაში ბულინგის ობიექტი გახდა.

ვლადიმერ პუტინი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იდლიბში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტების აგრესიული ქმედებების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვაჟა მარგველაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:58

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პირველ წრეში მარგველაშვილმა ალჟირელ ვაილ ეზინეს სძლია, შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა. 1/8-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იპონით ყაზახ იერლან სერიკჟანოვს, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს სძლია. ნახევარფინალში მარგველაშვილი რუს იაკუბ შამილოვს შეხვდა და ისიც იპონით დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 21:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მედიაში გამოქვეყნებულ მასალას არჩევნებში რუსეთის მის სასარგებლოდ ჩარევაზე დეზინფორმაცია უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ ერევა „დეზინფორმაციის მორიგი კამპანია“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:10

საქართველო

სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზებით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

თამარ იოსელიანი

21 თებერვალი 2020, 21:09

საქართველო

აფრიკაში გემის გატაცებისას მომხდარი სროლის დროს ქართველი მეზღვაურები არ დაშავებულან

გემზე მყოფი და გატაცებული მეზღაურებიდან გასროლის დროს არავინ დაშავებულა,- ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

დავით ზალკალიანმა ჟოზეპ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ბერაია

21 თებერვალი 2020, 20:50

საქართველო

ირაკლი ბერაია: საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევას უმკაცრესი შეფასება უნდა მიეცეს

„ეუთოში ჩვენი გამოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი და მორიგი დადასტურება, თუ როგორ აგრძელებს რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ ქმედებებს თავისი მეზობლების და სხვა სახელმწიფოების მიმართ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

21 თებერვალი 2020, 20:33

საქართველო

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„კამარა“ პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს. „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ევროპაბეთის“ ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე

21 თებერვალი 2020, 20:29

საქართველო

თენგიზ ცერცვაძე: ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14 დღე ექიმები დააკვირდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ექიმები 14 დღე დააკვირდებიან. „ჩვენთვის სულ ერთია ამ რეისით მოიყვანენ პაციენტს თუ სხვა რეისით, ეროვნებით ქართველია თუ ჩინელი თუ სხვა, ჩვენ მზადყოფნაში ვართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.

კახა კუჭავა

21 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

კახა კუჭავა: დაგმობა მისასალმებელია, მაგრამ რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ორმხრივი შეხვედრების დროს კოლეგებს ვთხოვეთ, რომ მოწოდება და დაგმობა ძალიან მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია კონკრეტულ ქმედებებზეც ვისაუბროთ, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ფორმა, მაგრამ რუსეთმა ამ კიბერშეტევისთვის პასუხი უნდა აგოს , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2020, 20:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კახა კუჭავას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცება საქართველოს ინტერესების ხმამაღლა გამოხატვაში დაგვეხმარება

იმედი გვაქვს, რომ კახა კუჭავა დამტკიცდება ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს მოგვცემს ჩვენ კიდევ ერთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე და ამ შემთხვევაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

21 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

თამარ გაბუნია: საქართველოს 34 მოქალაქეს ჩინეთიდან ჩამოფრენისთანავე საჩხერეში გადაიყვანენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ჯგუფი დახვდებათ, შემდეგ კი საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის კომპელქსში მოათავსებენ.

მაიკ პომპეო

21 თებერვალი 2020, 20:01

მსოფლიო

მაიკ პომპეო: „თალიბანი“ და აშშ სამშვიდობო შეთანხმებას 29 თებერვალს გააფორმებენ

ავღანურ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოეწერება. ტელეკომპანია Al Jazeera-ს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ეს ინფორმაცია „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმაც დაადასტურა.

ზელენსკი

21 თებერვალი 2020, 19:57

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ის, რაც გუშინ სანჟარიში მოხდა, რაღაც ეპიზოდებში შუა საუკუნეების ევროპას ჰგავდა

ის, რაც გუშინ სანჟარიში მოხდა, რაღაც ეპიზოდებში შუა საუკუნეების ევროპას ჰგავდა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინაში აქციის მონაწილეების ნაწილი თავს დაესხა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს. შემთხვევა ქალაქ ნოვიე სანჟარიში მოხდა. მომიტინგეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2020, 19:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე კიბერშეტევაზე: ინტერვენციის ამ მეთოდს რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს

ინტერვენციის ამ მეთოდს რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს და მათ შორის ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის წინააღმდეგ. ამჯერად მათ ეს მეთოდი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, - ამის შესახებ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ლაურინას კასჩიუნასი

21 თებერვალი 2020, 19:37

საქართველო

ლაურინას კასჩიუნასი: საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის კიბერშეტევის მთავარი სამიზნეა

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის ლაურინას კასჩიუნასის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის მიზანი ქაოსის შექმნაა და საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მთავარ სამიზნეებს წარმოადგენენ.