imedi /  01 მარტი 2019, 09:00 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტში ორშაბათს მოუსმენენ

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტში ორშაბათს მოუსმენენ. ამჯერად მათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბევრი კითხვა დაგროვდა.

კანონმდებლებს მამუკა ხაზარაძესთან კითხვები აქვთ კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარ მოპასუხედ ამ საქმეზე ეროვნული ბანკი რჩება, ამიტომ კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე არსებულ კითხვებს პარლამენტში უნდა უპასუხოს. 

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა. ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკიდან წავიდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

ყველა სიახლე

„შავი ფონი“ iOS-ზე

23 მარტი 2019, 08:49

ტექნოლოგიები

ცნობილია როგორ გავააქტიუროთ „შავი ფონის“ მხარდაჭერა iPhone-ზე

თუ უკვე ფლობთ iPhone-ს ალბათ იცით, რომ iOS-ს „შავი ფონის“, ე.წ. Dark Mode-ის მხარდაჭერა ოფიციალურად ჯერ არ აქვს. იმისთვის, რომ Dark Mode-ის მსგავსი ფუნქცია ავამოქმედოთ სმარტფონზე სულ მცირე iOS 12 მაინც უნდა იყოს მომართული. ბოლო დროს შავი ფონი უამრავმა პლატფორმამ აამოქმედა.

ალექს როდრიგესი ჯენიფერი ლოპესი

23 მარტი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ობამებმა ჯენიფერ ლოპესსა და ალექს როდრიგესს ნიშნობის მისალოცი წერილი გაუგზავნეს

ჯენიფერ ლოპესის მეოთხედ გათხოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში მარტის დასაწყისში გავრცელდა. სპორტსმენი და მომღერალი 2017 წლის თებერვლიდან არიან ერთად. წყვილი ერთმანეთს უკვე 14 წელია იცნობს. წინა ქორწინებებიდან ორივეს შვილები ჰყავთ.

„სამი მუშკეტერი“

23 მარტი 2019, 08:27

კულტურა

Netflix-ი „სამი მუშკეტერის“ თანამედროვე კინოეკრანიზაციაზე მუშაობს

დიუმას ნოველის კინოეკრანიზაცია ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო თრილერის „შეუსრულებელი მისია“ მოტივებზე იქნება დაფუძნებული, რომელშიც მსახიობი ტომ კრუზი მონაწილეობს. მოქმედებები მე-18 საუკუნის საფრანგეთში გათამაშდება. პროექტის დეტალები ჯერ უცნობია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 მარტი 2019, 08:14

სპორტი

ბასილაშვილმა მაიამის მასტერსი დამაჯერებლად დაიწყო

ქართველმა საწყისი ბარიერი დამაჯერებლად დაძლია. მან პირველი წრე გამოტოვა, მეორე რაუნდში კი გერმანელ მიშა ზვერებს დაუპირისპირდა და 6:3, 6:2 სძლია. თამაშისას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მოწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. მთლიანობაში ქართველმა 67, გერმანელმა კი 51 გათამაშება მოიგო.

დონალდ ტრამპი რობერტ მიულერი

23 მარტი 2019, 08:01

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის რუსული კავშირების საქმეზე გამოძიება დასრულდა

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

წიგნის კითხვა

23 მარტი 2019, 00:54

ტექნოლოგიები

ლიტერატურის კითხვა სხვა ადამიანების უკეთ გაგებაში გვეხმარება

კვლევებმა ცხადყო, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა (საუბარია სხვადასხვა პრემიის მქონე, ან საყოველთაოდ აღიარებულ მწერლებზე) ადამიანს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის უკეთ გაგებაში ეხმარება, ვიდრე პოპულარული წიგნები (ბესტსელერი ავტორების წიგნები).

23 მარტი 2019, 00:41

მსოფლიო

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას დამატებითი ფინანსური სანქციები შეუჩერა

აშშ-ის პერზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს. აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს ფინანსთა სამინისტროს იმ ახალ სანქციებზე, რომლის დამატებასაც გეგმავდა.

უკრაინა

23 მარტი 2019, 00:10

მსოფლიო

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის სიგრძე ერთ მეტრს აღწევს

გამოცემა Tages-Anzeiger-ის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენი კანდიდატი, რამდენიც წელს არის, არასდროს ყოფილა. სიაში 40-მდე კანდიდატია. იმისთვის, რომ სია საზოგადოებისთვის წარედგინათ, 4 ხელი გახდა საჭირო, "რადგან მისი სიგრძე დაახლოებით 80 სანტიმეტრია".

23 მარტი 2019, 00:02

მსოფლიო

უნგრეთში სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯალათი დააკავეს

უნგრეთში დააკავეს სირიელი, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და სიკვდილით დასჯის რიტუალს ახორციელებდა. უნგრეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, კაცი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობდა.

22 მარტი 2019, 23:55

საქართველო

ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩზე მომხდარი ხანძრის შედეგად 76 წლის მამაკაცი დაშავდა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, მას სახისა და ხელების არეში მსუბქი დამწრობა აქვს მიღებული. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ცენზურა

22 მარტი 2019, 23:54

კულტურა

Massive Attack-ი და Pussy Riot-ი რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილ სიმღერებს გამოუშვებენ

ეს პროექტი-აქცია ცენზურის წინააღმდეგ არის მიმართული. საბჭოთა კავშირის დროს აკრძალულ მუსიკას რენტგენისთვის განკუთვნილ ფირფიტებზე წერდნენ. ჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. ფირფიტაზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები იქნება.

ბერლინი

22 მარტი 2019, 23:35

მსოფლიო

ბერლინის ცენტრში 400-ზე მეტმა ადამიანმა ორი იუთუბერის გამო იჩხუბა

ბერლინში 100-ზე მეტი პოლიციელი ცდილობდა დაეშალა მასობრივი ჩხუბი, რომელიც Youtube-ის ორ ვარსკვლავს შორის უთანხმოების გამო მოხდა. ჩხუბი ალექსანდერპლატცზე მოხდა, პოლიციის ცნობით, დაკავებულია 9 ადამიანი. პოლიციამ მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

გვინეტ პელროუ

22 მარტი 2019, 23:25

ტაბლოიდი

გვინეტ პელტროუმ ტყავის საცვლების წარმოება დაიწყო

ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ტყავისგან დამზადებული საცვლების გამოშვება დაიწყო. ვებგვერდზე Goop, რომელიც 46 წლის ჰოლივუდელმა მსახიობმა 2008 წელს შექმნა, ხელით დამზადებული ტყავის საცვლის ნიმუშის ფოტო განათავსა, რომლის ფასიც 630 დოლარია.

ყვითელი ჟილეტები

22 მარტი 2019, 23:09

მსოფლიო

„ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე წესრიგს პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც დაიცავენ

ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ფაქტებზე მკაცრ ზომებს გაატარებს. პირველ ეტაპზე ხელისუფლება პოლიციელებს სამხედროებით დაეხმარება. თუმცა საზოგადოებაში ანტიტერორისტული ძალების გამოყენების გამო კრიტიკა გაჩნდა.

22 მარტი 2019, 22:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან დაითხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან გაუშვა. რომელიც ასევე კორეის შრომის პარტიიდან გარიცხეს. ფოტოგრაფის დასჯის მიზეზი პროტოკოლის დარღვევა გახდა. მან კიმ ჩენ ინს ფოტო ორი მეტრის დაშორებიდან გადაუღო.

მაიკ პომპეო

22 მარტი 2019, 22:38

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ღმერთმა ტრამპი ისრაელის გადასარჩენად გამოაგზავნა

ეს პირველი შემთვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება და ღმერთის "სურვილი" ერთმანეთს დაუკავშირეს. იანვარში, თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდრესმა ერთ-ერთ რელიგიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ღმერთს სურდა ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო".

გადმოსვენება

22 მარტი 2019, 22:16

საქართველო

საფრანგეთში დაღუპულის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საფრანგეთში, 10 თებერვალს ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოჯახის თქმით, გაბედავას დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, თუმცა საფრანგეთი მის გადმოსვენებაზე უარს ამბობს.

22 მარტი 2019, 22:10

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 10 ისლამისტი დააკავეს

გერმანიაში ათი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერაქტების მომზადებაში.ფრანკფურტში პოლიციამ ეჭვმიტანილები რეიდის დროს დააკავა. რეიდში 200 პოლიციის ოფიცერი მონაწილეობდა. დაკავებულთა ასაკი 20-დან 42 წლამდეა. მთავარი ეჭვმიტანილი 21 წლისაა.

22 მარტი 2019, 21:54

სპორტი

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 მარტი 2019, 21:52

მსოფლიო

უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ Facebook-ზე გაავრცელა. გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.