imedi /  01 მარტი 2019, 13:13 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: ზონალური პარკირებისას გაცილებით მეტი გადასახადი უნდა იყოს, ვიდრე საათში 50 თეთრია

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ზონალური პარკირებისას, ცენტრალურ ქუჩებზე, გაცილებით მეტი გადასახადი უნდა იყოს, ვიდრე საათში 50 თეთრია.

„პირადად მე განსხვავებული პოზიცია მაქვს სწორედ ამ ცენტრალურ ქუჩებზე უნდა იყოს გაცილებით მეტი საათობრივი გადასახადი, ვიდრე 50 თეთრი. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა მსჯელობის შედეგად რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას თქვენც გაიგებთ საზოგადოებასთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დედაქალაქი განვტვირთოთ ზედმეტი მანქანებისგან და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამისთვის ვაკეთებთ იმას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვამატებთ მანამდე, სანამ ამოქმედდება საპილოტე პროგრამა და ასევე ვამატებთ მოდერნიზებულ მეტროს ვაგონებს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ზონალური პარკირება ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს ოპოზიცია განცხადების გაკეთებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის:

„ჯერ უნდა შეექმნათ თბილისში საპარკინგე ადგილები, გამართული საპარკინგე ინფრასტრუქტურა, უნდა მოეწესრიგებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი, რა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით. ყველაფერი უკუღმა გააკეთეს, ფაქტიურად სითი პარკს ედავებოდნენ, რომ დახაზვაში იღებდა ფულს და აღარც კი ხაზავენ, ამბობდნენ რომ ააშენებდნენ მაღალსართულიან პარკინგებს და საერთოდ ეს მუხლი ამოღებულია და კერძო ინვესტორებსაც ვერ ააშენებინეს. ერთადერთი გამოსავალი რაც ნახეს არის ის, რომ ჩაუჯდნენ ისევ ჩვენს მოქალაქეებს ჯიბეებში და დამატებით რამდენიმე მილიონი ლარი ახდევინებს პარკინგში", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული .

ზონალური და საათობრივი პარკირება 1 ივლისიდან ამოქმედდება. ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ასევე ცნობილია, რომ დედაქალაქის საზღვრებში დგომა - გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. სავარაუდო ჯარიმების ოდენობა იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ლადო აფხაზავა

22 მარტი 2019, 00:52

საქართველო

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩია

ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს. მისი ფინალისტები ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა, რომლის ფინალისტიც 24 მარტს გამოვლინდება.

ტაქსები

22 მარტი 2019, 00:30

საქართველო

კალაძე: ტაქსების რეფორმაზე არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიბო

22 მარტი 2019, 00:07

ტექნოლოგიები

განუკურნებელი კიბოს გაჩენის მიზეზი დასახელდა

ცნობილია, რომ მიტოქონდრიამ შეიძლება ამ პროცესის კატალიზატორის როლი შეასრულოს, ვინაიდან ის აწარმოებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც აზიანებენ პროტეინებს, ლიპიდებსა და დნმ-ს. ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები ასევე აპოპტოზის ინიცირებას იწყებენ.

21 მარტი 2019, 23:47

თემა

მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს ტუბერკულოზის ფარული ფორმა აქვს. როგორ დავიცვა მისგან თავი?

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება. მას იწვევს ის მიკრობაქტერიები, რომლებსაც მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შეუძლიათ ცხოვრება. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შეიძლება ის სხვა ორგანოებსაც მიწვდეს. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს ხერხემალი, თირკმელი ან ტვინი.

მიგრანტები

21 მარტი 2019, 23:34

მსოფლიო

რა ელით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ევროპის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს

საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 3 000 ყოფილი მებრძოლის სამშობლოში დაბრუნებას. ისინი თავის დროზე „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში შეუერთდნენ, ახლა კი ლტოლვილების ან სამხედრო ტყვეების ბანაკებში იმყოფებიან. ევროპულ სახელწიფოებს არ სურთ ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება.

კახა კალაძე

21 მარტი 2019, 23:03

საქართველო

ცნობილია რა შემთხვევაში მისცემენ თბილისში მშენებლებს სართულების დამატების უფლებას

ვიდეოდიალოგი სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცემერ ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.

კატები

21 მარტი 2019, 22:51

ტაბლოიდი

გერმანიაში შავ კატას ვიტილიგო დაემართა და გათეთრდა. ფოტო

კატას, რომელსაც ელი დაარქვეს, დაბადებისას თეთრი ლაქა მხოლოს სახის არეში ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით ეს თეთრი ლაქები უფრო და უფრო იზრდებოდა. ბოლოს კი სულ გათეთრდა.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფერის ცვლილების მიზეზი ვიტილიგოა - პიგმენტაციის დარღვევა, რაც კანის ზოგიერთ ადგილებში მელანინის გაუჩინარებას იწვევს.

WhatsApp Business

21 მარტი 2019, 22:42

ტექნოლოგიები

WhatsApp Business-ი iOS პლატფორმაზე ამოქმედდა

როგორც WABetaInfo იუწყება, აპლიკაცია მექსიკის App Store-ში უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაციაზე ხელმისაწვდომობას ადასტურებენ მომხმარებლები საფრანგეთიდან და ბრაზილიიდან. WhatsApp Business-ი Android პლატფორმაზე პირველად 2018 წლის იანვარში ამოქმედდა.

ლუკა მოდრიჩი

21 მარტი 2019, 22:22

სპორტი

ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

მოდრიჩმა 419 ქულა დააგროვა და ჩოგბურთელებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290) გაუსწრო. ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა.

ტყე

21 მარტი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნეს

გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს მთელი პლანეტის ეკოსისტემები, ანტარქტიკის გარდა, ხმელეთის და ღია ოკეანის წყლების ჩათვლით. ნაშრომი აერთიანებს 15 000-ზე მეტ წყაროს.

ფეისბუკი

21 მარტი 2019, 22:02

ტექნოლოგიები

Facebook-ი ასობით მილიონ პაროლს სერვერებზე ღიად ინახავდა

კომპანია Facebook-ი თავის სერვერებზე ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლს ღიად ინახავდა, - განაცხადა კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა ბრაიან კრებსმა კომპანიის თანამშრომელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ გაუმხელია. კრებსის პუბლიკაციის შემდეგ Facebook-მა ეს ოფიციალურად აღიარა, მაგრამ იმ ექაუნთების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც პრობლემა შეეხო, არ უთქვამს.

კრიშტიანუ რონალდუ

21 მარტი 2019, 21:47

სპორტი

უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

UEFA-მ დღეს იმ ინციდენტზე იმსჯელა, რომელიც „ატლეტიკო“„იუვენტუსის“ თამაშისას მოხდა. სტუმრების სექტორის მისამართით უცენზურო ჟესტი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში აჩვენა. ირკვევა, რომ 34 წლის პორტუგალიელს 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2019, 21:27

საქართველო

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

21 მარტი 2019, 21:20

საქართველო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ისრაელის დროშა

21 მარტი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გოლანის მაღლობებს ისრაელის ტერიტორიად აღიარებს

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ქვეწარმავალი

21 მარტი 2019, 20:59

საქართველო

გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან ქვეწარმავალი იპოვეს

გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში. პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

21 მარტი 2019, 20:50

საქართველო

სტოლტენბერგი რუსეთს: ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში „ქრონიკის“ კორესპონდენტს ქეთევან ქარდავას ესაუბრა. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მტკიცეა, საქართველოს მოქალაქეებს ნატოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ალიანსი ერთგულია იმ პირობის, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

21 მარტი 2019, 20:47

საქართველო

პრემიერთან ერთად პარლამენტში განათლებისა და შს მინისტრებიც მივლენ

ხვალ პარლამენტში პრემიერს ელოდებიან. ფორმატი, რომლითაც მამუკა ბახტაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისარგებლებს, ახალია და პრემიერი პირველია, ვინც ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება.

21 მარტი 2019, 20:39

საქართველო

წულუკიანი ოპოზიციას: მეგონა გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მინისტრმა სამადაშვილის მიმართ თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.

21 მარტი 2019, 20:32

საქართველო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.