imedi /  02 მარტი 2019, 20:32 / სანდო წყარო

საქართველოში კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას!“ დაიწყო

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად იწყებს საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას! რუსული საფრთხეების შესახებ კი განცხადებას ასოციაცია ავრცელებს.

„ისტორია დაიწყო 2017 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO http://rao.ru) დააფუძნა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP http://eacop.org). რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურ რეჟიმში, იგივე RAO-ს მიერ შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი (IP CHAIN https://ipchain.ru) რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება.  ევრაზიული კავშირი, EACOP-ი, დაფუძნდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC http://www.cisac.org) საპირწონედ და კონკურენტად. CISAC-ი წარმოადგენს მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებას, რომელშიც გაწევრიანებულია 239 ორგანიზაცია და საქართველოც მისი წევრია. 

EACOP-ის დაფუძნების შემდეგ, რუსეთმა, მასში გაწევრიანების მიზნით, დაიწყო ზეწოლა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაზეც (GCA). რუსეთის ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი პოზიციის მქონე ქვეყნის ამ კავშირში შეყვანა, რითაც ერთი მხრივ შესუსტდებოდა საქართველოს როლი მსოფლიო არენაზე და მეორე მხრივ მოხდებოდა განვითარების არსებული დინამიკის შეფერხება და უკუსვლა. 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და GCA არ გახდა ევრაზიული კავშირის წევრი, რამაც, ბუნებრივია, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მან მიმართა უკვე მრავალგზის ნაცად მეთოდს. დასაყრდენად გამოიყენა კიდევ ერთი, RAO-ს ქუდქვეშ შექმნილი ორგანიზაცია (FONMIX http://fonmix.ru) და ამ კომპანიის წარმომადგენელ ვინმე, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილთან ერთად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები, დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას, ქართველი ხელოვანების თვალში მისი იმიჯის შელახვას და ამ გზით საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანას“, - აცხადებენ ასოციაციაში. მათი თქმით, დავით ხუჯაძის და აჩი ფურცელაძის მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და  დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებების მართვა და მათთვის ჰონორარის გადახდა.

„დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს არსებული ასოციაცია არ მუშაობს გამართულად, არ არის გამჭვირვალე და ასე შემდეგ. ასოციაციის საქმიანობა უკვე წლებია საზოგადოებისთვის სრულიად გამჭვირვალეა და აკმაყოფილებს CISAC-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ყველა წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის შესახებ. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია გამოიცემა ბეჭდური სახით და რიგდება წევრებს შორის, ქვეყნდება ასოციაციის ვებ გვერდზე, ეგზავნება CISAC-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, საქპატენტს. სწორედ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რის გამოც ასოციაცია დღესდღეობით პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის იკავებს ლიდერის პოზიციას და ბევრი კომპონენტით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ ქვეყანასაც“, - წერს ორგანიზაცია.

„საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება ნიშნავს უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და პირველ რიგში ქვეყნის იმიჯის შელახვას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჰონორარის შეგროვების პროცესზე და ხელოვანი ადამიანების კუთვნილი ჰონორარის დრამატულად შემცირებას გამოიწვევს. რუსეთმა ეს, 2013 წელს, უკვე გააკეთა უკრაინაში, რაც სამწუხაროდ გამოუვიდა და უკრაინა დღემდე იმკის ამის შედეგებს. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR http://www.uacrr.org) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო შეექმნა თავდაპირველად ორი, ხოლო საბოლოო ჯამში 19 დამატებითი ორგანიზაცია, რამაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება გამოიწვია. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის“, - აცხადებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცაში

ყველა სიახლე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 ივნისი 2019, 17:52

საქართველო

საგარეო უწყება: სრულად ვიზიარებთ საზოგადოების სამართლიან პროტესტს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს პარლამენტში ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 17:48

საქართველო

კალაძე: თბილისში მყოფი რუსეთის დელეგაცია საქართველოს დატოვებს

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

20 ივნისი 2019, 17:45

ვიდეო

სერგეი გავრილოვმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვა

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 17:39

საქართველო

სააკაშვილი გავრილოვის ინციდენტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა და კითხვას სვამს - ის რომ, გაბახებული პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?

ფილიპ ზდარი

20 ივნისი 2019, 17:37

კულტურა

პარიზში უბედურ შემთხვევას „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ემსხვერპლა

52 წლის ასაკში ფრანგული ელექტრონული დუეტის Cassius-ის წევრი ფილიპ სერბონეში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია მუსიკოსის აგენტზე დაყრდნობით წერს. მუსიკოსი, რომელიც ფილიპ ზდარის სახელით იყო ცნობილი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის პარიზში, ერთ-ერთი მაღალი სართულის ფანჯრიდან გადავარდა.

აქცია გორში

20 ივნისი 2019, 17:30

საქართველო

გორში რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

"არა ოკუპაციას! არა გავრილოვის ვიზიტს საქართველოში!" - ამ ლოზუნგებით გორში სამოქალაქო აქტივისტებმა საქრთველოში რუსი პოლიტიკოსის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა და პარლამენტში ვიზიტი გააპროტესტეს.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 17:25

საქართველო

სერგეი გავრილოვმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვა. ვიდეო

სასტუმრო "რედისონი" რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა დატოვა. დელეგაცია შენობიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს, რადგან გარეთ მათ აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ. სასტუმროს ტერიტორიიდან მოქალაქეების ნაწილი სავარაუდოდ პარლამენტისკენ მიემართბა, სადაც 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:58

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე მივიდა: არაფერი დასამალი არ მაქვს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში დაიბარეს, გამოკითხვაზე მივიდა. ის გამომძიებლების კითხვებს ადვოკატის გარეშე უპასუხებს. მისი თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი.

გია ვოლსკი

20 ივნისი 2019, 16:54

საქართველო

გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე

„არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა ბესელია

20 ივნისი 2019, 16:51

საქართველო

ბესელია კობახიძის გადადგომას მოითხოვს

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით სახლობანას თამაში უნდა დასრულდეს და ასეთი უმწიფარი პოლიტიკოსი უმაღლეს თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ქვეყანაში.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 16:42

საქართველო

„რედისონთან“, სადაც რუსი დეპუტატების დელეგაცია იმყოფება, პოლიციაა მობილიზებული

აქციის მონაწილეების სურვილია რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს რომ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია დილით სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტი.

ბრაუზერი Chromium Edge

20 ივნისი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

Microsoft-მა ბრაუზერ Edge-ის ახალი ვერსია ძველ Windows-ზეც აამოქმედა

Windows 7-სა და Windows 8-ზე ბრაუზერი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ორი თვის წინ macOS-სა და Windows 10-ზე ამოქმედდა. ახალი ბრაუზერი Chromium-ის საწყის კოდზე მუშაობს. როგორც Microsoft-ში აცხადებენ, პროექტში უკვე 300-მდე ცვლილება შევიდა. ბრაუზერი Edge შეიქმნა იმისთვის, რომ Internet Explorer-ი შეეცვალა.

საჯიდ ჯავიდი

20 ივნისი 2019, 16:28

მსოფლიო

საჯიდ ჯავიდი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებს გამოეთიშა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მორიგ ტურში 4 კანდიდატიდან კენჭისყრის მსურველების რაოდენობა სამამდე შემცირდა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი გამოეთიშა.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 16:18

საქართველო

ნაციონალები სპიკერატს დარაჯობენ. ფოტო

საქართველოს პარლამენტში სპიკერატთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან გამაგრებულები. სპიკერის მაგიდაზე კი გადმოფარებული აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები. პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

20 ივნისი 2019, 16:11

საქართველო

საგარეო უწყება პროტესტის ნიშნად ელჩების გადადგომის ფაქტს უარყოფს

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას"- აცხადებენ უწყებაში.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:06

საქართველო

ვასაძე ქუცნაშვილს: იდიოტი მეგონე, მოღალატე ყოფილხარ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ვასაძე ზაქარია ქუცნაშვილს დღეს მომხდარის გამო პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე", - თქვა ლევან ვასაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 15:59

საქართველო

თალაკვაძე არ გამორიცხავს რომ გავრილოვმა კობახიძის სავარძელი თვითნებურად დაიკავა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის დუმას დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა. ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხდა.

სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:55

საქართველო

გავრილოვი: რუსული დელეგაცია ვიზიტის ვადებს არ შეამცირებს

„ჩვენ სამუშაო განწყობა გვაქვს და მხარს გვიჭერენ ასამბლეის წევრები, დაწყებული იორდანიიდან, დამთავრებული ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებით. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ,“-აღნიშნა გავრილოვმა.

ქუთაისი

20 ივნისი 2019, 15:50

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება. კონცერტის ჩაშლის მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება.

აქცია ბათუმში

20 ივნისი 2019, 15:45

საქართველო

ბათუმში ლოზუნგით „რუსეთუმეებო, ყარხართ“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც პირადად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. მათივე თქმით, გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა. მოქალაქეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.