imedi /  03 მარტი 2019, 10:59 / სანდო წყარო

რაიონები, სადაც გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმები, ყველაზე ხშირად ირღვევა

კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები

ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს თებერვლის თვეში დედაქალაქში ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას რაიონების მიხედვით. 

გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა.

ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე, დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ჰქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ამ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს.

"ეს მოქალაქეები მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას,"- წერია ინფორმაციაში. სტატისტიკა კი ასეთია: 

გლდანი -399
ჩუღურეთი 378
ნაძალადევი-349
სამგორი 306
ისანი -200
ნუცუბიძე-160
ვაკე- 150
კრწანისი 147
ვაზისუბანი -121
სანზონა - 106
მთაწმინდა- 85
საბურთალო 58
წყნეთი-47
დიდუბე-23
დიღომი 23

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს ჩახსნან ღია კამერიანი გაზის დანადგარები და  "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ. 

ყველა სიახლე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

25 მარტი 2019, 13:14

ძალოვნები

კაცი, რომელმაც ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

"აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილის გადარჩენა მოხერხდა,"- წერია განცხადებაში.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 13:12

საქართველო

ბაქრაძე: ხელისუფლების კანდიდატების უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას

კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატის უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას. რომან გოცირიძის თქმით კი, კანდიდატების ვინაობას აზრი აქვს.

ლარი კოენი

25 მარტი 2019, 13:03

კულტურა

ლარი კოენი გარდაიცვალა

ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ის ცნობილი ფილმების, „მანიაკი პოლიციელი“, „ის ცოცხალია“ და „საშინელებათა ოსტატები“ რეჟისორია.

25 მარტი 2019, 12:59

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, ფრანგული კლასიკური მუსიკის ჩარტს ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შემსრულებელი ავრცელებს.

ლადო კახაძე

25 მარტი 2019, 12:59

საქართველო

ლადო კახაძე: ჩემთვის დიდი პატივია ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის განცხადებით, მას "ქართულ ოცნებაში" ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კანდიდატების დასახელების შემდეგ განუცხადა. ლადო კახაძის თქმით, მისთვის პატივია ამ კანდიდატად წარდგენა.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 მარტი 2019, 12:58

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: გაფიცვის გამო ბენეფიციარები არ დაზარალდებიან

"ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:49

საქართველო

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს სწავლებას გაეცნო და დაჭრილ ქართველ სამხედროებს შეხვდა

სტოლტენბერგთან და მის დელეგაციასთან ერთად ცენტრში პრემიერი მამუკა ბახტაძეც იყო. მათ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სტოლტენბერგი ასევე შეხვდა ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნა.

მეგან მარკლი

25 მარტი 2019, 12:44

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა საორსულო ტანსაცმელზე 7-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე ქეით მიდლტონმა

ჯამში ამერიკელმა პრინცესამ $500,000 მხოლოდ სამოსში გადაიხადა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეგანი და ჰარი ბავშვს ელოდებიან, მარკლი 75-ჯერ გამოჩნდა საჯაროდ და ყოველ ჯერზე - ახალი სამოსით. გარდა ამისა, ის უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელს ანიჭებს.

ბრიტნი სპირსი
სემ ასგარი

25 მარტი 2019, 12:38

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსს მამა შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ბრიტნი სპირსი და მისი პერსონალური მწვრთნელი, სემ ასგარი სამი წელია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილს დაქორწინება სურს, თუმცა, მომღერალს ამის საშუალებას მამა არ აძლევს. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემა Hollywoodgossip-ი წერს.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:34

საქართველო

პრეზიდენტი: სტოლტენბერგთან ჩემი მთავარი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი სამხედროები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

ერეკლე ბადურაშვილი

25 მარტი 2019, 12:25

კულტურა

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა. ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის იყო. ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის ახლობლებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

თამარ ჩუგოშვილი

25 მარტი 2019, 12:21

საქართველო

ჩუგოშვილი: პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრება 100 დღეში 35%-ით გაიზარდა

პარლამენტი ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს წარადგენს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რეგლამენტის ამუშავებიდან 100 დღის შემდეგ პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.

25 მარტი 2019, 11:57

ტაბლოიდი

მოსწავლეებმა ქართული ფულის თემაზე კონკურსში 100-ლარიანის ნიმუშები შექმნეს. ფოტოკოლაჟი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული შემოქმედებითი ღია კონკურსიც "საქართველოს ეროვნული ბანკი 100" სწორედ ამ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა.

ვლადიმერ პუტინი
დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 11:52

მსოფლიო

რას ამბობენ აშშ-ში გამოძიების შედეგებზე, რომელმაც ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ დაამტკიცა

ორწლიანი გამოძიების შედეგებმა, ამერიკის შეერთებული შტატები ორად გაჰყო, - სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინა. თეთრი სახლი და „რესპუბლიკური“ პარტია ტრამპის აბსოლუტურ გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო „დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ გამოძიების დასკვნები ნაჩქარევია და პრეზიდენტის იმპიჩმენტის იდეაზე უარს არ ამბობენ.

25 მარტი 2019, 11:38

ტექნოლოგიები

მეცნიერები: თითოეული ჩვენგანი ცოტათი დელფინია

მკვლევრების თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თვალების დახუჭვის და ენის წკლაპუნის შემდეგ შეუძლიათ მიხვდნენ, ამოძრავდება თუ არა ნივთი, რომელიც მათგან ერთი მეტრის დაშორებითაა. მაგრამ ვის დასჭირდება ეს და ადვილია თუ არა ამის სწავლა?!

ქართული ოცნება

25 მარტი 2019, 11:27

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა

ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე. რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე იყრის.

იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძე

25 მარტი 2019, 11:20

საქართველო

ნატოს გენმდივნისა და პრემიერის პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, რომ გაითხოვოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ, ასევე, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

სოციალური მუშაკი

25 მარტი 2019, 11:05

საქართველო

ბათუმში გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

მშენებლობა

25 მარტი 2019, 10:52

საქართველო

წეროვანში სამხედროებისთვის პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება

წეროვანში ქართველი და უკრაინელი სამხედროებისთვის უახლესი ტექნოლოგიის სამედიცინო და პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება. სამხედროების ჯანმრთელობაზე უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამედიცინო ცენტრი იზრუნებს.

საქართველოს პასპორტი

25 მარტი 2019, 10:50

საქართველო

როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე, ცნობილია რა შესაძლებლობა აქვს მას, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი.