imedi /  03 მარტი 2019, 18:16 / სანდო წყარო

2018 წელს საქართველოში უმაღლესი განათლება 24 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. დაწესებულებათა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12 ერთეულით შემცირდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი, 62%, მოდის ქალაქ თბილისზე.

2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 41.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.8 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 13.8 ათასი.

სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 2.7 ათასით. შემცირება ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 147.7 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 2.7%-ით მეტია.

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 65%, ხოლო კერძოში - 35%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 50.2% არის ქალი და 49.8% კაცი.

2018 წლის მონაცემებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 24.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% - კაცი.

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას ასაკობრივ ჭრილში 2018-2019 სასწავლო წელს სტუდენტების უდიდესი ნაწილი (16.7%) მოდის 19 წლის ასაკის სტუდენტებზე. წინა, 2017/2018 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 20 წლის ასაკის სტუდენტები ჭარბობდნენ (მთლიანი რაოდენობის 17.4%)

2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 673 სტუდენტი, რაც 91 სტუდენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას.

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 12.2 ათასი შეადგინა, რაც 21.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ყველა სიახლე

22 მარტი 2019, 21:54

სპორტი

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 მარტი 2019, 21:52

მსოფლიო

უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ Facebook-ზე გაავრცელა. გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.

ლადო აფხაზავა

22 მარტი 2019, 21:38

საქართველო

ლადო აფხაზავა უკვე დუბაიშია სადაც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენენ

ლადო აფხაზავა დუბაიში პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 მარტს გაიმართება. ხვალიდან კი, დუბაიში გლობალური განათლებისა და უნარების ფორუმი გაიხსნება, სადაც განათლების სფეროში არსებული პრობლემები განიხილება.

22 მარტი 2019, 21:35

საქართველო

გაერო-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა

სოციალური მუშაკები

22 მარტი 2019, 21:30

საქართველო

სოცმუშაკები გაფიცვის გამო შაბათ-კვირას გამოძახებაზე აღარ გავლენ

"ძვირფასო მოქალაქეებო, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც", "დაუცველი დამცველები" - ამ შინარსის განცხადებები სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ცენტრში დატოვეს.

22 მარტი 2019, 21:24

სპორტი

„ლივერპულის“ და „მილანის“ ლეგენდები საფეხბურთო მატჩისთვის ემზადებიან

საფეხბურთო მატჩი ხვალ ლივერპულში, ენფილდ-როუდზე უნდა ჩატარდეს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იტალიური კლუბის ლეგენდები, მათ შორის პაოლო მადლინი, კაკა და კახა კალაძე მილანში შეიკრიბნენ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

22 მარტი 2019, 21:16

ტექნოლოგიები

ალკოჰოლიკი ვირთხები მეცნიერებმა თავის ტვინზე ლაზერის დასხივებით განკურნეს

აშშ-ის შტატ კალიფორნიის სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია „სკრიპს რესერჩის“ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიაგნეს გზას, როგორ უკუაქციონ ვირთხების დამოკიდებულება ალკოჰოლზე. ამისათვის, მკვლევრებმა მათ ტვინში კონკრეტულ ნეირონებს ლაზერის ნაკადები დაასხივეს.

დაჭრა

22 მარტი 2019, 21:13

ძალოვნები

გურჯაანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგსამსახურის უფროსი დაჭრეს

ადგილობრივების ინფორმაციით, მას საფანტიანი თოფიდან სავარაუდოდ, ბრაკონიერებმა ესროლეს. imedinews-ი ბესო შუბითიძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელიც მომხდარის დეტალებს იხსენებს. შემთხვევა გურჯაანში, ალაზნის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

პროფკავშირები

22 მარტი 2019, 21:13

ეკონომიკა

პროფკავშირები: „ელმავალმშენებლის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ

"ელმავალმშენებლის'' ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, ქარხანას უკვე შეუძლია სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა და თუ არ გადარიცხავენ თანხას, პროფკავშირების მხრიდან აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

22 მარტი 2019, 20:48

მსოფლიო

აშშ-იმ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“განადგურების შესახებ განაცხადა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიას აღარ აკონტროლებს. ინფორმაციას „თეთრი სახლის“ პრესსპიკერზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

სოციალური მუშაკი

22 მარტი 2019, 20:32

საქართველო

აუდიტის სამსახური: საქართველოში 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 7 სოცმუშაკი მოდის

საქართველოში 100 ათას მოსახლეს შვიდი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია.

22 მარტი 2019, 20:27

მსოფლიო

ინდონეზიის ავიაკომპანიამ Boeing-თან $5 მილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა

ინდონეზიის ავიაკომპანია Garuda-მ ბოინგ 737 Max 8 -ის მოდელის 49 თვითმფრინავის შესყიდვაზე უარი თქვა. Boeing-თან გარიგების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარიგების ჩაშლის მიზეზი ეთიოპიაში 10 მარტს მომხდარი ავიაკატასტორფაა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.

ოჯახში ძალადობა

22 მარტი 2019, 20:23

საქართველო

რამდენად ეფექტიანია საქართველოში ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამაზე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რადგან მსხვერპლი ყოველთვის არ მიმართავს შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის. სტატისტიკით ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია.

ჯეიმს აპატურაი

22 მარტი 2019, 20:13

საქართველო

ჯეიმს აპატურაის თქმით, ჟენევის ფორმატს დღეს ალტერნატივა არ აქვს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, საქართველო გახდება ნატოს წევრი. მისი თქმით, დღეს ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს.

მოკლეტექსტური შეტყობინება SMS

22 მარტი 2019, 20:07

ტექნოლოგიები

2019 წლის იანვარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით უფრო ნაკლები SMS გაიგზავნა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ 2018-19 წლის იანვარში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დაითვალა. მარეგულირებლის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 18 მილიონით ნაკლები მოკლეტექსტური შეტყობინება SMS გაიგზავნა. მანამდე მარეგულირებელმა მომხმარებელს არაერთი საინტერესო ინფორმაცია გააცნო.

ჯეიმს აპატურაი

22 მარტი 2019, 20:01

საქართველო

ჯეიმს აპატურაი: საქართველო-ნატოს წვრთნებს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს

"ქრონიკამ" ჯეიმს აპატურაისთან ბრიუსელში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის საუბრობს წვრთნის მნიშვნელობაზე როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, წევრობისთვის საჭირო რეფორმებზე, ნატოში საქართველოსთან მიმართებით არსებულ განწყობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იმან ფადილი

22 მარტი 2019, 19:55

მსოფლიო

ექსპერტიზამ ბერლუსკონის ეროტიკული წვეულებების სტუმრის მოწამვლა არ დაადასტურა

გარდაცვალების შემდეგ მაროკოელი მოდელი იმან ფადილის სხეულზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ, მისი რადიოაქტიური ნივთიერებებით მოწამვლის ფაქტი არ დაადასტურა. 18 მარტს გამოცემა Telegraph-ი წერდა, რომ იმან ფადილი რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. იმან ფადილი,სილვიო ბერლუსკონი საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო

განათლების რეფორმა

22 მარტი 2019, 19:38

საქართველო

რას გულისხმობს დოკუმენტი, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების წესთან დაკავშირებით შემუშავდა

ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

გოკმან ტანისი

22 მარტი 2019, 19:38

მსოფლიო

ნიდერლანდებში 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

პროკურორების განმარტებით, ეჭვმიტანილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ტრამვაიში განხორციელებული თავდასხმისას მარტო მოქმედებდა. 37 წლის, თურქული წარმოშობის გოკმან ტანისი ტერორისტული განზრახვით მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული. თავდასხმა 18 მარტს მოხდა.

22 მარტი 2019, 19:31

ეკონომიკა

აშშ-მა და ბრიტანეთმა რუსული ევროობლიგაციები გამოისყიდეს

ევროობლიგაციების 70%, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 21 მარტს საფონდო ბირჟაზე განათავსა აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოისყიდეს. დარჩენილი 20% აშშ-ის ხოლო 10% რუსმა ინვესტორებმა იყიდეს. დოლარში გამოშვებული ევროობლიგაციების ვალი რუსეთმა 2035 წელს უნდა დაფაროს, ხოლო ევროში გამოშვებული 2025 წელს.