imedi /  04 მარტი 2019, 00:42 / სანდო წყარო

რატომ არის პრაღის ფორმატი საქართველოსთვის სასარგებლო

ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატთან დაკავშირებით ოპონენტების არგუმენტებს უპასუხა. ზურაბ აბაშიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში ჩამოთვალა მსოფლიო დონის რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც საქართველოს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებისკენ და კომუნიკაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის: ჟოზე მანუელ ბაროზო, ნატოს გენერალური მდივანი, ანგელა მერკელი, კურტ ვოლკერი და ასე შემდეგ. 

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და პრაღის ფორმატამდე აბაშიძე მათ ხვდება, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი რამ ესმის: "დიალოგი არ შეწყვიტოთ".

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონდეს. 

"ჩვენზე დაბალი დონის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებსაც ვერ დამისახელებთ", - თქვა აბაშიძემ და დასძინა, რომ საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, არც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები: "უკრაინა, რომელიც ახლა ომის მდგომარეობაში, დიპლომატიური ურთიერთობები არ შეუწყვეტია, არც დსთ-დან გასულა ბოლომდე, გასულ წელს მათი ვაჭრობა რუსეთთან 16%-ით გაიზარდა. ისინიც კი ითვალისწინებენ რეალობას და კომუნიკაციას არ წყვეტენ. მეზობელთან როგორც არ უნდა მოგწონდეს და აკრიტიკებდე, კომუნიკაციის რაღაც არხი უნდა არსებობდეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"რუსეთთან ურთიერთობა ყველას უჭირს. პოლიტიკური, რთული პრობლემების (რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული) მოგვარებას ჟენევის ფორმატში ვცდილობთ. მაგრამ ამ ფორმატში (პრაღის ფორმატი) ვცდილობთ რაღაც ხეირიც მივიღოთ - გამოვიყენოთ ის საშუალებები, რასაც ეს ფორმატი იძლევა - ვაჭრობა, ტურიზმი, სატრანსპორტო კავშირები. ჩვენ 2013 წლამდე ასეთი ვითარება გვქონდა სავაჭრო ურთიერთობებში: რუსეთიდან შემოდიოდა დაახლოებით 600 მილიონის პროდუქცია (იმპორტი), საქართველოდან კი 2006 წლის ემბარგოს შემდეგ არაფერი არ გადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2011 წლიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი იყო. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ამის გამოსწორება ვცადეთ, და 2013 წლიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა მილიარდ 600 მილიონი დოლარის პროდუქცია. ეს წაადგა უამრავ კომპანიას, მეწარმეს, ფერმერებს, მეღვინეებს და ა.შ.", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, პრაღის ფორმატის ფარგლებში ხელისუფლება კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარა, კერძოდ, აბაშიძის თქმით, ამ ფორმატის დახმარებით რუსეთის ციხეებში მყოფი რამდენიმე ქართველი, რომლებიც 2008 წლის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით ისხდნენ, დროზე ადრე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან და ოჯახებს დაუბრუნდნენ. საუბარია საქართველოს 8 მოქალაქეზე:

"აი ეს არის ხელშესახები შედეგები. რისკის ფაქტორიც, რა თქმა უნდა, არსებობს. სარისკო ბაზარზე დიდი დამოკიდებულება არ ვარგა, ამიტომ ხდება ჩვენი საგარეო ვაჭრობის მაქსიმალურად დივერსიფიკაცია. ამიტომ გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება - ევროკავშირთან 2.5-ჯერ მეტი ვაჭრობა გვაქვს, ვიდრე რუსეთთან. გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან, აშშ-სთან ვმუშაობთ. გარანტირებული არაფერი არ არის, რუსეთის ბაზარი სარისკოა, მაგრამ თავიდანვე ვეუბნებოდით და ახლაც ყველას ვეუბნებით რომ ეს ასეა და ჩვენ დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გარდა ამისა, ასევე არის ხელშესახები შედეგები პოლიტიკური კუთხით", - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ 2012 წელს როცა ეს ფორმატი დაიწყო, მაშინ საოკუპაციო ხაზთან პატარა ინციდენტიც კი აღიქმებოდა როგორც "აი, ომი იწყება ისევ?", რაც აბაშიძის თქმით, მაღალ დაძაბულობას ქმნიდა. ეს კი, დიპლომატის განმარტებით, თავისთავად აისახებოდა შიდა პოლიტიკაზეც. 

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან დღეს არსებულ ვითარებას, აბაშიძის განმარტებით, ეს 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შედეგია: "რუსეთი თვლის, რომ მათ უფლება აქვთ შეუქმნან ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. საზღვარი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში.

"ჩვენ ვაკეთებთ ოპტიმალურს შექმნილ ვითარებაში, ამიტომ დავარქვით "პრაგმატული პოლიტიკა". ჩვენ ვაგრძელებთ მაქსიმალურად დაახლოებას ნატოსთან შედგომი ინტეგრაციის მიზნით, ვაგრძელებთ ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირთან... ამასთანავე, ვცდილობთ შევამციროთ რუსეთისგან მომავალი რისკები და ამ თანამშრომლობით რაღაც პრაქტიკული შედეგიც მივიღოთ. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთს უკეთესობისკენ შევცვლით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

ყველა სიახლე

მერაბ წკრიალაშვილი

16 ივლისი 2019, 14:05

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის განმარტებით დუმილის უფლება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ჯერ საქმის მასალები არ მიუღია, რადგან მისი დაცვის ქვეს მყოფისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ფლოიდ ნაიმორდ ქოვი

16 ივლისი 2019, 14:02

ტაბლოიდი

ვიეტნამის ომის 78 წლის ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო

ქოვის ვიეტნამის ომში იქამდე მოუწია წასვლა, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა. ამის გამო კი დიპლომის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთხელ ქოვიმ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს იმის შესახებ უამბო, რომ დედამისი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მას სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა.

16 ივლისი 2019, 13:56

მსოფლიო

მუმბაიში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.

16 ივლისი 2019, 13:25

თემა

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა,სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

16 ივლისი 2019, 13:13

საქართველო

მერია ახალგაზრდულ ბანაკებსა და ლაშქრობებს მოაწყობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

ვიორიკა დენჩილე

16 ივლისი 2019, 13:08

მსოფლიო

რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვიორიკა დენჩილეს განმარტებით, ორივე პოლიტიკოსს მოსახლეობაში „ცუდი იმიჯი“ ჰქონდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ორივე ექსმინისტრი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, თავად პრემიერი კი „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“.

16 ივლისი 2019, 12:59

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტის ჩავარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

16 ივლისი 2019, 12:56

ძალოვნები

ასპინძაში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

16 ივლისი 2019, 12:35

ეკონომიკა

საათნახევრის განმავლობაში მეორედ უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსითაც იქნება შესაძლებელი

„ბილეთს რაც შეეხება, ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში, ის მეტროში აღარ იხდის. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას"- განაცხადა ხმალაძემ.

საფა და მარვა ულაჰები

16 ივლისი 2019, 12:29

ტაბლოიდი

თავებით გადამბული სიამის ტყუპი 50-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ტყუპი დის განცალკევებისთვის ექიმების ჯგუფმა გოგონების ანატომიის ვიზუალიზაციისთვის ვირტუალური რეალობა გამოიყენა. 3D პრინტერით კი სავარჯიშოდ განკუთვნილი თავის სტრუქტურის მოდელები შექმნეს. ოპერაციის დროს ექიმებმა ჯერ სისხლძარღვები განაცალკევეს, ბოლოს კი ბავშვების ძვლის გამოყენებით თავის ქალა შეკრეს.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 12:24

საქართველო

ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

16 ივლისი 2019, 12:18

საქართველო

გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

„მოგზაური მერი“ - ამ წარწერით ვარსკვლავი გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან გაუხსნა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 12:17

საქართველო

პაატა იმნაძე: ოჯახებში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმთ, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

16 ივლისი 2019, 12:04

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფოთის საკრებულოს სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „გახარია წადი“, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

16 ივლისი 2019, 12:02

ვიდეო

ფოლკლორული ანსამბლი ,,ზურმუხტი" ლონდონიდან - სიმღერით „ვაგიორქო მა“

მამუკა ბახტაძე
ივერი ბუაძე

16 ივლისი 2019, 11:59

საქართველო

პრემიერმინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაშავებულ სამხედროს ბინა გადასცა

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა

16 ივლისი 2019, 11:48

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2019, 11:47

საქართველო

ვოლსკი IRI-ის კვლევაზე: სინამდვილეში სხვა რეალობაა

ვოლსკის თქმით, პრობლემა ის არის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს პარტნიორად ითვლება და სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ორგანიზაცია. ოპოზიციის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ საფიქრალი უნდ იყოს, როგორ გადასცეს ხელისუფლება უმტკივნეულო მეთოდით.

ოსტინ ბატლერი

16 ივლისი 2019, 11:38

კულტურა

ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს

დიდი შერჩევის შემდეგ, მთავარი როლი ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში - ოსტინ ბატლერმა მიიღო. ამის შეასხებ ინფორმაცია თავად ფილმის რეჟისორმა ბაზ ლურმანმა, სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა საზოგადოებას.

16 ივლისი 2019, 11:34

ტაბლოიდი

კალიფორნიაში გემთან მოცურავე ასობით დელფინი გადაიღეს. ვიდეო

კალიფორნიაში ლაგუნა ბიჩის სანაპიროზე ასობით დელფინი გამოჩნდა. ვიდეოში, რომელიც ამერიკელმა ჩანკ პეტერსონმა გემიდან გადაიღო, ჩანს როგორ ცურავენ დელფინები ჯგუფურად გემთან ერთად. ვიდეო ამერიკულ მედიაში გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა.