Imedi /  05 მარტი 2019, 14:00 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის განახლებას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობების განახლება აუცილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პრესსპიკერმა განმარტა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყო.

„გასულ კვირას, აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი შედგა. საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყვეს. საუბარია საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ, კონტინენტური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრებს სამომავლო პერსპექტივებზე, მათი თქმით უნდა მოიძებნოს ასეთივე გამაერთიანებელი მასშტაბური პროექტები სატრანსპორტო სფეროში, ამის პოტენცია არსებობს და აუცილებელია მათი გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რამაც შეიძლება მოგვცეს ჩვენი თანამშრომლობის ის ღერძი, რომელიც წინა პერიოდში მხოლოდ ენერგეტიკას ეკავა. დღეს რეგიონი სტაბილურია და შეიძლება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის თემას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ორივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობები განახლება, იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს ერთობლივი საზღვარი. პრეზიდენტის აზრით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, მამა ილარიონის საჯარო განცხადება, რომელსაც იზიარებს მონასტრის მთელი შემადგენლობა, სადაც ის საუბრობს აღნიშნული საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევის აუცილებლობაზე. ბერები მიესალმებიან კომისიების მუშაობის განახლებას. ვიზიტის მიმდინარეობისას კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას დიდი ყურადღება დაეთმო", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა თბილისსა და ბათუმში აზერბაიჯანის დღეების ჩატარების თაობაზე. მოისწრაფიშვილის თქმით,  შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს შესთავაზა, რომ ვინაიდან ქართული ტოლერანტობა იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში შესატანი საკითხების ნუსხაში განიხილება, შესაძლებელია აღნიშნული საკითხის ერთიან, რეგიონულ ჭრილში განხილვაც.

"პრეზიდენტის აზრით, ტოლერანტობა კავკასიის საერთო ღირებულებაა და ამას შეიძლება მივცეთ საერთო კავკასიური ხასიათი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოსთვის, ეს არის ის ღირებულება, რომელიც დღეს მსოფლიოს აკლია“, -დასძინა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ყველა სიახლე

გვინეტ პელროუ

22 მარტი 2019, 23:25

ტაბლოიდი

გვინეტ პელტროუმ ხელნაკეთი საცვლების წარმოება დაიწყო

ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ტყავისგან დამზადებული საცვლების გამოშვება დაიწყო. ვებგვერდზე Goop, რომელიც 46 წლის ჰოლივუდელმა მსახიობმა 2008 წელს შექმნა, ხელით დამზადებული ტყავის საცვლის ნიმუშის ფოტო განათავსა, რომლის ფასიც 630 დოლარია.

22 მარტი 2019, 23:18

საქართველო

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე სახლი იწვის

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩზე ხანძარია. ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით დაშავებილები არ არიან საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.

ყვითელი ჟილეტები

22 მარტი 2019, 23:09

მსოფლიო

„ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე წესრიგს პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც დაიცავენ

ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ფაქტებზე მკაცრ ზომებს გაატარებს. პირველ ეტაპზე ხელისუფლება პოლიციელებს სამხედროებით დაეხმარება. თუმცა საზოგადოებაში ანტიტერორისტული ძალების გამოყენების გამო კრიტიკა გაჩნდა.

22 მარტი 2019, 22:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან დაითხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან გაუშვა. რომელიც ასევე კორეის შრომის პარტიიდან გარიცხეს. ფოტოგრაფის დასჯის მიზეზი პროტოკოლის დარღვევა გახდა. მან კიმ ჩენ ინს ფოტო ორი მეტრის დაშორებიდან გადაუღო.

მაიკ პომპეო

22 მარტი 2019, 22:38

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ღმერთმა ტრამპი ისრაელის გადასარჩენად გამოაგზავნა

ეს პირველი შემთვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება და ღმერთის "სურვილი" ერთმანეთს დაუკავშირეს. იანვარში, თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდრესმა ერთ-ერთ რელიგიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ღმერთს სურდა ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო".

გადმოსვენება

22 მარტი 2019, 22:16

საქართველო

საფრანგეთში დაღუპულის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საფრანგეთში, 10 თებერვალს ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოჯახის თქმით, გაბედავას დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, თუმცა საფრანგეთი მის გადმოსვენებაზე უარს ამბობს.

22 მარტი 2019, 22:10

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 10 ისლამისტი დააკავეს

გერმანიაში ათი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერაქტების მომზადებაში.ფრანკფურტში პოლიციამ ეჭვმიტანილები რეიდის დროს დააკავა. რეიდში 200 პოლიციის ოფიცერი მონაწილეობდა. დაკავებულთა ასაკი 20-დან 42 წლამდეა. მთავარი ეჭვმიტანილი 21 წლისაა.

22 მარტი 2019, 21:54

სპორტი

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 მარტი 2019, 21:52

მსოფლიო

უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ Facebook-ზე გაავრცელა. გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.

ლადო აფხაზავა

22 მარტი 2019, 21:38

საქართველო

ლადო აფხაზავა უკვე დუბაიშია სადაც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენენ

ლადო აფხაზავა დუბაიში პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 მარტს გაიმართება. ხვალიდან კი, დუბაიში გლობალური განათლებისა და უნარების ფორუმი გაიხსნება, სადაც განათლების სფეროში არსებული პრობლემები განიხილება.

22 მარტი 2019, 21:35

საქართველო

გაერო-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა

სოციალური მუშაკები

22 მარტი 2019, 21:30

საქართველო

სოცმუშაკები გაფიცვის გამო შაბათ-კვირას გამოძახებაზე აღარ გავლენ

"ძვირფასო მოქალაქეებო, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც", "დაუცველი დამცველები" - ამ შინარსის განცხადებები სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ცენტრში დატოვეს.

22 მარტი 2019, 21:24

სპორტი

„ლივერპულის“ და „მილანის“ ლეგენდები საფეხბურთო მატჩისთვის ემზადებიან

საფეხბურთო მატჩი ხვალ ლივერპულში, ენფილდ-როუდზე უნდა ჩატარდეს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იტალიური კლუბის ლეგენდები, მათ შორის პაოლო მადლინი, კაკა და კახა კალაძე მილანში შეიკრიბნენ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

22 მარტი 2019, 21:16

ტექნოლოგიები

ალკოჰოლიკი ვირთხები მეცნიერებმა თავის ტვინზე ლაზერის დასხივებით განკურნეს

აშშ-ის შტატ კალიფორნიის სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია „სკრიპს რესერჩის“ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიაგნეს გზას, როგორ უკუაქციონ ვირთხების დამოკიდებულება ალკოჰოლზე. ამისათვის, მკვლევრებმა მათ ტვინში კონკრეტულ ნეირონებს ლაზერის ნაკადები დაასხივეს.

დაჭრა

22 მარტი 2019, 21:13

ძალოვნები

გურჯაანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგსამსახურის უფროსი დაჭრეს

ადგილობრივების ინფორმაციით, მას საფანტიანი თოფიდან სავარაუდოდ, ბრაკონიერებმა ესროლეს. imedinews-ი ბესო შუბითიძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელიც მომხდარის დეტალებს იხსენებს. შემთხვევა გურჯაანში, ალაზნის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

პროფკავშირები

22 მარტი 2019, 21:13

ეკონომიკა

პროფკავშირები: „ელმავალმშენებლის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ

"ელმავალმშენებლის'' ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, ქარხანას უკვე შეუძლია სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა და თუ არ გადარიცხავენ თანხას, პროფკავშირების მხრიდან აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

22 მარტი 2019, 20:48

მსოფლიო

აშშ-იმ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“განადგურების შესახებ განაცხადა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიას აღარ აკონტროლებს. ინფორმაციას „თეთრი სახლის“ პრესსპიკერზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

სოციალური მუშაკი

22 მარტი 2019, 20:32

საქართველო

აუდიტის სამსახური: საქართველოში 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 7 სოცმუშაკი მოდის

საქართველოში 100 ათას მოსახლეს შვიდი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია.

22 მარტი 2019, 20:27

მსოფლიო

ინდონეზიის ავიაკომპანიამ Boeing-თან $5 მილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა

ინდონეზიის ავიაკომპანია Garuda-მ ბოინგ 737 Max 8 -ის მოდელის 49 თვითმფრინავის შესყიდვაზე უარი თქვა. Boeing-თან გარიგების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარიგების ჩაშლის მიზეზი ეთიოპიაში 10 მარტს მომხდარი ავიაკატასტორფაა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.

ოჯახში ძალადობა

22 მარტი 2019, 20:23

საქართველო

რამდენად ეფექტიანია საქართველოში ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამაზე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რადგან მსხვერპლი ყოველთვის არ მიმართავს შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის. სტატისტიკით ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია.