imedi /  05 მარტი 2019, 19:55 / სანდო წყარო

იონაჰეს ჰანი: საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ამიტომ ქართველები ევროკავშირში თავშესაფარს ვერ მიიღებენ

ევროკავშირი

მამუკა ბახტაძე
ფედერიკა მოგერინი
იოჰანეს ჰანი

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომა დასრულდა, რომლის შემდეგაც საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. 

"იმედის" შეკითხვის პასუხად ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკა ძალიან თანმიმდევრულია და მნიშვნელოვანია, რუკის მთავარი აქცენტი გაკეთებულია ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე. 

"20 შედეგი უნდა დაიდოს 2020 წლის სამიტისთვის. ჩვენ განვიხილეთ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ერთად შეიძლება გადავდგათ. აქედან გამომდინარე ამბიციური, მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ასე გაგრძელდება და პოზიტიური შედეგები იქნება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იგრძნობს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველომ თქვა, რომ მას აინტერესებს ევროკავშირში ყოფნა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თვალხილული და ხელშესახები იყოს.

"ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ზოგიერთ ხარვეზს გამოასწორებს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მედიის როლი, იმიტომ რომ მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და საქართველოს ჩვენ ამ პრიზმაში ვუყურებთ. მე მითხრეს, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს მასშტაბები თავისას ამბობს, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ რომ მედიამ თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ ისინი ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკა დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია მოხდეს: 

"რომ ავიყვანოთ ჩვენი წარმატება ახალ დონეზე, გავუმკლავდეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს საქართველოს წინაშე, წარმატებით მივიყვანოთ რეფორმები, მათ შორის ძირეული და სტრუქტურული რეფორმები რომლებიც დავიწყეთ და განსაკუთრებით მინდა განათლების სექტორი გამოვყო. ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი დაგვეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ორიენტირი თუ როგორ ვითარდება და როგორ პროგრესირებს საქართველო ევროპული მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა რას გულისხმობს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკა.

ყველა სიახლე

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.

26 მარტი 2019, 20:17

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება და რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

ჯასი სმოლეტი

26 მარტი 2019, 20:09

კულტურა

პროკურატურამ ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა

პროკურატურამ მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა. მას რასისტული და ჰომოფობიური თავდასხმის ინსცენირება ბრალდებოდა. სერიალ Empire-ის მსახიობი ჩიკაგოს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა, რომელზეც მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები

26 მარტი 2019, 19:58

მსოფლიო

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

მაშველები

26 მარტი 2019, 19:52

ძალოვნები

მაშველებმა რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

ევროსაბჭო

26 მარტი 2019, 19:36

საქართველო

ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

26 მარტი 2019, 19:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში დაძაბულობის გამო კონსულტაციებს მართავს

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. ნეთანიაჰუ კრიზისული ვითრების მოსაგვარებლად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ ისრაელში დაბრუნდა. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გააუქმა.

ავარია

26 მარტი 2019, 19:08

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარიისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში სამი მგზავრი იყო, მათგან ორი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

26 მარტი 2019, 19:05

ეკონომიკა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 25 მარტს შესაბამისი დადგენილება მიიღო.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა

26 მარტი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს.

საავტორო უფლებები

26 მარტი 2019, 18:50

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ დირექტივას მხარი დაუჭირა

ახალი რეგულაციები შეეხება გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Youtube-ი, კერძოდ ისინი ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლები იქნებიან. მათ ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა ქსელში არალიცენზირებული მასალა ვერ მოხვდეს.

საათის გადაწევა

26 მარტი 2019, 18:33

მსოფლიო

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად გადაწყვეტენ

ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევა ევროპის მასშტაბით დღის განმავლობაში სინათლის ხანგრძლივობას ზრდის. წინადადების მიხედვით, ევროპის თითოეულ სახელმწიფოს 2021 წლიდან არჩევანის შესაძლებლობა ექნება: საათის გადაწევა - არგადაწევის საკითხს თავად ქვეყანა განსაზღვრავს.

26 მარტი 2019, 18:22

საქართველო

თბილისში ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.

26 მარტი 2019, 18:13

საქართველო

გაფიცული სოცმუშაკების ფუნქციას დროებით სხვა კვალიფიციური კადრები შეასრულებენ

სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ უწყების ნომერ პირველი ამოცანა სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებაა, რათა ბენეფიციარებმა არ იზარალონ. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში თქვა.

26 მარტი 2019, 17:58

ეკონომიკა

პირებმა რომელთა შემოსავალიც 40-დან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი არ გადაიხადონ

საქართველოს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა რომლის თანახმადაც პირები, რომელთა შემოსავალიც 40 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი აღარ გადაიხადონ. მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადით იბეგრებიან ის პირები რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათასი ლარიდან იწყება.

26 მარტი 2019, 17:57

საქართველო

საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს პასპორტი 2019 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო დაწინაურდა. „ჰენლი ენდ პარტნერსი” რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

ბექა ხახუბია

26 მარტი 2019, 17:53

ძალოვნები

დეპუტატ ხახუბიას შვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმზე ხვალ, 26 მარტს გახდება ცნობილი. ბრალდებულთა საბოლოო სიტყვით მიმართვის შემდეგ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი სათათბიროდ გავიდა. ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ რაჭველი

26 მარტი 2019, 17:52

კულტურა

შენობის გარეშე დარჩენილ სიმფონიურ ორკესტრს ქირის ხარჯებისთვის 150 ათასი ლარი გამოუყვეს

ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს, რომ ფილარმონია სწორედ ამ ორკესტრისთვის აშენდა და მისი მოთხოვნა შენობის დაბრუნების შესახებ ლოგიკურია. ამ საკითხის განხილვის თაობაზე ორკესტრმა პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს წერილით მიმართა.

26 მარტი 2019, 17:45

მსოფლიო

ბაქოში ხანძრისგან გამოწვეული ზარალი $20 მილიონს აღწევს

ბაქოს სავაჭრო ცენტრში, ხანძრისას დაშავებულ თერთმეტ ადამიანს შორის უმრავლესობა კვამლით მოწამლულია. გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ბაქოში, სავაჭრო ცენტრ „Diqlas”-ში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ფეისბუქი

26 მარტი 2019, 17:42

ტექნოლოგიები

Facebook-მა ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი წაშალა

საუბარია 64 პროფილზე, 1757 ჯგუფსა და 86 გვერდზე. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ყველა ეს გვერდი ჩართული იყო არასანდო ინფორმაციისა და "სპამების" კოორდინირებულად გავრცელებაში. წაშლილი გვერდების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებში გაიგზავნა.