imedi /  06 მარტი 2019, 18:05 / სანდო წყარო

„ქართული ოცნებისთვის“ ხაზარაძის წერილი სარწმუნო არ არის

ქართული ოცნება

არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მამუკა ხაზარაძის წერილს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზსგასმით აღნიშნა, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საქმე არ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს.

"მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ სხვა და სხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს ნათელი გახდა, რომ წერილი, რომელსაც "მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუ ვის გაეგზავნა და ვისგან იყო გამოგზავნილი - არ აქვს".

"რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? რეალურად, ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღი და არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა თუნდაც ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებლებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვიძის თქმით, გაუგებარია რა შუაშია ხაზარაძესა და მის საქმესთან  ტელეკომპანია "პირველი".

"რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან?! როგორც ვიცით ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა სახის კავშირი მას არ აქვს ამ ტელევიზიასთან. რა თქმა უნდა გვსურს ვკითხოთ “ტვ პირველის” ჟურნალისტებსაც რაიმე ბერკეტი ან გავლენა აქვს თუ არა ბატონ ხაზარაძეს მათზე? ვინაიდან ეს წერილი იქნა მოყვანილი მტკიცებულებად და მის შინაარსში კი ასეთ რამეს ვკითხულობთ. როგორ, ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა? საინტერესოა ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ.

ასევე გაუგებარია, „არტარეა“ს საკითხიც - საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულადაც კი რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს.

სახელმწიფო ასევე ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც თიბისი ბანკი. კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს იმ შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში.

დაველოდოთ საქმის სრულყოფილი შესწავლის და გამოძიების შედეგებს და ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი იმ წერილთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელიც, მისი ინფორმაციით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. ამ განცხადებას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა: „მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას“.

21 თებერვალს „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა ბადრი ჯაფარიძემაც. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე აღწერა.

ყველა სიახლე

Facebook gaming

18 მარტი 2019, 17:24

ტექნოლოგიები

Facebook-ი მობილურ აპლიკაციაში ვიდეოთამაშების განყოფილებას ამატებს

გეიმერების განყოფილება ახალი ამბების კედლის, ვიდეოპლატფორმისა და ნოტიფიკაციების გვერდით, სანავიგაციო ველზე გამოჩნდება. ახალი განყოფილება ერთგვარი ჰაბი იქნება მათთვის ვინც გეიმერების პირდაპირი ეთერებით ინტერესდება და ამ სფეროში სიახლეების გაცნობა სურს.

იმპერატორ ცანლუნის საზაფხულო სასახლე

18 მარტი 2019, 17:12

ტაბლოიდი

ჩინეთის აკრძალული ქალაქი ტურისტებისთვის გაიხსნა. ისტორია

აკრძალული ქალაქი, ეს უზარმაზარი სასახლის კომპლექსია, რომელიც ჩინეთში მე-15 საუკუნეში გააშენეს და დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ის დახურული იყო. კომპლექსი ცინების დინასტიის 24 იმპერატორის სახლი იყო და შიგნით ყოფნის უფლება მხოლოდ მათ და მსახურებს ჰქონდათ.

ელექტრომობილი

18 მარტი 2019, 17:09

ეკონომიკა

წელს თბილისში ელექტრომობილებისთვის 160 დამტენი დამონტაჟდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია პირველ ეტაპზე 30 დამტენს დაამონტაჟებს. მისი თქმით, ერთ თვეში აუქციონი დამატებით 30 ელექტრომობილის დამტენზე გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი დამტენების რაოდენობა ჯამში 160 იქნება.

პროკურატურა

18 მარტი 2019, 17:07

ძალოვნები

სასამართლომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ სცნეს.

ხანძარი

18 მარტი 2019, 16:59

ძალოვნები

ვინ არის ადამიანი, რომელმაც ტექნიკის საწყობში სავარაუდოდ ცეცხლი გააჩინა

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. "ქრონიკის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტი

18 მარტი 2019, 16:55

საქართველო

მოსამართლეებზე მმართველი გუნდის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დომინიკ ტიმი

18 მარტი 2019, 16:49

სპორტი

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმთან დამარცხდა

შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:3, 7:5 დასრულდა. 25 წლის ტიმისთვის ეს პირველი მასტერსია, რომელიც მოიგო. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირებში კი მას 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

ბრაიან აქტონი მარკ ცუკერბერგი

18 მარტი 2019, 16:48

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა მომხმარებლებს Facebook-ის გაუქმებისკენ მოუწოდა

სტუდენტებთან შეხვედრისას აქტონი მათ იმ მიზეზებზე ელაპარაკა, თუ რატომ მიჰყიდა WhatsApp-ი Facebook-ს და რატომ დატოვა კომპანია 2017 წელს. მისი თქმით, ამის მიზეზი სოცქსელის სერვისების მონეტიზაცია იყო. მსგავსი შინაარსის მოწოდება ბრაიან აქტონმა შარშანაც გაავრცელა.

სუფთა ავიაკომპანიები

18 მარტი 2019, 16:34

მსოფლიო

ყველაზე სუფთა ავიაკომპანიები დასახელდა

სპეციალისტებმა თვითმფრინავებში სალონების მდგომარეობა შეისწავლეს და ასევე ტუალეტების, სავარძლების და სხვა ნაწილების სისუფთავე შეაფასეს. რეიტინგის ლიდერი იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways-ი გახდა, მეორე ადგილს ტაივანური EVA Air-ი იკავებს, მესამეზე კი კორეული Asiana Airlines-ი მოხვდა.

მესი

18 მარტი 2019, 16:28

სპორტი

მესის ჰეთ-თრიქს მეტოქე გუნდის ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ

სევილიაში, სტადიონ ბენიტო ვილიამარინიზე შეკრებილი ფანები არგენტინელის მიერ 85-ე წუთზე გატანილმა გოლმა აღაფრთოვანა - ლა ლიგაში ეს მესის 33 -ე ჰეთ-თრიქია, 45-ე ბარსელონას შემადგენლობაში და 51-ე ფეხბურთელის კარიერაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მარტი 2019, 16:28

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ილაპარაკეს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. უილსონმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

პოლიცია

18 მარტი 2019, 16:19

ძალოვნები

გურიაში სამი არასრულწლოვანი სკოლის გაქურდვაში ამხილეს. ვიდეო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით 3 არასრულწლოვანი ამხილა. შსს-ს ინფორმაციით, მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ.

ტაილანდი ავარია

18 მარტი 2019, 16:15

მსოფლიო

ტაილანდში სკოლის ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ბანგკოკიდან 122 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მოსწავლე დაიღუპა, კიდევ 10 ადამიანი კი დაშავდა. ავტობუსში 20 მოზარდი და 19 მასწავლებელი იმყოფებოდა.

მეგან მარკლი

18 მარტი 2019, 16:09

ტაბლოიდი

ცნობილია, რა სიტყვების თქმა აუკრძალეს მეგან მარკლს

ცნობილია, რომ მეგან მარკლს საყვარელი კერძიც კი აუკრძალეს. ახლა გაირკვა, რომ სამეფო ეტიკეტის მიხედვით, სასაუბრო ლექსიკაც კი შეზღუდულია. მათ შორის "უწყინარი" სიტყვები. მეგანს ეკრძალება თქვას სიტყვები: საპირფარეშო (toilet), დივანი (Couch potato), ბოდიში (sorry), სუნამო (perfume), დესერტი (Just desserts), არისტოკრატიული ( Posh) და ჩაის დრო Time for tea.

Facebook

18 მარტი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

როგორ გავთიშოთ ავტომატურად ჩართული ვიდეოები Facebook-ზე. ინსტრუქცია

Facebook-ზე ინფორმაციის გაცნობისას ვიდეოები, რომლებიც ავტომატურად ირთვება მომხმარებელთა ერთი ნაწილისთვის ხშირად უსიამოვნოა. მათი თქმით, ახალი ამბების კედელზე „სქროლვისას“ ხმოვანი ვიდეოკლიპი ხშირად მოულოდნელი და უინტერესოც კი არის.

ბულგარეთი

18 მარტი 2019, 16:04

მსოფლიო

ბულგარელი სამართალდამცველები მათივე გაშვებული ცრემლმდენი გაზით მოიწამლნენ

ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენების ინსტრუქცია არც ისე კარგად იცოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცრემლმდენი გაზით პოლიციელებიც მოიწამლნენ.

18 მარტი 2019, 15:53

ტექნოლოგიები

MySpace-ს მომხმარებელთა მონაცემების უმეტესი ნაწილი წაეშალა

სოციალური ქსელი MySpace-ი სერვერებიდან მომხმარებლების მონაცემების დაკარგვის გამო ბოდიშს იხდის. ექაუნთების მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წვდომა თავიანთ ძველ ფაილებზე გაეთიშათ.

18 მარტი 2019, 15:46

ეკონომიკა

როგორ შეუძლია მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა

ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. ამ 200 000 მოქალაქეს პირველი აპრილიდან რეფორმის დატოვების უფლება აქვს.

Android

18 მარტი 2019, 15:42

საქართველო

აღმოჩენილია ANDROID აპლიკაცია რომელიც ბატარეას ანადგურებს

კიბერუსაფრთხოების მკვლევარების ინფორმაციით, „ყალბმა უფასო ოპერაციებმა“ 206 აპლიკაცია დააზიანა, რომლის უკვე თითქმის 150 მილიონი გადმოტვირთვა დაფიქსირდა. Adware - ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც ხშირად „ბექგრაუნდზე“ რეკლამის სახით ჩნდება და სწორედ ეს აფერხებს ტელეფონების, ბატარეის მუშაობას.

ზვავი

18 მარტი 2019, 15:34

საქართველო

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

საპატრულო პოლიციის ცნობით, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით. "მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს", - ამბობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.