imedi /  07 მარტი 2019, 10:55 / სანდო წყარო

საქართველო-ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ფიჯი

ფიჯი

საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის თავდაცვის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს.

 

 

 

ფიჯის მოქალაქეებს მოქმედი წესით საქართველოს ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, საგარეო უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზის მიღება ბრიუსელში, ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურში იყო შესაძლებელი.

ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა დაახლოებით 912 ათასია.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2019, 14:50

საქართველო

კობახიძე: პლენარულ სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

"ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს თუ არ ვცდები. თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სკოტ უოკერი

25 მარტი 2019, 14:46

კულტურა

ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი გარდაიცვალა

უოკერმა თავისი კარიერა The Walker Brothers-ის ტრიოში დაიწყო. 1976 წელს, მან სოლოკარიერა დაიწყო. მისი პირველი ალბომები კომერციულად წარმატებული არ იყო, მაგრამ მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია. თავის ინსპირაციის წყაროდ უოკერს ასახელებდა ტომ იორკი, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი, ჯარვის კოკერი, ალექს ტერნერი და სხვები.

პატიმრები

25 მარტი 2019, 14:38

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები კონკურსის წესით შეირჩნენ.

პოლიცია

25 მარტი 2019, 14:25

საქართველო

პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლეს

როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

სიჩქარის გადაჭარბება

25 მარტი 2019, 14:15

საქართველო

ადგილები თბილისში სადაც კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.

25 მარტი 2019, 14:10

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ქალი 5-საათიანი უწყვეტი სექსის შემდეგ გარდაიცვალა

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ქალი შეუძლოდ სექსის დროს გახდა, ინტიმურ კავშირამდე კი მან ნარკოტიკული საშუალება მიიღო, უცნობია, ზუსტად - რომელი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ილია მეორე

25 მარტი 2019, 14:09

საქართველო

პატრიარქი: რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი დღე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ისტორიულ თარიღს აღემატება.

დარგობრივი კომიტეტი

25 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

კომიტეტმა გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ინიციატივა გულისხმობს საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, დღეს განბაჟების ლიმიტი 300 ლარია. ლიმიტის გაზრდას მთავრობა არ ეთანხმება. მთავრობის პოზიციით, რთულია იმის ადმინისტრირება, არის თუ არა ნივთი პირადი მიზნებისთვის გამოწერილი.

25 მარტი 2019, 13:40

სპორტი

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა 👏

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

25 მარტი 2019, 13:14

ძალოვნები

კაცი, რომელმაც ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

"აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილის გადარჩენა მოხერხდა", - წერია განცხადებაში.

25 მარტი 2019, 13:13

ტაბლოიდი

71 წლის ბრიტანელი ბურლესკის უხუცესი მოცეკვავეა

ინგლისის კუნძულ ვაიტზე მცხოვრები 71 წლის ქალი ბურლესკის ყველაზე ასაკოვანი მოცეკვავეა. მერილინ ბერსი ეროტიული ხასიათის ცეკვებით 1 წლის წინ დაინტერესდა. 71 წლის ქალმა ცხოვრების სტილის შეცვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 13:12

საქართველო

ბაქრაძე: ხელისუფლების კანდიდატების უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას

კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატის უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას. რომან გოცირიძის თქმით კი, კანდიდატების ვინაობას აზრი აქვს.

ლარი კოენი

25 მარტი 2019, 13:03

კულტურა

ლარი კოენი გარდაიცვალა

ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ის ცნობილი ფილმების, „მანიაკი პოლიციელი“, „ის ცოცხალია“ და „საშინელებათა ოსტატები“ რეჟისორია.

25 მარტი 2019, 12:59

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს.

ლადო კახაძე

25 მარტი 2019, 12:59

საქართველო

ლადო კახაძე: ჩემთვის დიდი პატივია ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის განცხადებით, მას "ქართულ ოცნებაში" ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კანდიდატების დასახელების შემდეგ განუცხადა. ლადო კახაძის თქმით, მისთვის პატივია ამ კანდიდატად წარდგენა.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 მარტი 2019, 12:58

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: გაფიცვის გამო ბენეფიციარები არ დაზარალდებიან

"ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:49

საქართველო

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს სწავლებას გაეცნო და დაჭრილ ქართველ სამხედროებს შეხვდა

სტოლტენბერგთან და მის დელეგაციასთან ერთად ცენტრში პრემიერი მამუკა ბახტაძეც იყო. მათ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სტოლტენბერგი ასევე შეხვდა ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნა.

მეგან მარკლი

25 მარტი 2019, 12:44

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა საორსულო ტანსაცმელზე 7-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე ქეით მიდლტონმა

ჯამში ამერიკელმა პრინცესამ $500,000 მხოლოდ სამოსში გადაიხადა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეგანი და ჰარი ბავშვს ელოდებიან, მარკლი 75-ჯერ გამოჩნდა საჯაროდ და ყოველ ჯერზე - ახალი სამოსით. გარდა ამისა, ის უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელს ანიჭებს.

ბრიტნი სპირსი
სემ ასგარი

25 მარტი 2019, 12:38

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსს მამა შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

37 წლის ბრიტნი სპირსი და 25 წლის სემ ასგარი სამი წელია, ერთმანეთს ხვდებიან. მომღერალს დაქორწინება სურს, თუმცა ამის წინააღმდეგ ბრიტნის მამა გამოდის. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემა Hollywoodgossip-ი წერს.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:34

საქართველო

პრეზიდენტი: სტოლტენბერგთან ჩემი მთავარი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი სამხედროები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.