imedi /  10 მარტი 2019, 21:42 / სანდო წყარო

რას გულისხმობს შეწყალების კომისიაზე პრეზიდენტის ინიციატივა

შეწყალების კომისია

როგორი პრაქტია არსებობს საქართველოში პრეზიდენტების მიერ პატიმრების შეწყალების და რა მაგალითებია მსოფლიოში პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაარქივებული მასალებით დგინდება, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავისი პრეზიდენტობის 5-წლიან ვადაში სულ 4 287 ადამიანი შეიწყალა, მათგან ყველაზე მეტი 2015 წელს. ვადის მიწურულს კი სულ ბოლო შეწყალებაზე საერთოდ უარი თქვა.

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ორ ვადაში 34 947 პირი შეიწყალა. წლების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა კი ზუსტად პასუხობს იმ პოლიტიკურ ტენდენციებს, რომელიც შეწყალების აქტების გამოცემის მომენტში ქვეყანაში იყო.

როგორც საქართველოს ახლანდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, შეწყალების ის პრაქტიკა რაც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა ზოგჯერ უფრო ამნისტიას ჰგავდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას და რომელიც უმეტესი ქვეყნების პრაქტიკაში მოიპოვება. 

საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა სისტემის შეცვლა გადაწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი მასობრივ შეწყალებაზე უარს ამბობს და იმ კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას გეგმავს, რომელმაც პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალების რეკომენდაციებით უნდა მიმართოს. 

ცვლილებების  თანახმად, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში უნდა გადავიდეს.  
მის მუშაობაში დამატებით ჩაერთვებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს და პრეზიდენტის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სხვა კვალიფიციური კადრები. მუშავდება ახალი კრიტერიუმებიც, რომელსაც განმცხადებელი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს. მოლოდინია, რომ ეს ყველაფერი შეამცირებს შეწყალებულთა რაოდენობას და შესაბამისად რისკებსაც.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი ფიქრობს, რომ კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანით ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი ირღვევა და შესაბამისად ირღვევა კონსტიტუციაც, რადგან ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება პირდაპირ იჭრება პრეზიდენტის კომპეტენციაში. 

"ეს არის დასუსტება, დაკნინება და დამცირება პრეზიდენტის ინსტიტუტის. რა შუაშია იუსტიციის სამინისტრო, რა შუაშია აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის საერთოდ ცალკე მდგომი ორგანო. და ამის ამოგლეჯა და გადატანა ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის ბუტაფორიად ქცევას",- ამბობს ელისაშვილი.

ამ აზრს ეთანხმება შეწყალების კომისიის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც: "პირდაპირ წერია, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ეს არის მისი დისკრეცია და არ უნდა ჩაეზიაროს არავინ".

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეები პარალელს სააკაშვილის პერიოდთან ავლებენ, როდესაც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო და შესაწყალებელ პირთა სია პრეზიდენტის კომისიიდან დასადასტურებლად ჯერ პროკურატურაში მიჰქონდათ. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ პრეზიდენტობის დროს იმავეს სთხოვდნენ მარგველაშვილსაც, მაგრამ ექსპრეზიდენტი არ თანხმდებოდა.

"სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, რისთვისაც პრეზიდენტ მარგველაშვილს ებრძოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ხომ არ სჯობს ვიდრე განიხილავთ რეკომენდაციებს ჯერ განიხილოს პროკურატურამ", - თქვა ქორიძემ. 

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კომისიის გადატანით იუსტიციის სამინისტრო ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს, რადგან მას ისედაც აქვს შეწყალების ბერკეტი ე.წ. უდოს კომისიის სახით და ახლა ამას პრეზიდენტის შეწყალების კომისიაც დაემატება. 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით კი შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასე პასუხობენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეჭვებს იმასთან დაკავშირებით , თითქოს პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას აღმასრულებელ ხელისუფლებას უთმობს. ადმინისტრაციაში ხაზგასმით ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს და ვიდრე კონკრეტული პირის შეწყალებას ხელს მოაწერს, ინდივიდუალურად აუცილებლად გაეცნობა ყველა რეკომენდაციას. 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტს ასევე მიაჩნია, რომ უფრო მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს შეწყალების კომისიის სამუშაო პროცესი სწორედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ იყოს მიღებული ჰუმანურობის აქტი და მეორე მხრივ იმისთვის, რომ ამან არ დაარღვიოს საზოგადოებრივი ინტერესი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ცვლილებების შედეგად მაქსიმალურად შემცირდება ან საერთოდ გამოირიცხება ის კითხვები, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით მუდმივად არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტი იტოვებს კონსტიტუციურ უფლებასაც და პასუხისმგებლობასაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღოს. მას ისევ შეუძლია კომისიის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს შეწყალებაზე უარი უთხრას, ან თუნდაც კომისიის გარეშე თავად გადაწყვიტოს ვინ უნდა შეიწყალოს - ისევე როგორც საახალწლოდ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა კომისიის გარეშე 3 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

შეწყალების უფლებამოსილებაზე და ქართულ თავისებურებებზე ვრცელი კვლევა აქვს მომზადებული ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც ასევე არის რამდენიმე ძალიან მაგალითი მოყვანილი მსოფლიო პრაქტიკიდან. 

მაგალითად, ჩეხეთში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტს მინიჭებული აქვს შეწყალების აბსოლუტური პრეროგატივა, თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება გადასცა იუსტიციის მინისტრს. უფრო ზუსტად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეზიდენტი თავად წყვეტს რომელ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითონ და რომელ საქმეზე - იუსტიციის მინისტრმა.

ავსტრიაც საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქ პრეზიდენტი მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ შეწყალების უფლებამოსილებას, მხოლოდ იუსტიციის მინისტრის მიმართვის და მის მიერ შესაბამისი რეკომენდაციის შემთხვევაში იყენებს. ანუ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, იღებს იუსტიციის მინისტრი, ხოლო პრეზიდენტი ფორმალურად აფორმებს მას. 

საკუთარი ნებით გაუნაწილა უფლებამოსილება ვიცეპრეზიდენტს ბულგარეთის პრეზიდენტმა. ამ შემთხვევაში შეწყალების კომისია ყოველ კონკრეტულ საქმეზე ამზადებს რეკომენდაციას და წარუდგენს პრეზიდენტს, ან ვიცე-პრეზიდენტს. 

ასევე საპარლამენტო რესპუბლიკაში, უნგრეთში, პრეზიდენტი შეწყალების შესახებ განცხადებას განიხილავს მხოლოდ იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის რეკომენდაციის საფუძველზე. 

ამ ბოლო მაგალითისგან განსხვავებით საქართველოს პრეზიდენტი მაინც იტოვებს უფლებას, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული და მას რეკომენდაციის გარეშეც შეუძლია შეიწყალოს პირი, ან მიიღოს შეწყალების კომისიის რეკომენდაცია მაგრამ არ გაითვალისწინოს. 

ყველა სიახლე

ფინეთის ნაკრები

27 მაისი 2019, 00:56

სპორტი

ფინეთი ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფინეთის ნაკრებმა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს 3:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინელთა რიგებში თავი დუბლით გუნდის კაპიტანმა მარკო ანტილამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი თავდამსხმელის იანე პესონენის ანგარიშზეა, კანადელების ერთადერთი გოლი ჟოზე ტეოდორმა გაიტანა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 00:53

საქართველო

ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

ლაგოდეხის პოლიცია

27 მაისი 2019, 00:37

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში გადავარდნილი მოსწავლის პოვნას სავარაუდოდ მყვინთავები შეეცდებიან

სამაშველო ოპერაციაში ხვალ დილიდან შესაძლოა, მყვინთავებიც ჩართონ. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია რჩება. ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსკურსიაზე მყოფთა ნაწილი შესაძლოა, თბილისში გამოკითხონ.

27 მაისი 2019, 00:21

მსოფლიო

კონგოს ტბაში ნავის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში, ტბაში მაი-ნდომბე გემის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Associated Press-ი ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნოით იტყობინება. პროვინცია მაი-ნდომბეს დედაქალაქის, ირონგოს მერის სიმონ მბოოს განცხადებით, ბორტზე მყოფთაგან უმრავლესობა მასწავლებელია. მისივე განმარტებით, გადაადგილდებოდნენ გემით, რადგან რეგიონში ძალიან ცუდი გზებია.

ილონ მასკი

27 მაისი 2019, 00:07

ეკონომიკა

ილონ მასკი აშშ-ში კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა

კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი ამერიკულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. 2018 წელს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში მასკის ანაზღაურებამ 2,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გიტანას ნაუსედა

26 მაისი 2019, 23:33

მსოფლიო

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-იტყობინება საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც ხმების მეოთხედი დათვალა. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

26 მაისი 2019, 22:54

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ვრცელდება

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

უაგადუგუ

26 მაისი 2019, 22:41

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) აფრიკული ფილიალი იუწყება. მისი ინფორმაციით, თავდასხმა ლორუმის პროვინციის სოფელ ტულფეში მოხდა, კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

საპატრულო პოლიცია

26 მაისი 2019, 21:12

ძალოვნები

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლე მდინარეში გადავარდა

ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. „ადგილზე გამოცხადდნენ რეინჯერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ“.

ნენსი პელოსი

26 მაისი 2019, 20:40

ტექნოლოგიები

Facebook-ი ნენსი პელოსის დამონტაჟებულ ვიდეოს არ შლის

22 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის საუბარი ისეა შეცვლილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის მთვრალია. გვერდ Politics WatchDog-ზე გავრცელებულმა ვიდეომ 2,7 მილიონზე მეტი ნახვა და თითქმის 50 ათასი გაზიარება დააგროვა.

ევერესტი

26 მაისი 2019, 20:39

მსოფლიო

ნეპალის ხელისუფლება ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვის მიზეზს განმარტავს

ნეპალის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვის ფაქტების გაზრდა მათ მიერ მთაზე ასასვლელად საჭირო რეკორდული ლიცენზიის გაცემას უკავშირდება. ბრიტანული მედიის ცნობით, ტურიზმის დეპარტამენტი სხვა ფაქტორებზე მიუთითებს.

პერუ

26 მაისი 2019, 20:05

მსოფლიო

პერუში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პერუში მიწისძვრას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა, 50 სახლი კი განადგურდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა რამდენიმე სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო. პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, წერს Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით.

ალბინოსი პანდა

26 მაისი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ჩინეთში ალბინოს პანდას ფოტო პირველად გადაუღეს

ჩინეთში, ვოლონგის ნაკრძალში ინფრაწითელმა კამერამ ალბინოსი პანდას ფოტო გადაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფოტო მიმდინარე წლის აპრილში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე არის გადაღებული.

ამინდი

26 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ცნობილია რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

დღეს თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში ელჭექთან ერთად. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი. საქართველოში 29 მაისიდან გამოიდარებს

ლუის ჰემილტონი

26 მაისი 2019, 19:36

სპორტი

ჰემილტონმა მონაკოს გრანპრი მოიგო

მეორე ადგილზე „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი გავიდა, თუმცა მის დროს ფინიშზე პიტსტოპის შემდეგ ბოქსებიდან სახიფათო გასვლის გამო 5 წამი დაემატა, რის გამოც ფერსტაპენმა მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა, მეორე და მესამე ადგილებზე კი სებასტიან ფეტელი („ფერარი“) და ვალტერი ბოტასი („მერსედესი“) აღმოჩნდნენ.

ტორნადო ოკლაჰომაში

26 მაისი 2019, 19:23

მსოფლიო

ოკლაჰომაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ტორნადო რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, სტიქიამ სასტუმრო და სახლები დააზიანა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

რობოტი Digit -ი

26 მაისი 2019, 19:08

ტექნოლოგიები

Ford-მა ამანათების დამრიგებელი რობოტი შექმნა

ავტოგიგანტმა Ford-მა კომპანია Agility Robotics - თან ერთად შექმნა რობოტი Digit -ი, რომელიც 18 კილოგრამამდე წონის ამანათებს დაარიგებს. რობოტს შეუძლია გადაადგილება არასწორ ზედაპირზე, წინააღმდეგობის გადალახვა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და ასევე გაუთვალისწინებელი შეჯახების დროს ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება.

„მანეკენ პისი“

26 მაისი 2019, 19:05

საქართველო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

ბელგიელებმა ჩოხაში გამოწყობილ ბელგიის სიმბოლოს „მანეკენ პისის“ სიმღერა, ანსამბლმა „მამულმა“ კი მრავალჟამიერი უმღერა. „მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

26 მაისი 2019, 19:04

ვიდეო

✔ 1919 წელი. 26 მაისი. თბილისში დამოუკიდებლობის 1 წელი იზეიმეს

26 მაისი 2019, 19:01

ვიდეო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს