imedi /  11 მარტი 2019, 12:17 / სანდო წყარო

რა ღონისძიებებია დაგეგმილი დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეზე

იუბილე

დამფუძნებელთა კრების სხდომა

12  მარტს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე გაიმართება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები რამდენიმე ადგილას არის დაგეგმილი - მათ შორის, ეროვნულ არქივში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და  რუსთაველის თეატრში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

საიუბილეო დღეს, გვირგვინით შეამკობენ საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის (დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე), უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის  (დამფუძნებელი კრების წევრი) და თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის (დამფუძნებელი კრების წევრი) საფლავებს.

თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა.

საზეიმო დღეს უმაღლესი სასწავლებლები საჯარო ლექციებსა და თემატურ გამოფენებს უმასპინძლებს, ხოლო საქართველოს საჯარო სკოლებში ერთი აკადემიური საათი ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის ამ მონაკვეთს დაეთმობა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი ჩატარდა. 12 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს და სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოვებს.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თემატური გამოფენები და საჯარო ლექციები დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პოსტერების გამოფენა, სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორია იქნება მოთხრობილი. პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით, ეროვნულ მუზეუმში საჯარო ლექციაც გაიმართება.

მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია დისკუსია თემაზე „პირველი პარლამენტარი ქალები“, სადაც მონაწილეობას ყოფილი და მოქმედი დეპუტატი ქალები მიიღებენ.

ყველა სიახლე

პანკისი

19 მაისი 2019, 14:29

ტაბლოიდი

პანკისში ქალი საარჩევნო უბანზე ბატკანთან ერთად მივიდა 🐏

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24- ე საარჩევნო უბანზე ერთ- ერთი ადგილობრივი დანო თურქოშვილი მივიდა და კომისიის წევრებს კექსი და ყვავილები გადასცა. თურქოშვილს თან ბატკანი ახლდა. საჩუქრების გადაცემის შემდეგ, თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა. განმარტა, რომ კექსი კომისიის წეცრებს რამადანის მარხვის გამო მიუტანა.

19 მაისი 2019, 14:26

საქართველო

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

ოზურგეთში საკრებულოს არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. დავით მდინარაძე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ოზურგეთის ხუთივე უბანზე სიმშვიდეა. 12:00 საათის მონაცემებით, 944-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც საერთო რაოდენობის 18 %-ზე მეტია, სულ აქ 5 ათას 89 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მიხეილ სააკაშვილი

19 მაისი 2019, 14:15

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

" მერე რა, რომ დაგსდევენ მაგათი შნირი ჟურნალისტები. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ეგრევე შეიცვლიან თავის მხარეს, ჩვეულებრივი ფულისტები არიან, ჩვეულებრივი ფულის ხამები და მაგათ არც სამშობლო აქვთ არც მორალი აქვთ, არც არაფერი, ერთადერთი ჩვენ არ უნდა მივიკედლოთ ესენი მერე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 მაისი 2019, 14:12

ტაბლოიდი

მეგანმა და ჰარიმ ქორწინების წლისთავზე Instagram-ზე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ Instagram-ზე ქორწინების პირველ წლისთავთან დაკავშირებით ახალი ფოტოები გამოფინეს. აქედან რამდენიმე ფოტო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. ფოტომონტაჟს თან სდევს სიმღერა This Little Light Of Mine, რომელიც მაშინ შესრულდა, როდესაც წყვილი საკურთხევლიდან გამოვიდა.

მამუკა მდინარაძე

19 მაისი 2019, 14:06

საქართველო

მდინარაძე: რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან

"მინდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო, საარჩევნო უბნებზე მისვლისა და სასურველი კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. არჩევნებზე მაღალი აქტივობის ჩვენება პირველივე ტურში გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესია,"- თქვა მდინარაძემ.

19 მაისი 2019, 14:05

ძალოვნები

ზუგდიდის 87-ე უბანთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მიზეზი, 87-ე უბანზე მომხდარი ჩხუბია, რომელიც საარჩევნო სიების გამო დაიწყო. დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

19 მაისი 2019, 13:57

საქართველო

12:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 24 საჩივარია შესულია

მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისთვის. 68-ე უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს ორგანიზაცია „ერთობიდან“, ხოლო 49-ე უბანი - დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საუბნო კომისიის წევრი

19 მაისი 2019, 13:49

საქართველო

საუბნო კომისიის წევრი ამომრჩეველს: გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2019, 13:46

მსოფლიო

ტრამპმა ალაბამაში აბორტების აკრძალვის საკითხზე დუმილი დაარღვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამას შტატში აბორტების აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. „მე ძალიან უდრეკი პოზიცია მაქვს და აბორტებს მხარს ვუჭერ სამ შემთხვევაში: ეს არის გაუპატიურება, ინცესტი და დედის სიცოცხლის დაცვა“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, რომ აბორტები 2020 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყოს.

ხატია წერეთელი

19 მაისი 2019, 13:42

ტაბლოიდი

ხატია წერეთელს პოლიტიკოსობა სურს

„ახლა აყვირდით და დაყვირდით, მლანძღეთ, მე მაინც ვიტყვი ჩემსას თუ არაფერი შეიცვლება ქართველების სასიკეთოდ, შევეცდები და თუ საჭირო გახდა, შევაკვდები კიდეც, რომ შევცვალო რადგან არ მინდა ჩემს ქვეყანაში უცხოელს მეტი უფლებები ჰქონდეს ვიდრე საქართველოს მოქალაქეს,- ამბობს ხატია წერეთელი.

19 მაისი 2019, 13:37

საქართველო

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

ამ საარჩევნო უბნის მდივნის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი უბანზე რეგისტრაციის გავლის გარეშე შევიდა, კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა და კომისიის წევრებს უბნის დახურვით ემუქრებოდა. რამდენიმე შენიშვნის, შემდეგ აღნიშნული ქალბატონი უბნიდან გააძევეს.

თინა ბოკუჩავა

19 მაისი 2019, 13:26

საქართველო

ბოკუჩავა ამბობს, რომ აუდიონაჩაწერში მონაწილე პირები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან

"უკიდურესი ცინიზმია, როდესაც თალაკვაძის, გახარიასა და მდინარაძისგან გვესმის მსგავსი განცხადებები, როდესაც მთელი მპანაია უკიდურესი ძალადობის ფონზე იყო სანდრა რულოვსის წინააღმდეგ. ის ორი პიროვნება არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები. მოვიწოდებთ შსს-ს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს ჩანაწერი,"- თქვა ბოკუჩავა.

19 მაისი 2019, 13:22

კულტურა

GOT-ის ფინალური სეზონის თავიდან გადაღების მოთხოვნით პეტიციას ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა

დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც HBO-სგან „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის თავიდან გადაღებას მოითხოვს. „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი მოლოდინებს ბოლომდე ვერ ამართლებს. ახალი სეზონის მეხუთე სერიას შოუს ისტორიაში რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

გოგა ბითაძე

19 მაისი 2019, 13:13

სპორტი

გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო. ქართველ კალათბურთელს კუთვნილი პრიზი სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს. გასულ წელს ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ქართველი ტალანტი გამოარჩიეს. გოგა ბითაძეს კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა სერბმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა გადასცა.

19 მაისი 2019, 13:10

საქართველო

ცესკო ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. 12:00 საათისთვის საარჩევნო აქტივობა შემდეგნაირია: მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში 10,4%, მარნეული 14% , ზესტაფონი 16,5%, ჭიათურა 17,6 % ზუგდიდი 20,1%, ხულო- 19,5%.

ვინსენტ კომპანი

19 მაისი 2019, 13:03

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ გუნდი დატოვა

ინგლისური საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ გუნდი დატოვა. 33 წლის თავდამსხმელმა მოიგო პრემიერ-ლიგის 4 ტიტული. „მე ბევრჯერ წარმომედგინა ეს დღეს. Man City-ი ჩემთვის ყველაფერია. მე ვციდილობდი დამებრუნებინა ყველაფერი რას მომცა“- ეს ფრაზა გუნდის კაპიტანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ვინსენტ კომპანი გუნდში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა.„მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო.

ანა წითლიძე

19 მაისი 2019, 12:55

საქართველო

ზუგდიდში „ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციონერი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე.

ანა მიქელაძე

19 მაისი 2019, 12:52

საქართველო

ცესკო: დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა მოხდა

„მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, ამომრჩეველს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და მონაცემები დაამუშაონ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ მოახდინონ ამომრჩევლის შეფერხება, პროცესისა და კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლა,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

19 მაისი 2019, 12:42

საქართველო

თალაკვაძე: მივიღეთ ჩანაწერი, რომელშიც ოპოზიცია გეგმავს, როგორ „აადუღოს“ ზუგდიდი და აჭარა

"ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებშ მარცხდება. ერთდარეთი რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტრუქციული ქმედებებია. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორისაც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიურებელია ასეთი ქმედებები. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ."- თქვა თალაკვაძემ.

ზესტაფონი

19 მაისი 2019, 12:41

საქართველო

ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს

ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს. მერობის კანდიდატის გოგის წულაიას თქმით, 26-ე საარჩევნო უბანზე სპარტაკ კაპანაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს.