imedi /  12 მარტი 2019, 16:28 / სანდო წყარო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება

მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო,  არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოხდეს.

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე, როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 01:31

საქართველო

პარლამენტის შენობის წინ ისევ რეზინის ტყვიას და ცრემლმდენ გაზს ისვრიან

პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამედ ისვრის სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით უპირისპირდებიან.

ულრიკ ტიდესტრომი

21 ივნისი 2019, 01:25

საქართველო

საქართველოში შვედეთის ელჩი: ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდებთ

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელიც ბევრმა ადამიანმა დღეს იგრძნო. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავებულობა და ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“,"- წერს ელჩი.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში

21 ივნისი 2019, 01:11

საქართველო

გირჩი: პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი იყო დაეცვა საკუთარი სკამი ოკუპანტისგან

"რისკს ზრდის ის ფაქტიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობენ ივანიშვილის რევოლუციით დამხობის მსურველები და გარეთაც გვყავს კონკრეტული მტერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს უმართავი,"- წერია განცხადებაში.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:06

საქართველო

„იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა

იმედის ჟურალისტს ვარლამ წიკლაურს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა და მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, გადაღების პროცესში ოპერატორი კახა როინიშვილი წააქციეს, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

21 ივნისი 2019, 01:02

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე 38 სამართალდამცველი და 14 მოქალაქე დაშავდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. თბილისის სასწარფოს ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

21 ივნისი 2019, 01:00

ძალოვნები

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები

„პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:47

საქართველო

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მსოფლიო მედია წერს

თბილისის ცენტრში გამართულ აქციას მსოფლიო მედია სტატიებს უძღვნის. BBC წერს, რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:43

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი მეორედ გამოიყენა. ფოტო

პარლამენტის შენობის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა ისევ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ისვრიან რეზინის ტყვიებსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:33

საქართველო

რა ვითარება იყო პარლამენტთან ცრემლმდენი გაზის გაშვების შემდეგ. ვიდეო

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან სამართალმდაცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, არიან დაშავებული მოქალაქეები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. გარკვეულ მომენტში აქცია დაიშალა, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის წინ ხალხი ისევ გროვდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

ზურაბიშვილი: მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

21 ივნისი 2019, 00:08

საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩოს განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

აშშ-ის საელჩო თბილისში

21 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო და ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია

20 ივნისი 2019, 23:56

საქართველო

ომბუდსმენი: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს!“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქცია

20 ივნისი 2019, 23:55

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას მოქალაქეები ცდილობენ. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. „ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბახტაძე: საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან

ერი,რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა.

20 ივნისი 2019, 23:49

საქართველო

თადუმაძე და მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 შერჩეულ კანდიდატს შორის არიან

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან 50 კანდიდატი შეირჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ფარული კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

20 ივნისი 2019, 23:47

საქართველო

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები აქციას მართავენ

ისინი აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.