imedi /  13 მარტი 2019, 11:25 / სანდო წყარო

ბიზნესასოციაცია „თიბისის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველო

საქართველოს ბიზნესასოციაცია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

ასოციაციის განცხადებით, იანვრის დასაწყისში, როგორც კი ცნობილი გახდა “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნესასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც მიიწვიეს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 

„ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი “თიბისი ბანკში” თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის.  პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ. ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები. ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ “თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე ავღნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში. ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამოდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ “ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში. საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი არამედ უცხოელი დეპოზიტარი და გვერწმუნეთ, რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ ბანკზე არის რისკი რომ დავაზიანოთ მისი რეპუტაცია.

აქვე ვაცხადებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე ავღნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას“,-წერია ასოციაციის განცხადებაში. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვიდრე “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება. 

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 00:32

ტაბლოიდი

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე ლადო აფხაზავამ ჰიუ ჯეკმანი გაიცნო

მასწავლების ეროვნული ჯილდოს გვერდზე გლობალური დაჯილდოების ფინალისტების, ლადო აფხაზავასა და პიტერ ტაბიჩის ფოტო გავრცელდა ჰოლივუდის მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან. ჯეკმანი დაჯილდოების წამყვანია. ფოტო დუბაიშია გადაღებული, სადაც ხვალ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალური დაჯილდოება გაიმართება.

ბარბარა სტრეიზანდი
მაიკლ ჯექსონი

24 მარტი 2019, 00:21

კულტურა

ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკეს

მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. მან გაზეთ Times ინტერვიუში უთხრა, რომ სჯერა ჯექსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ბრალდებების, თუმცა სავარაუდო დაზარალებულები „ამას არ მოუკლავს“.

24 მარტი 2019, 00:08

მსოფლიო

ნორვეგიის საკრუიზო გემზე ევაკუაცია გამოცხადდა

ნორვეგიაში საკრუიზო გემის Viking Sky-ის ევაკუაცია დაიწყეს. გემს ცუდი ამინდის პირობებში ძრავა გაუფუჭდა. გემის ბორტზე 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტფმრენებია ჩართული ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

23 მარტი 2019, 23:53

საქართველო

29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

მალი

23 მარტი 2019, 23:25

მსოფლიო

მალიში უცნობმა პირებმა 110 მწყემსი მოკლეს

მალის ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, სადაც ადგილობრივი მწყემსები დახოცეს. შეიარაღებულებმა დაახლოებით 110 ადამიანი მოკლეს შემდეგ კი სოფელი გაანადგურეს. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ ბანკასის მერის, მულაი გუინდოზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის თავის თქმით, ბოროტმოქმედები სოფელ ოგასაგუში და ველინგარაში შეიჭრნენ.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

23 მარტი 2019, 23:17

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.

სუდანის პრეზიდენტის სასახლე

23 მარტი 2019, 23:05

მსოფლიო

სუდანის პრეზიდენტის სასახლეში ცეცხლი გაჩნდა

სახელმწიფოს მეთაურის ომარ ალ-ბაშირის ადმინისტრაციაში ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი ისტორიული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს და ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 მარტი 2019, 22:33

სპორტი

ლივერპული-მილანის მატჩში რომელშიც კახა კალაძემაც ითამაშა ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯვეს

ვეტერანი ფეხბურთელები მთავარ მეტოქესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლივერპულში შეიკრიბნენ. მატჩი საქველმოქმედო იყო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად კლუბ ლივერპულის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

23 მარტი 2019, 22:20

ტექნოლოგიები

კვლევა: კაცები და ქალები ტკივილს განსხვავებულად განიცდიან

ახლახან ამერიკის შტატ ტეხასში, დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კაცებს და ქალებს ტკივილის მიმართ განსხვავებული ბიოლოგიური რეაქციები აქვთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზმების განსხვავებულად აღიქვამენ წამლებსაც, შესაბამისად ორივე სქესს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

23 მარტი 2019, 21:41

საქართველო

შავგულიძე: ევროპულ საქართველოსთან მერაბიშვილის დანაშაულზე არ გვიმსჯელია

„ქრონიკასთან“ საუბრისას შავგულიძემ განაცხადა, რომ მას „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებს. „უნდა ნახო პოლიტიკური პარტნიორები და უნდა იპოვო ისინი, ვისთანაც გაქვს ღირებულების თანხვედრა. ევროპული საქართველო არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ძალა, ამასთან ერთად ევროპული საქართველო დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადამიანებით“, - ამბობს შავგულიძე.

კუ

23 მარტი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

ფოთში ნაპოვნ გიგანტურ კუს რეაბილიტაციის შემდეგ გარემოში დააბრუნებენ

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა „კარეტა კარეტა“ შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების თქმით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

ჯიმი კარტერი

23 მარტი 2019, 21:12

ტაბლოიდი

ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. კარტერი, 91 წლის მეუღლესთან ერთად ყოველწლიურ პროექტში მონაწილეობს და გაჭირვებულთათვის სახლების მშენებლობის საქმეშია ჩართული. ამის გარდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ბაპტისტურ საკვირაო სკოლაში

23 მარტი 2019, 20:07

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლიის ახლობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ ყველა მორიგე ექიმის გაშვებას სამსახურიდან, მათ შორის ეკა ფუტკარაძის. „გამოვიდეს ექიმი ეკა ფუტკარაძე და გაგვცეს და პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ფეხბურთი

23 მარტი 2019, 19:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

მომდევნო მატჩს ვლადიმერ ვაისის გუნდი 26 მარტს, ირლანდიასთან სტუმრად, დუბლინში ჩაატარებს. D ჯგუფში საქართველოსთან ნაკრებთან ერთად, შვეიცარიისა და ირლანდიის გარდა, გიბრალტარი და დანია არიან.

23 მარტი 2019, 19:34

ტაბლოიდი

ლადო აფხაზავას პრეზენტაცია დუბაიში. ვიდეო

ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. საუკეთესო მასწავლებელი 2019-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ილაპარაკა.

23 მარტი 2019, 19:29

ტაბლოიდი

ზამბიაში აკრძალეს ენერგეტიკული სასმელი რომელიც ხანგრძლივ ერექციას იწვევდა

ზამბიაში აკრძალული ენერგეტიკული სასმელის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, რომლის შემადგენლობაში პოტენციის ამაღლების წამლის შემცველი ნივთიერება იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2018 წლის ბოლოს უგანდელმა კაცმა საავადმყოფოში დიდხნიანი ერექციის გამო დაიჩივლა. მისი თქმით, ეს ენერგეტიკულმა სასმელმა Power Natural High Energy Drink SX-მა გამოიწვია.

ფორესტ უაიტეკერი

23 მარტი 2019, 19:28

კულტურა

შემოდგომაზე ფორესტ უაიტეკერის მონაწილეობით სერიალი „ჰარლემის ნათლია“ გამოვა

ფილმი ყოფილი დაქირავებული მკვლელის, ბამპი ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. ჯონსონი უკანონო საქმიანობით დიდძალი ქონების დაგროვებას ახერხებს და დროთა განმავლობაში ჰარლემის კონტროლს იწყებს. ჰარლემის ნათლიის როლის შემსრულებული, ფორესტ უაიტეკერი ოსკარის მფლობელი

23 მარტი 2019, 18:46

საქართველო

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი".

23 მარტი 2019, 18:41

ტექნოლოგიები

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე, გიგანტური კუ იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს, თუმცა Imedinews-ს ეს ინფორმაცია დელფინარიუმში არ დაუდასტურეს.

23 მარტი 2019, 18:22

მსოფლიო

ლონდონში ათი ათასობით ადამიანი Brexit-ის შესახებ მეორე რეფერენდუმს ითხოვს

ათი ათასობით დამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში. ისინი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კიდევ ერთ რეფერენდუმს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტები მარშით პარლამენტის წინ დგანან. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შესახებ გადაწყვეტილება ვერ დაამტკიცა.