imedi /  13 მარტი 2019, 17:21 / სანდო წყარო

ზურაბიშვილმა ფაშინიანთან კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხი დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს - გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. ასევე ერთობლივი, უფრო მჭიდრო ურთიერთობებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი  ევროკავშირია.

„ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.

ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო - ევროკავშირის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს.

მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა.

ყველა სიახლე

25 მაისი 2019, 17:26

სპორტი

კახეთში 2019 წლის პირველი ბაშო ჩატარდა

სიღნაღმა 2019 წლის პირველ ბაშოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს. ბაშოს გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტი, ადამ ოქრუაშვილი გახდა, რომელსაც ორგანიზატორებმა ფულადი პრიზი და ტოჩინოშინის კიმონო ხელმოწერასთან ერთად გადასცეს.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 17:19

საქართველო

სერგეენკო: გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყება გაფიცვის პირველივე დღიდან ჩართულია პროცესში, თუმცა მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ხელფასების გაზრდას ეხება, გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიიღოს.

ზაზა ნადირაძე

25 მაისი 2019, 17:07

სპორტი

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

ქართველმა ნიჩბოსანმა პოლონეთში გამართული მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, 200 მეტრიან დისტანციაზე საუკეთესო მაჩვენებელი (39.191 წამი) დააფიქსირა და მსოფლიო თასი მოიგო.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 16:41

საქართველო

დავით სერგეენკომ 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5,5 მილიონი ლარი გამოყო. 120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანი არის. შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

ქერჩის სრუტე

25 მაისი 2019, 16:34

მსოფლიო

გაეროს ტრიბუნალმა რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოითხოვა

გაეროს ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერშის სრუტეში კონფლიქტის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ანდრეი ბოგდანი

25 მაისი 2019, 16:32

მსოფლიო

ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის გადაყენების შესახებ პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ბოგდანის გადაყენების მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა, ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი 90 დღის განმავლობაში პეტიციის განხილვის ვალდებულება დაეკისრა. 25 ათასი ხმა პეტიციამ ორ დღეში დააგროვა.

ლევან დავითაშვილი

25 მაისი 2019, 16:23

საქართველო

დავითაშვილი: ქუთაისში ხეების ამოღებაზე ნებართვა კანონიერად გაიცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევა დავითშვილი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია

25 მაისი 2019, 16:09

ეკონომიკა

მაღაროელების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას ჯორჯიან მანგანეზმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

შპს ,,სალეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მანგანეზს 100 000 ლარამდე დავალიანება აქვს, შესაბამისად, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ირმა გაფრინდაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვახტურ რეჟიმზე მყოფ მაღაროელებს ამარაგებდა საკვებით, აპრილში კი კომპანიის შეთავაზებით, ყველა მაღაროში მშრალი ულუფებით მომარაგება დაიწყო. გაფრიდაშვილი სრულად იზიარებს გაფიცულების მოთხოვნებს

25 მაისი 2019, 15:53

საქართველო

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დასრულდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. მისი თქმით, გზა გაყვანილია ჩიჩხიტურის მონასტრის სიახლოვეს.

ჰაკერები

25 მაისი 2019, 15:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდიდან მილიონობით ფინანსური დოკუმენტი გასაჯაროვდა

First American Financial-ის გასაჯაროებულ პირად ინფორმაციაში მოხვდა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, მძღოლების მართვის მოწმობის სურათები და საგადასახადო ჩანაწერები. კომპანიის ისტორიაში ეს კიბერშეტევა ყველაზე ფართომასშტაბიანია.

ცაიშის მონაკვეთი

25 მაისი 2019, 15:06

ძალოვნები

ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანებამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა

ზუგდიდი-თბილისის მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამის მიზეზი სტიქია გახდა. ცაიშის მონაკვეთთან ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

25 მაისი 2019, 15:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი იაპონიას ეწვია

დონალდ ტრამპი ტოკიოს ოფიციალური, 4-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერი შეხვდება იაპონიის ახალ იმპერატორს, პრემიერმინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. ამასთან, დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკულ სამხედრო ბაზაზეც.

25 მაისი 2019, 14:57

ვიდეო

ტოჩინოშინი ისევ ოძეკია

ეკატერინე ჩხარტიშვილი

25 მაისი 2019, 14:55

საქართველო

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი 4 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ პაციენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

25 მაისი 2019, 14:44

საქართველო

დავით გარეჯში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. დეკანოზი ანდერა ჯაღმაიძე წერს, რომ ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი

25 მაისი 2019, 14:39

საქართველო

ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

40-მდე მეშახტე ჭიათურელ მაღაროელებს შეუერთდა. მათი თქმით, მძიმე სამუშაოზე დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეებს ზესტაფონის მცხოვრებლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

25 მაისი 2019, 14:24

ძალოვნები

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 4 წლამდე ბავშვი გადავარდა და გადარჩა

დღესვე თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

მოქანდაკეების ბლიც-სიმპოზიუმი

25 მაისი 2019, 14:07

კულტურა

გურჯაანში მოქანდაკეების სიმპოზიუმი იმართება

სპეციალისტებმა ქვაზე მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყეს და ორშაბათამდე უნდა დაასრულონ. სწორედ 27 მაისს გაიხსნება გამოფენა, რომლის ნახვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ცნობილია, რომ დასრულებული ფიგურები კოშკის უბნის გარდა, შესაძლოა ქალაქის სხვადასხვა ადგილზეც დაიდგას.

25 მაისი 2019, 13:49

ძალოვნები

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ევერესტი

25 მაისი 2019, 13:24

მსოფლიო

ევერესტზე ბრიტანელი მთამსვლელი დაიღუპა

გამოცემის ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა. მანამდე, 24 მაისს ერთი ირლანდიელი დაიღუპა. მიმდინარე სეზონზე ევერესტმა მთლიანობაში 10 მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზაფხულზე 381 ნებართვის გაცემის გამო ნეპალს აკრიტიკებენ. ამ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000 არის.