imedi /  14 მარტი 2019, 11:11 / სანდო წყარო

ელიოტ ენჯელი: 2008 წელს გაწევრიანებაზე უარით ნატომ პუტინს უბიძგა აკეთოს ის რაც მოესურვება

აშშ

ელიოტ ენჯელი

2008 წელს ნატომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით  ნატო არ გააფართოვა. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენჯელიმ განაცხადა. მისი თქმით, ნატომ პუტინს მისცა იდეა, რომ მას შეუძლია გააკეთოს, რაც  მოესურვება და "ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა ზონებში".    

ეს განცხადება ელიოტ ენჯელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთა, რომლის თემა იყო „ნატოს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატოს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. სტუმრებმა და აშშ-ის კონგრესმენებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და რუსეთისაგან მომდინარე აგრესიული ქმედებებისაგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.   

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა მის შესავალ გამოსვლაში საქართველოზე ისაუბრა.

„მომდევნო 70 წლის განმავლობაში კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვიქნებით. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღმავლობის გზაზე მყოფი რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევები და საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კონფლიქტები. ნათელია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტატუსის ხელახლა დაბრუნება. ერთიანობითა და ძლიერებით ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევის დაძლევა“, - განაცხადა მაქკოლმა.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ხაზი გაუსვეს ნატოს ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის ნატოს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებისა და ნატოში ახალი წევრების გაწევრიანებისადმი ალიანსის ვალდებულების მნიშვნელობას.

ევროპისა და ნატოს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრჟეზინკიმ ხაზი გაუსვა ნატოს წევრებისა და მოკავშირეების სამხედრო გაძლიერების მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საჭიროა, ნატომ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები.

„საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გეგმა, რომ მათ გააწევრიანებს. მოსკოვის მიერ უკრაინასა და საქართველოში შეჭრით ჩვენ მივიღეთ მკაფიო გაკვეთილი. ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე ნატოს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და მადესტაბილიზებელი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში“, - განაცხადა ბრჟეზინსკიმ.

მისი განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი, დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები ალბათობაა, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებდა.

„ეს ქვეყნები მიისწრაფვიან ნატოში გაწევრიანებისაკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს, ეს იქნება ბალკანეთსა თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან“, - განაცადა ბრჟეზინსკიმ. 

კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა (რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსი) გაიხსენა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან ერთი კვირის შემდეგ თბილისში მისი ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად, რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციიდან იმ დროს გაკეთებული ზოგიერთი ძლიერი სახის განცხადება. მან ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის არსებობის საჭიროებას. მისი განმარტებით, დროა, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ამ საკითხში მეტი კონკრეტულობის შეტანით - თუ როგორ მოხდება მათი ნატოში გაწევრიანება.

კონგრესმენმა კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში.  

კონგრესმენ ანნა ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, რუსეთი აწარმოებს არაკონვენციურ ჰიბრიდული სახის ომს, რათა ძირი გამოუთხაროს დასავლეთს.

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ესტონეთზე და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებზე და რუსეთის მიერ შერქმნილი „გაყინული“ კონფლიქტების ზონა მოლდოვაში, უკრაიანასა და საქართველოში.

კონგრესმენმა ტედ იოჰომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი), ხაზი გაუსვა ნატოს არსებობის მნიშვნელობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მისი განმარტებით, პუტინმა მარტივად შეძლო საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. იგი კვლავაც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს, სანამ დასავლეთი მტკიცედ წინ არ აღუდგება მის აგრესიულ მისწრაფებებს.

ყველა სიახლე

25 მაისი 2019, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ხურავენ გადაცემას „ვის უნდა გახდეს მილიონერი“

აშშ-ში პოპულარულ ტელევიქტორინას „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ ხურავენ, რომელიც ეთერში 17 წელია გადის. ამის შესახებ Variety გადაცემის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. არსებობის ისტორიაში გადაცემის 3000-ზე მეტი გამოშვება გავიდა.

პრინცესა შარლოტა პრინცი ჯორჯი

25 მაისი 2019, 00:42

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტა თავისი ძმის სკოლაში ისწავლის

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის მეორე შვილი პირველ კლასში სექტემბერში მივა. პრინცესა შარლოტას 4 წელი 2 მაისს შეუსრულდა. ტომას ბატერსის სკოლაში 560 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულებაში 4-13 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები სწავლობენ. ამავე სკოლაში იღებს განათლებას პრინცესა შარლოტას ძმაც.

დემენცია

25 მაისი 2019, 00:05

ტექნოლოგიები

როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანს დემენცია აქვს. 8 ნიშანი

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი

24 მაისი 2019, 23:57

საქართველო

სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის თარიღი დასახელდა

გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს დაბრუნდება. ამის შესახებ მანამდე მან თავად ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა.

24 მაისი 2019, 23:40

ტაბლოიდი

ქართველი ასტროფიზიკოსის მიერ ჩოგბურთის ბურთებით შექმნილ პირამიდებზე Daily Mail-ი წერს

როგორც ანდრია როგავა ამბობს, მას სამსახურში ჩოგბურთის 20-მდე გამოყენებული ბურთი აქვს და მათგან პირამიდების აწყობა გადაწყვიტა. მას შემდეგ კი რაც მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა, ბურთების შეგროვება და უფრო რთული კონსტრუქციების შექმნა დაიწყო.

მოგზაურობა

24 მაისი 2019, 23:17

ტექნოლოგიები

კვლევა: უქმეებზე სამოგზაუროდ იაფი და ძვირი ქალაქები დასახელდა

Deutsche Bank-მა მსოფლიოს მასშტაბით 51 ქალაქის ფასები გაანალიზა და შაბათ-კვირის გასატარებლად 10 ყველაზე იაფი და 10 ყველაზე ძვირი ქალაქი დაასახელა. ანალიზი Deutsche Bank-მა 2 ღამის გასათევის ღირებულების მიხედვით გამოითვალა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.

ავღანეთი

24 მაისი 2019, 22:40

მსოფლიო

UNICEF: ავღანეთში 600 000 ბავშვი შიმშილობს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი საგანგაშო სიტუაციაა ავღანეთის გარდა მხოლოდ იემენსა და სამხრეთ სუდანშია, სადაც სამოქალაქო ომია. მისივე თქმით, UNICEF-მა უახლოეს 3 კვირაში არანაკლებ 7 მილიონი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა ავღანეთში მოშიმშილე ბავშვების 60%-ს მაინც დაეხმაროს.

თინა კანდელაკი

24 მაისი 2019, 22:20

ტაბლოიდი

თინა კანდელაკმა პორნომსახიობების შესახებ სერიალზე პილოტი გადაიღო

სერიალი პორნომსახიოების ურთიერთობებს შეეხება. „ამ ისტორიაში პროფესიის გმირების კონტრასტმა და იმ გრძნობებმა დამაინტერსა, რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ განიცდიან“, - ამბობს თინა კანდელაკი. „ამედიათეკამ" კანდელაკს კიდევ ერთი პროექტის პილოტის გადაღება შეუკვეთა, თუმცა მისი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 22:11

საქართველო

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს დაათვალიერებენ

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს, ადგილზე, ექსპერტების დონეზე ერთად დაათვალიერებენ. ითქვა, რომ საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრის ფარგლებში შესაბამის ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებს შეისწავლიან.

კელტონ კოსტისი

24 მაისი 2019, 21:36

ტაბლოიდი

14 წლის ამერიკელმა მოზარდმა მაგისტრის წოდება მიიღო

კელტონ კოსტისმა ნებრასკას შტატში ბელვიუს უნივერისტეტში 9 წლისამ ჩააბარა. 12 წლისა ის ვებ ტექნოლოგიის სპეციალობით ბაკალავრი გახდა, შემდეგ კი ინფორმაციული მენეჯმენტის შესახებ სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა. თავისუფალ დროს ვუნდერკინდი სპორტით და ცურვით არის დაკავებული. დიპლომების გადაცემის ცერემონია ივნისის დასაწყისში გაიმართება.

დონალდ ტრამპი

24 მაისი 2019, 21:11

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასზე მეტ ჯარისკაცს გაგზავნის

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჯარისკაცების რეგიონში გაგზავნის მიზეზი უკვე განლაგებული ჯარების თავდაცვითი ზომების გაძლიერებაა. სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მიიღო.

მაღაროელები

24 მაისი 2019, 20:55

საქართველო

ჭიათურის მერის გადაწყვეტილებით, გაფიცულ მაღაროელებს ადვოკატი ეყოლებათ

გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურდიული დახმარება შესთავაზა. გაფიცულების თქმით, ახლადარჩეული მერის გადაწყვეილებით, მათ დღეიდან იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევს და დაეხმარება.

მიწისძვრა

24 მაისი 2019, 20:44

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 20:28 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისთან 13 კილომეტრში დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

24 მაისი 2019, 20:35

მსოფლიო

ლიონში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები

საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გავრცელებული ცნობით, ამანათში მოთავსებული ბომბი ამოქმედდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

სასამართლომ ფაშისტური ჯგუფის წევრ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა მიუსაჯა

გამამტყუნებელმა განაჩენმა სასამართლო დარბაზში მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ჭელიძის უფლებადამცველი გადაწყვეტილებას განაჩენის ჩაბარებისთანავე გაასაჩივრებს.

ცესკო

24 მაისი 2019, 20:01

საქართველო

შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღად ცესკომ 9 ივნისი დაასახელა

ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. 19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

24 მაისი 2019, 19:54

საქართველო

წელს 26 მაისის სლოგანია „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა. ინფორმაციას მთავარობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 2019 წლის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები და საკომუნიკაციო კამპანიებიც ამ თემის გარშემოა გაერთიანებული.

კვენტინ ტარანტინო

24 მაისი 2019, 19:53

კულტურა

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მონაწილე ძაღლი კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

Palm Dog - ასე ჰქვია პრიზს, რომელიც ფილმში მონაწილე ძაღლს გადასცეს. ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ კანის კინოფესტივალზე 21 მაისს აჩვენეს. კინოსურათში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და ალ პაჩინო არიან.

24 მაისი 2019, 19:36

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მადანს სატვირთო ავტომობილების ნაცვლად რკინიგზით გადაიტანენ

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დასრულდა სარკინიგზო საწყობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

24 მაისი 2019, 19:26

თემა

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?

გამოცდების მოახლოებასთან ერთად ემოციების მოჭარბება და კონცენტრირების პრობლემები იწყება. თუმცა არსებობს სხვადასხვა გზა, რომ თქვენი მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი და განწყობაგაიუმჯობესოთ. ნეირობიოლოგების, ფსიქოლოგების, დიეტოლოგების, პედაგოგებისა და თავად სტუდენტების რეკომენდაციების საფუძველზე BBC-მ 12-პუნქტიანი ინსტრუქცია მოამზადა.