imedi /  14 მარტი 2019, 12:43 / სანდო წყარო

ახალწვეულებს სამხედრო სავალდებულო სამსახური სწავლაში ხელს არ შეუშლის

ახალწვეულები

სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ყველა მსურველს შეეძლება დაცვის პოლიციაში სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და სხვადასხვა ობიექტზე 1 წლის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ 24-საათიანი მორიგეობით სწავლის პარალელურად, ჯარი მოხდილად ჩაეთვლებათ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტროსთან უკვე იყო მოლაპარაკება ამ საკითხზე და სტუდენტებს უნივერსიტეტებში ხელი არ შეეშლებათ.

"სწავლის პერიოდში მათ ექნებათ უფლება და არა ვალდებულება, რომ პარალელურად გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური დაცვის პოლიციაში. მიიღებენ 200 ლარს ხელზე, 3 დღეში ერთხელ იმსახურებენ. განათლების სამინისტრო ხელს შეუწყობს გრაფიკში, გამოცდების ჩაბარების პროცესში და სწავლის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გასავლელი არ ექნებათ. ეს სისტემა სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს სხვა უწყებებშიც დავნერგოთ მსგავსი მეთოდი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ყველა სიახლე

სოფლის მეურნეობის ტურიზმი კონფერენცია

20 სექტემბერი 2019, 14:42

ეკონომიკა

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - ამ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში 150-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

საქართველოს პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 14:25

საქართველო

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, რის გამოც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიული მუშაკის და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობების შემოღება იგეგმება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 14:19

მსოფლიო

მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას აპროტესტებენ

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიან გადანაწილებას ითხოვენ.

20 სექტემბერი 2019, 14:10

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კომიტეტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება.

ნანა ლორთქიფანიძე

20 სექტემბერი 2019, 14:03

საქართველო

ნანა ლორთქიფანიძე: აჟიოტაჟის შემდეგ ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

20 სექტემბერი 2019, 13:57

ეკონომიკა

კახეთში წელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში მიმდინარე რთველის დროს, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

ირმა ნადირაშვილი

20 სექტემბერი 2019, 13:53

ძალოვნები

პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე ირმა ნადირაშვილს გამოკითხავენ

„ევროპული საქართველოს“ წევრს ირმა ნადირაშვილს პროკურატურაში გამოკითხავენ. საქმე ეხებას მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

20 სექტემბერი 2019, 13:42

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო.

მიკი რურკი

20 სექტემბერი 2019, 13:40

ტაბლოიდი

მიკი რურკმა სამუდამო განსასვენებლად უკრაინა აირჩია

მსახიობის თქმით, უკრაინელმა მეგობარმა დიმიტრი კორნეიჩუკმა ის სოფელი აჩვენა, სადაც მისი ბაბუაა დაკრძალული. რურკი სურვილს გამოთქვამს, სიკვდილის შემდეგ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ხმელნიცკის ოლქში, სოფელ ზაგორციში დაკრძალონ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 13:33

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის ანგარიშს აცნობს. დეპუტატებს საშუალება ექნებათ ქეთევან ციხელაშვილს კითხვები დაუსვან.

საქართველოს პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 13:29

საქართველო

პარლამენტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი აღმოჩნდა.საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა.

პროკურატურა

20 სექტემბერი 2019, 13:08

ძალოვნები

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“.

ტოჩინოშინი

20 სექტემბერი 2019, 13:02

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი რიუდენს დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

ალეკ და ჰილარია ბოლდუინები

20 სექტემბერი 2019, 13:01

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინი მამა მეექვსედ გახდება

მსახიობი ალეკ ბოლდუინი მამა მეექვსედ გახდება. ამის შესახებ მისი მეუღლე ჰილარია Instagram-ზე წერს.„როდესაც ამდენი ბავშვები გყავს, ფეხმძიმობის 6 წუთი ისე გამოიყურება, როგორც 6 თვე,“- წერს ჰილარია ბოლდუინი. ალეკი და ჰილარია 4 საერთო შვილს ზრდიან.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

გახარია: თუ საჭირო გახდა, ვიქნები პირველი პრემიერი, რომელიც პროკურატურაში ჩვენებას მისცემს

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისევე, როგორც პრემიერმინისტრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა, ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. გახარიამ ჟურნალისტების შეკითვებს უპასუხა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი

20 სექტემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერთან საუბრისას კოლეგას იმდენად შემაშფოთებელი პირობა მისცა, რომ დაზვერვის თანამშრომელმა პრეზიდენტის წინააღმდეგ უწყებაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

20 სექტემბერი 2019, 12:48

საქართველო

ცნობილია, როგორ გაიცემა გრანტი 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მომავალი წლიდან გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა.

ირაკლი ლექვინაძე

20 სექტემბერი 2019, 12:25

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი ასახელებს 5 პრობლემას, რომელიც საქართველოში ბიზნესს აწუხებს

ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ბიზნესდავების განხილვის დრო და სასამართლოების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, გარდა ამისა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბიუროკრატია შუა რგოლებში, რეგულაციები, პოლიტიკური რისკები და ლარის კურსი.

ალექსანდრე გაბიშევი იაკუტელი შამანი

20 სექტემბერი 2019, 12:11

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მიმავალი შამანი ფსიქიატრიულში მოათავსეს

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა, იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს. 19 სექტემბერს გაბიშევი ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს.

გოგა ჩხეიძე

20 სექტემბერი 2019, 12:00

სპორტი

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა. ტაილანდში მიმდინარე მესამე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან „ბე“ ჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი მეოთხე შედეგი აჩვენა.