imedi /  14 მარტი 2019, 21:07 / სანდო წყარო

ზალკალიანის მოსმენა პარლამენტში ოპოზიციასთან კამათის ფონზე წარიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, საქართველოს 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი წარადგინა. 

მინისტრის მოსმენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

"როგორ შეიძლება ჩიხში შესულ სიტუაციაზე ვილაპარაკოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, როდესაც ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, რაზეც მეტყველებს ის ფორმატები და იქ მიღწეული შედეგები, რომელზეც მე დღეს გამოსვლაში ვისაუბრე,"-  ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის წარმომადგენელს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სიტუაცია ჩიხშია.

"ჩვენ ხომ მსგავსი პრესრელიზის დაწერას ძალით თავს არავის ვახვევთ. ეს არის ასახვა და შეფასება იმისა, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არის ლიდერი ქვეყანა. ამ ყველაფერს როგორ შეიძლება „ჩიხური საგარეო პოლიტიკა“ უწოდოთ? თუნდაც დღეს გამოქვეყნებული ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ავიღოთ, რომელშიც გენმდივანი, ღია კარის პოლიტიკის თავში საუბრობს საქართველოზე, როგორც კრიტიკულ პარტნიორზე, რომელიც აუცილებლად გახდება ნატოს წევრი,“ - თქვა მინისტრმა.

მინისტრი თავის საპასუხო გამოსვლაში ასევე შეეხო რუსეთის თემასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა ქმედება და აქტივობა საერთაშორისო ფორმატებში, რა თქმა უნდა, არის რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ განხორციელებული.

"2008 წლიდან 2012 წლამდე როდის ყოფილა უშიშროების საბჭოს ფორმატში რუსეთი ასეთი კრიტიკული შეფასების საგანი? ან ეუთოს მინისტერიალებიდან ერთი განცხადება მაინც შემახსენეთ აღნიშნული პერიოდის. როგორც ვიცით, ეუთოში კონსენსუსის პრინციპი არსებობს და ჩვენ გამოვიყენეთ ახალი შესაძლებლობები, იმისთვის, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები დაგმობილი ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ოდესმე ყოფილა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო აქტში რუსეთის ქმედებები ასეთი სიმკაცრით ყოფილიყო დაგმობილი, ოკუპაციას ოკუპაცია დარქმეოდა და საქართველო ყოფილიყო სანქციების ნაწილში მოხსენიებული? 2008 წელს, როდესაც ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ სანქციების მიღება? ხომ იყო შესაბამისი სიტუაცია იმისათვის, რომ მოგეხდინათ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო საქართველოსადმი მოპყრობილი? დღეს, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ სიტუაციაში, რისი გაკეთებაც შეიძლება და რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს  პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას განიხილავს როგორც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს. 

“საქართველოს მთავრობა დღიდან პროექტის ინიცირებისა ხაზს უსვამს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულობას მათ შორის ყველა მაღალი ტრიბუნიდან. ის რომ ანაკლიის პროექტი ჩასმულია ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანზიტო ქსელის ფარგლებში, ასევე ანაკლიის პროექტი მუდმივად დგას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკირი ჯგუფის სამუშაო შეხვედრების დღის წესრიგში და სხვა. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება იმის თქმა რომ სახელმწიფოსთვის აღნიშნული პროექტი არ არის პრიორიტეტული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება,”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2019-2022 წლის სტრატეგიის პრეზენტაციისას ასევე ილაპარაკა დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე, რომელშიც ჩაშლილია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანები ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

ყველა სიახლე

დაჭრა

25 მარტი 2019, 16:10

ძალოვნები

ბათუმის პოლიციაში კაცმა თავის მოკვლა სცადა

ორივე კაცი სავარაუდოდ ბიზნესპარტნიორები იყვნენ, დაჭრამდე კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, პოლიციიდან დაჭრილი გუშინ საღამოს გამოიყვანეს. მეორე დაჭრილი ბათუმის მედცენტრშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში ამბობენ, ის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით მივიდა.

ტაილანდი

25 მარტი 2019, 15:49

საქართველო

14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ჯეკ შეპარდი

25 მარტი 2019, 15:39

ძალოვნები

ჯეკ შეპარდი შესაძლოა საქართველოდან ბრიტანეთში ექსტრადიციას დასთანხმდეს

მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი შესაძლოა, ექსტრადიციას დასთანხმდეს და დიდ ბრიტანეთში კვირის ბოლომდე დაბრუნდეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელენე გოგალაძე

25 მარტი 2019, 15:30

საქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

"კალიფორნიაში სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ", - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 15:18

საქართველო

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 14:58

საქართველო

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოებას ახალი ძალა სჭირდება და ეს წინა არჩევნებმა დაადასტურა. შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 14:52

საქართველო

საქართველოს ქალაქებში სოცმუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესახებ გეგმა არსებობს, ნაწილის მოგვარებას კი დრო სჭირდება.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2019, 14:50

საქართველო

კობახიძე: სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

მანამდე "გირჩმა" საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა. 20 მარტს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა, ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის პარლამენტმა ყურსასმენები უნდა უზრუნველყოს.

სკოტ უოკერი

25 მარტი 2019, 14:46

კულტურა

ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი გარდაიცვალა

უოკერმა თავისი კარიერა The Walker Brothers-ის ტრიოში დაიწყო. 1976 წელს, მან სოლო კარიერა დაიწყო. მისი პირველი ალბომები კომერციულად წარმატებული არ იყო, მაგრამ მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია. თავის ინსპირაციის წყაროდ უოკერს ასახელებდა ტომ იორკი, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი, ჯარვის კოკერი, ალექს ტერნერი და სხვები.

პატიმრები

25 მარტი 2019, 14:38

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები კონკურსის წესით შეირჩნენ.

პოლიცია

25 მარტი 2019, 14:25

საქართველო

პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლეს

როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

სიჩქარის გადაჭარბება

25 მარტი 2019, 14:15

საქართველო

ადგილები თბილისში სადაც კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.

25 მარტი 2019, 14:10

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ქალი 5-საათიანი უწყვეტი სექსის შემდეგ გარდაიცვალა

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ქალი შეუძლოდ სექსის დროს გახდა, ინტიმურ კავშირამდე კი მან ნარკოტიკული საშუალება მიიღო, უცნობია, ზუსტად - რომელი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ილია მეორე

25 მარტი 2019, 14:09

საქართველო

პატრიარქი: რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი დღე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ისტორიულ თარიღს აღემატება.

დარგობრივი კომიტეტი

25 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

კომიტეტმა გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ინიციატივა გულისხმობს საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, დღეს განბაჟების ლიმიტი 300 ლარია. ლიმიტის გაზრდას მთავრობა არ ეთანხმება. მთავრობის პოზიციით, რთულია იმის ადმინისტრირება, არის თუ არა ნივთი პირადი მიზნებისთვის გამოწერილი.

25 მარტი 2019, 13:40

სპორტი

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა 👏

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

25 მარტი 2019, 13:14

ძალოვნები

კაცი, რომელმაც ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

"აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილის გადარჩენა მოხერხდა", - წერია განცხადებაში.

25 მარტი 2019, 13:13

ტაბლოიდი

71 წლის ბრიტანელი ბურლესკის უხუცესი მოცეკვავეა

ინგლისის კუნძულ ვაიტზე მცხოვრები 71 წლის ქალი ბურლესკის ყველაზე ასაკოვანი მოცეკვავეა. მერილინ ბერსი ეროტიული ხასიათის ცეკვებით 1 წლის წინ დაინტერესდა. 71 წლის ქალმა ცხოვრების სტილის შეცვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 13:12

საქართველო

ბაქრაძე: ხელისუფლების კანდიდატების უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას

კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატის უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას. რომან გოცირიძის თქმით კი, კანდიდატების ვინაობას აზრი აქვს.

ლარი კოენი

25 მარტი 2019, 13:03

კულტურა

ლარი კოენი გარდაიცვალა

ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ის ცნობილი ფილმების, „მანიაკი პოლიციელი“, „ის ცოცხალია“ და „საშინელებათა ოსტატები“ რეჟისორია.