imedi /  15 მარტი 2019, 10:38 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი გარეგინ მეორეს აფხაზეთში სომხური ეკლესიების დაქვემდებარებას სთავაზობს

სალომე ზურაბიშვილი და გარეგინ მეორე

სალომე ზურაბიშვილი და გარეგინ მეორე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ მეორეს შეხვდა. სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, კი, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

"ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

გარეგინ მეორის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული. საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა  მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით. 

ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო. 

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში", - პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ოკუპირებული გალის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიაზე და საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილა  ყურადღება.

"რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით - განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე - ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება. დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. 

ასევე, იცით რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, როგორც რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც ცხოვრებს ამ მძიმე პირობებში.

რაც ეხება მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ,  იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება. 

ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარება მიტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში გაფანტული სომეხი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სულიერი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება.

"ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან სომხეთის ურთიერთობაზე, ამის შესახებ თქვენთვის ყველაფერი ცნობილია, კერძოდ ყარაბაღის პრობლემა და ჩვენი სიძნელეები რასაც ჩვენ ვაწყდებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობით და მინსკის ჯგუფის ძალისხმევით მშვიდობიანად მოგვარდება ყველაფერი, უზრუნველყოთ მშვიდობიანი სიცოცხლე ყარაბახში, ჩვენი შვილებისთვის. მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად არის კონფლიქტები მოაგვაროს მშვიდობიანი გზით", - აღნიშნა გარეგინ მეორემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2019, 01:32

მსოფლიო

ტრამპი ირანს აშშ-სთან ომს არ ურჩევს

მაისის დასაწყისში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ნფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

20 მაისი 2019, 01:26

საქართველო

ცესკო: მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ზუგდიდი

20 მაისი 2019, 01:21

საქართველო

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ნიკა მელია

20 მაისი 2019, 01:19

საქართველო

მელია სააკაშვილის მოწოდებაზე: არ შეიძლება, ემოციურ ფონზე გაკეთდეს განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ზესტაფონში მეორე ტურს ვარაუდობს. ზუგდიდში კი, მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ პროცენტები დაწეროს. პოლიტიკოსის შეფასებით, „თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა გეგა შენგელიას“.

არჩევნები

20 მაისი 2019, 01:09

საქართველო

აბასთუმანში წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გენადი ბოლქვაძემ გაიმარჯვა. გენადი ბოლქვაძეს ნდობა 584 ადგილობრივმა გამოუცხადა, რაც არჩევნებში მონაწილე პირთა 93%-ია. 38 ხმა კი დანარჩენ 8კანდიდატზე გადანაწილდა.

ვახტანგ ბერიძე

20 მაისი 2019, 00:58

საქართველო

ხულოში 54-ივე უბნის მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა. მან ხმების 70,9 პროცენტი აიღო, კერძოდ 9 909 ხმა. კენჭისყრაში სულ 14 163 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან 187 ხმა ბათილია.

ელენე ქებაძე

20 მაისი 2019, 00:58

სპორტი

ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

მთლიანობაში საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

მიხეილ ბენიძე

20 მაისი 2019, 00:46

საქართველო

სამართლიანი არჩევნები: კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ლადო კახაძე

20 მაისი 2019, 00:42

საქართველო

ლადო კახაძე: დარწმუნებული ვარ რომ მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა იქნება

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა დაფიქსირდება. კახაძე დაბალ აქტივობას იმით ხსნის, რომ „ალბათ, ადამიანებმა იფიქრეს, რომ ისედაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა“.

მიხეილ სააკაშვილი

20 მაისი 2019, 00:40

საქართველო

სააკაშვილი: მე და სანდრა არ დავიღლებით, ხვალიდან ქმედება იწყება

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით მორიგი Facebook-ლაივი გამართა, სადაც თქვა, რომ სანდრა რულოვსი და თვითონ არ დაიღლებიან და ხვალიდან იწყება ქმედება.

საფეხბურთო კლუბი „ვიტ-ჯორჯია“

20 მაისი 2019, 00:38

ძალოვნები

სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს უწყებაში დაუდასტურეს. დაკავებული ფეხბურთელების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, საქმე გარიგებულ მატჩებს უკავშირდება.

Huawei

20 მაისი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

მედია: Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა

Reuters-ის ექსკლუზივის ირგვლივ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ Google-სა და Huawei-ს. წინასწარი ინფორმაციით, Huawei-ს აეკრძალება წვდომა Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის გარეთ არსებული Huawei-ს სმარტფონები Google-ის აპლიკაციების მაღაზიიდან (Google Play) განახლებას ვეღარ მიიღებენ.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 00:23

საქართველო

სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის

„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მაისი 2019, 00:15

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია.

იაგო ხვიჩია

19 მაისი 2019, 23:57

საქართველო

იაგო ხვიჩია: ეს არჩევნები წავაგეთ

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს. მისი თქმით, ორი ძალა ინარჩუნებს დომინანტობას.საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.

გიგა ბოკერია

19 მაისი 2019, 23:54

საქართველო

ბოკერია: მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „წინასწარი მონაცემებით, ოქროყანის გარეთ, მთაწმინდაზე და ვერაზე შალვა შავგულიძე ლიდერობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 23:44

საქართველო

კობახიძის თქმით, მარნეულსა და ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08% დააგროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თორნიკე რიჟვაძე

19 მაისი 2019, 23:33

საქართველო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნაციონალებს: „ჩაო“

კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძის თქმით, "შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო".

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 23:13

ძალოვნები

შსს: არჩევნებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე პირი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, ისინი უკვე გამოუშვეს.

მამუკა ბახტაძე

19 მაისი 2019, 23:04

საქართველო

ბახტაძე: ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, მთაწმინდაზე სავარაუდოდ მეორე ტური იქნება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. „იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ მეორე ტური იქნება“, - თქვა ბახტაძემ.