imedi /  15 მარტი 2019, 14:25 / სანდო წყარო

ბესელია შაბათს კომიტეტის სხდომაზე თავის კანონპროექტს არ გაიტანს

"სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს სასამართლოს სრულ იზოლაციას, არ ნიშნავს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი იყოს დარღვეული სასამართლოს სასარგებლოდ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ევროპული საქართველო გთავაზობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს ჰქონდეს უფლება შეარჩიოს კანდიდატურა. ამავე დროს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც კონსტიტუციური უფლების მქონე ორგანოს ექნება უფლება, რომ უარი თქვას ნებისმიერი კანდიდატურის წარდგენაზე, ოღონდ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სრული კონსენსუსით და არ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მმართველ კლანს. ჩვენ ვთვლით, რომ ზოგადად სასამართლოში უზენაესი მოსამართლეების განწესების პროცესში პარლამენტის როლი უნდა იყოს წამყვანი და არა იუსტიციის საბჭოს კონკრეტული უმრავლესობის.

სასამართლო ისევე საჭიროებს დაბალანსებას, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. ამიტომ ვთვლით, რომ პარლამენტის როლი ამ მხრივ არის გასაზრდელი. ამას ეხმაურება ეს პროექტი. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მხრიდან იუსტიციის საბჭოში არჩეულ წევრსაც ექნება კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება და ეს პრინციპი დიახაც არის გათვალისწინებული სპეციალურად ამ პროექტში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის პრობლემა და დიახაც, მივიჩნევთ, რომ უზენაესს სასამართლოზე უნდა არსებობდეს პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმური მონაწილეობის შესაძლებლობა და პარლამენტი არ იყოს შეზღუდული მხოლოდ იმ კანდიდატურებით, რომელსაც ჩინჩალაძის „კლანი წარმოგვიდგენს“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრს ოთარ კახიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კითხვები დაუსვა და აღნიშნა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. მაჭარაშვილის ამ განცხადებას ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა.

"წაიკითხოს კონსტიტუცია, თუ რა უფლებები აქვს პარლამენტს, ნოტაციების კითხვა, რა ვილაპარაკოთ და რა არა და რა ჩარჩოებში ჩავჯდეთ, თქვენი საქმე არ არის. პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?! ეს არის საკანონმდებლო ორგანო და აქ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე. პარლამენტს კონსტიტუციით აქვს შიდა და გარე პოლიტიკის უფლება. მეოცედ ამბობთ პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო, პარლამენტში ვართ, პარლამენტში, რომ იცოდეთ!“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს, - ამ განცხადებით დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ის გარემოება გააპროტესტა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, წამყვანი კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება.

ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტში განხილვის პროცესი ფორსირებულად დაიწყო და საჭიროა ამ საკითხზე კომიტეტები უფრო მეტად მოემზადონ. ამ კონტექსტში დეპუტატმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პარლამენტის რეგლამენტი კომიტეტებს განხილვისთვის მეტ ვადას აძლევს.

"ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს. ეს არის საკითხი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, ნუ გავაუბრალოებთ იმას, რაც ხდება. კომიტეტები სერიოზულად უნდა მოემზადოს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე. პარლამენტის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხვალ, შაბათს დანიშნულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანოს.

3 ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტი, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ითვალისწინებს, უკვე ბიუროზეა დარეგისტრირებული.

აქედან ერთი მმართველმა გუნდმა, მეორე და მესამე კი ეკა ბესელიამ და „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადეს.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

ყველა სიახლე

მოგზაურობა

27 მარტი 2019, 00:18

ეკონომიკა

TripAdvisor-მა 2019 წლის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა

2018 წლის 12 თვის მონაცემებით, სასტუმროების, რესტორნების და მიღებული გამოცდილების მხრივ ლონდონმა პარიზს გაუსწრო. როგორც TripAdvisor-ი აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მიზეზი სამეფო ოჯახის ქორწილი და პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციებია.

კონორ მაკგრეგორი

27 მარტი 2019, 00:13

მსოფლიო

NYT: კონორ მაკგრეგოს გამოძიება სექსუალურ დანაშაულს ედავება

ირლანდიის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას შერეული ორთაბრძოლის ყოფილი ჩემპიონის კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. მას პოლიცია სექსუალურ დანაშაულს ედავება. გამოძიება 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ რაც პოლიციას მიმართა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორის ქმედებით, დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში შეწუხდა.

იტალია

27 მარტი 2019, 00:01

მსოფლიო

ავტობუსის გატაცებისთვის განგაშის ამტეხავი ბიჭი იტალიის მოქალაქეობას მიიღებს

ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები სკოლის ავტობუსის სავარაუდო გამტაცებლისგან იხსნა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის მოადგილემ, მატეო სალვინიმ განაცხადა. 13 წლის რამი შეჰატამ მობილურით განგაშის სიგნალი გადასცა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მოსწავლეები გაიტაცა.

მაუწყებლობა

26 მარტი 2019, 23:41

საქართველო

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია TV4 რამდენიმე დღის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ეთერს წყვეტს. ამის შესახებ განცხადება საინფორმაციო გამოშვების დასასრულს გადაცემის წამყვანმა გააკეთა. ტელევიზიის ოფიციალური განცხადების თანახმად, გარკვეული ძალების მხრიდან მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მიხეილ გელა სალუაშვილი

26 მარტი 2019, 23:38

საქართველო

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პირველი კანდიდატი მიხელ-გელა სალუაშვილია

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილია. ინფორმაციას თავად facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

მუსიკა

26 მარტი 2019, 23:16

კულტურა

ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა

ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები წერენ.

ნოდარ მგალობლიშვილი

26 მარტი 2019, 23:08

კულტურა

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია imedinews-ს მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს. მანამდე მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ნოდარ მგალობლიშვილის შვილმა დაწერა

დიეტა

26 მარტი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

წლიურად ადამიანი 3-დან 5 კილოგრამამდე შხამქიმიკატებს ჭამს

დღეს ადამიანები ძირითადად გადამუშავებული საკვები პროდუქტებით იკვევებიან, გადამუშავების დროს კი პროდუქტი კარგავს დადებით ნივთიერებებს და იძენს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამერიკელმა ექიმმა ამისგან თავის დასაღწევად ჰიბრიდული დიეტა შექმნა.

26 მარტი 2019, 22:52

ეკონომიკა

Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას განიხილავს

ამერიკული ავტო კონცერნი Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს. საუბარია ყველა ერთობლივი საწარმოს გასვლაზე და რუსეთში ექსპორტის შეწყვეტაზე. თუმცა განიხილება უფრო მსუბუქი ვარიანტებიც. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე მონაწილეობის შემცირება.

ახალი ზელანდია

26 მარტი 2019, 22:31

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში შტორმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. ვიდეო

ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად ახალ ზელანდიაში, ქალაქ ფრანც ჯოზეფთან ახლოს საავტომობილო ხიდი დაზიანდა, ადიდებულმა მდინარე ხიდი დაანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლუ ვეია

26 მარტი 2019, 22:20

მსოფლიო

ჩინეთში მთავარი ინტერნეტ ცენზორი კორუფციის ბრალდებით ციხეში ჩასვეს

ჩინეთში, ქრთამის აღების ბრალდებით მთავარი ინტერნეტ ცენზორი გაასამართლეს. ქალაქ ნინბოს სასამართლომ 59 წლის ლუ ვეიას, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კანცელარიის ინტერნეტ -ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ის 3 მილიონი იუანით(447 ათასი დოლარი) დააჯარიმეს.

სალომე ზურაბიშვილი

26 მარტი 2019, 22:04

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის

პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან. დღეს ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2019, 21:51

საქართველო

რა ეწერა მდინარაძის შეტყობინებაში, რომელიც მან შემთხვევით ბესელიას გაუგზავნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა რა ეწერა მესიჯში, რომელიც მან შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა. "მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო", - თქვა მდინარაძემ.

ჰენრი ტესენგი

26 მარტი 2019, 21:47

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე მოკვდა

ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა. ჰენრი ტესენგი აღ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

26 მარტი 2019, 21:23

ტაბლოიდი

მესიმ iPhone ოქროთი შეამკო და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი სმარტფონის გარსი სუფთა ოქროთი დაფარა. ამის გარდა iPhone XS Max-ი რომლის ფასიც 1300 ევროა, სპორტსმენმა „ბარსელონას“ ემბლემით და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა.

ინტერნეტი

26 მარტი 2019, 21:06

საქართველო

ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები უკვე შევიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მიზანი იმ ხარისხის გაკონტროლებაა, რომელიც წესით, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ადექვატური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2019, 20:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს.

ოჯახში ძალადობა

26 მარტი 2019, 20:52

საქართველო

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს. 59-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, მათ შორის მხვერპლის განრიდების სისტემაში. პრობლემის მინიმუმადე დაყვანას აანონსებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სიმონ მაისურაძე

26 მარტი 2019, 20:37

სპორტი

ქართველი მწვრთნელი ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს

ვეტერანი რაგბის მოთამაშე, ეროვნული აკადემიისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა.