imedi /  16 მარტი 2019, 00:45 / დაუდასტურებელი

კახა კალაძე თბილისის გენგეგმაზე: სამომავლოდ შეცდომებს აღარ დავუშვებთ

გენგეგმა

კახა კალაძე

თბილისის მერმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ შეაფასა. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა „სითი ინსტიტუტს“, თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი განვითარება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს და არ მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით თბილისში. ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას და იმ შედეგს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, გამოვასწორებთ, თუმცა სამომავლოდ, ჩვენ აღარ  დავუშვებთ შეცდომებს“, - განაცადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. 

„საუბარი, რასაც დღეს ვისმენდით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, თითქოს ბოტანიკურ ბაღში 14 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ზონა ეცვლებოდა, ამაზე გაკეთდა არაერთი განცხადება ჩვენი მხრიდან, რომ ყოფილა გარკვეული ტექნიკური ხარვეზი და სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა ის, რომ მომავალში ეს ტერიტორია სამშენებლოდ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ყველას დავუმტკიცეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასევე, მიდიოდა მანიპულაციები იმაზე, რომ რეკრეაციული ზონები შემცირდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვის ფორმატში აჩვენა მოსახლეობას მონაცემები, რომლითაც დგინდება, რომ 2009 წლის გენერალური გეგმით დამტკიცებული სატყეო ზონა, რომელიც პრაქტიკულად გამქრალი იყო და მხოლოდ 2 პროცენტს წარმოადგენდა, განახლებული გენერალური გეგმის ბოლო ვერსიით გაიზარდა 47%-მდე, სარეკრეაციო ზონა გაიზარდა 46%-მდე, ასევე შეიცვალა სტატუსი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონამ და განისაზღვრა 6 პროცენტით. მათივე განმარტებით, ლანდშაფტური ტერიტორიის ნაწილის სტატუსი კიდევ უფრო გამკაცრდა და სატყეოში გადაინაცვლა. 

თბილისის მერმა ასევე, განმარტა კ2 კოეფიციენტის გაცემის საკითხი და წარმოდგენილი სტატისტიკით მოსახლეობას აჩვენა, რომ 2018 წელს მხოლოდ 63 სპეციალური ზონალური შეთანხმებაა გაცემული პარამეტრის მატების კუთხით, რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე წინა წლებში მიღებული შეთანხმებები.

საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა 15 მარტს დაამტკიცა.

ყველა სიახლე

მიხეილ ბენიძე

20 მაისი 2019, 00:46

საქართველო

სამართლიანი არჩევნები: კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ლადო კახაძე

20 მაისი 2019, 00:42

საქართველო

ლადო კახაძე: დარწმუნებული ვარ რომ მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა იქნება

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა დაფიქსირდება. კახაძე დაბალ აქტივობას იმით ხსნის, რომ „ალბათ, ადამიანებმა იფიქრეს, რომ ისედაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა“.

მიხეილ სააკაშვილი

20 მაისი 2019, 00:40

საქართველო

სააკაშვილი: მე და სანდრა არ დავიღლებით, ხვალიდან ქმედება იწყება

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით მორიგი Facebook-ლაივი გამართა, სადაც თქვა, რომ სანდრა რულოვსი და თვითონ არ დაიღლებიან და ხვალიდან იწყება ქმედება.

საფეხბურთო კლუბი „ვიტ-ჯორჯია“

20 მაისი 2019, 00:38

ძალოვნები

სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს უწყებაში დაუდასტურეს. დაკავებული ფეხბურთელების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, საქმე გარიგებულ მატჩებს უკავშირდება.

Huawei

20 მაისი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

მედია: Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა

Reuters-ის ექსკლუზივის ირგვლივ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ Google-სა და Huawei-ს. წინასწარი ინფორმაციით, Huawei-ს აეკრძალება წვდომა Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის გარეთ არსებული Huawei-ს სმარტფონები Google-ის აპლიკაციების მაღაზიიდან (Google Play) განახლებას ვეღარ მიიღებენ.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 00:23

საქართველო

სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის

„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მაისი 2019, 00:15

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია.

იაგო ხვიჩია

19 მაისი 2019, 23:57

საქართველო

იაგო ხვიჩია: ეს არჩევნები წავაგეთ

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს. მისი თქმით, ორი ძალა ინარჩუნებს დომინანტობას.საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.

გიგა ბოკერია

19 მაისი 2019, 23:54

საქართველო

ბოკერია: მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „წინასწარი მონაცემებით, ოქროყანის გარეთ, მთაწმინდაზე და ვერაზე შალვა შავგულიძე ლიდერობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 23:44

საქართველო

კობახიძის თქმით, მარნეულსა და ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08% დააგროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თორნიკე რიჟვაძე

19 მაისი 2019, 23:33

საქართველო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნაციონალებს: „ჩაო“

კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძის თქმით, "შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო".

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 23:13

ძალოვნები

შსს: არჩევნებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე პირი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, ისინი უკვე გამოუშვეს.

მამუკა ბახტაძე

19 მაისი 2019, 23:04

საქართველო

ბახტაძე: ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, მთაწმინდაზე სავარაუდოდ მეორე ტური იქნება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. „იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ მეორე ტური იქნება“, - თქვა ბახტაძემ.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 22:57

საქართველო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. სანდრა რულოვისის თქმით, მას უბნებიდან "ძალიან კარგი ციფრები" მისდის.

სალომე ზურაბიშვილი ქეთი მელუა

19 მაისი 2019, 22:36

კულტურა

ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადების შეტანას აპირებს, რაც პრეზიდენტის თქმით მას "აუცილებლად დაუკმაყოფილდება".

ახმეტის 24-ე საარჩევნო უბანი

19 მაისი 2019, 22:22

საქართველო

პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

მთლიანობაში რეგისტრირებული 1,220 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი არჩევანი 617-მა მოქალაქემ გააკეთა. ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი. მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მარნეული

19 მაისი 2019, 22:14

საქართველო

მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევებს, რაზეც ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ხმების დათვლა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

19 მაისი 2019, 22:13

საქართველო

ცესკომ წყალტუბოსა და ტყიბულში ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა

დღეს წყალტუბოს და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით გაიმართა. ცესკომ აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა, თუმცა ცესკო აცხადებს, რომ ფურცელზე არსებული მონაცემები არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ზაურ დარგალი

19 მაისი 2019, 22:10

საქართველო

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი მილოცვებს იღებს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველადი შედეგების მიხედვით მარნეულის მერობის არჩევნებში მათი კანდიდატი ზაურ დარგალი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მათი განცხადებით, რამდენიმე უბნიდან შემოსული შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 22:04

საქართველო

კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები.