imedi /  16 მარტი 2019, 20:22 / სანდო წყარო

ციხელაშვილი: მშვიდობის შენარჩუნება, თუნდაც ოკუპაციის პირობებში, აუცილებელია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია რომ გვქონდა ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ჩატარების საშუალება და შედგა ამ საკითხზე თანამშრომლობა. „ახლა კომპლექსური ექსპერტიზა მოგვცემს საშუალებას ვუპასუხოს კითხვებს მათ შორის გარემოებებზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში.

„62 სოფელში გვაქვს გაყოფილი რეალობა და გვაქვს მიმდინარე ოკუპაცია. ჩვენ ვართ დიდი გამოწვევის წინაშე და სწორედ ამიტომ ვალდებულება გვაქ მაღალი პასუხისმგელობით მივუდგეთ მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს. ვიყოთ ძალიან ფრთხილები რომ პროვოკაციას არ წამოვეგოთ“, - ამბობს მინისტრი.

„მეტი პასუხისმგელობაა საჭირო. არ მინდა ვიფიქრო, რო ხურვალეთში პროვოკაციები მიზამიმმართულად ხდება. მინდა აღვნიშნო, რომ გახშირებული დაკავებები უკავშირდება გახშირებულ კონტაქტებს. კიდევ მეტ ადამიანს სურს დანარჩენ საქართველოსთან მეტი კონტაქტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გავამყაროთ მაგრამ მშვიდობა, თუნდაც ოკუპაციაში, აუცილებელია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

15 მარტს ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხურვალეთში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. მათ ოკუპანტები  სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე  დაინახეს, სადაც ცოტა ხნის წინ სამეთვალყურეო კოშკურა დამონტაჟდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ვიდეოკადრები იმ ადგილზეა გადაღებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ დაადასტურა. ამის თაობაზე Imedinews-ს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსამსახურში განუცხადეს. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოეგმაც.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 15:06

სპორტი

ბასილაშვილი როლან გაროსის ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" დიდი სლემის ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ხუან-იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდა. შეხვედრა 1 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

მოსწავლები

27 მაისი 2019, 15:00

საქართველო

სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ექსკურსიებზე გაცემული რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებს მოუწოდებს, რომ დაიცვან უწყების მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა.

იაგო ნებიერიძე

27 მაისი 2019, 14:58

ძალოვნები

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

27 მაისი 2019, 14:42

კულტურა

12 წლის ქართველმა უკრაინაში მუსიკალურ კონკურსზე ჟიური ატირა. ვიდეო

მას "ბრმა კასტინგზე" ჟიურის ყველა წევრი მიუბრუნდა. ქართველმა მომღერალმა All by myself შეასრულა. 12 წლის ბიჭს დარბაზი ფეხზე დაუდგა და ტაში არ წყდებოდა. ცრემლები ვერ შეიკავა როგორც კონკურსის მონაწილემ, ისე ჟიურიმ.

საპარტნიორო ფონდი

27 მაისი 2019, 14:37

ეკონომიკა

საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას, გარედან 7 დოლარის ინვესტიცია მოჰყვება

საპატრნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას, გარედან 7 დოლარის ინვესტიცია მოჰყვება. ამის შესახებ საგანელიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენის დროს განაცხადა.

ექსკურსია

27 მაისი 2019, 14:21

საქართველო

რა წერია კოდექსის პროექტში ექსკურსიების დროს ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ

ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტში სპეციალური ჩანაწერებია. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. ბავშვის უფლებათა კოდექსს პლენარულ სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით განიხილავენ.

ნიკა გვარამია

27 მაისი 2019, 14:17

საქართველო

ჭიათურაში გაფიცულები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

" შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?“, – წერს ნიკა გვარამია.

ეჭვმიტანილი

27 მაისი 2019, 14:16

მსოფლიო

ლიონში აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ლიონში აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა განაცხადა, თუმცა არ დაუზუსებია დეტალები ჭვმიტანილის ვინაობის, არც დაკავების ადგილის თაობაზე.

ალჟირი

27 მაისი 2019, 14:09

მსოფლიო

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ France24 ალჟირის საკონსტიტუციო საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. რეგისტრაცია კანდიდატებმა მას შემდეგ გაიარეს, რაც ქვეყნის რადიომ გამოაცხადა, რომ დედლაინი პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების გარეშე 25 მაისს ამოიწურა. საკონსტიტუციო საბჭომ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მათ ორი კანდიდატის აბდელჰაკიმ ჰამადის და ჰამიდ ტოუაჰრის მონაცემები მიიღეს.

სკვერები

27 მაისი 2019, 14:06

საქართველო

როგორ გამოიყურება თბილისში რეაბილიტირებული და გამწვანებული სკვერები. ფოტო

თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის თესვა დაიწყო, ამ დრომდე თბილისის მასშტაბით ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჯამში კი ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი.

ნათია თურნავა

27 მაისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერის დავალებით ნათია თურნავა ჭიათურაში ჩავა

დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.

კლინიკა

27 მაისი 2019, 13:57

საქართველო

ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა, ერთს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

საქართველოს რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის ადმინისტრაციული შენობის საწყობში წარმოებული სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი "ფერომედში", მეორე კი "ჯეოჰოსპიტალშია" მოთავსებული.

27 მაისი 2019, 13:46

საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალებში მომსახურე აზერბაიჯანელები სკანდირებენ საქართველოს გაუმარჯოს. ვიდეო

საქართველოს თავდაცვის ძალებში მომსახურე აზერბაიჯანელები საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავენ. ვიდეოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიდეოში ისმის შეძახილი ''საქართველოს გაუმარჯოს.'' ვიდეო თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სარდლობის ორხევის საავტომობილო ბაზაზეა გადაღებული.

ჭიათურა

27 მაისი 2019, 13:34

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს პარლამენტში დახურულ ფორმატში მოუსმენენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნოკოლოზ ჩიქოვანს ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. შეხვედრა დახურული იქნება.

26 მაისი

27 მაისი 2019, 13:28

საქართველო

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ფოტო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამასთან დაკავშირებით ფოტოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დავით ზალკალიანი

27 მაისი 2019, 13:20

საქართველო

ზალკალიანი: ვიდრე სადელიმიტაციო კომისია მსჯელობს, გარეჯში პროცესები უნდა შეწყდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია რომ დავით გარეჯში პროცესები შეწყდეს, სანამ სადელიმიტაციო კომისია მსჯელობს, რათა არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის მიეცეს. მისი თქმით, კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება.

ირაკლი კობახიძე

27 მაისი 2019, 13:15

საქართველო

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. მეოთხე ტალღის რეფორმის მთავარი მინართულებებია მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხი და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სკოლის რეფორმირება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 13:09

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა

ჩოგუბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში კარიერის რეკორდი დაამყარა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართველი მე-16 ადგილზეა. ქართველი ჩოგბურთელი დღეს როლან გაროსის ტურნირზე ასპარეზობას იწყებს.

უფლისციხე

27 მაისი 2019, 13:03

ძალოვნები

უფლისციხეში ექსკურსიაზე წასული ბავშვი სიმაღლიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა უფლისციხეში. მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ის კლინიკა "გორმედში გადაიყვანეს". მოზარდს წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები აღენიშნება. ექსკურსიაზე ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ წასულები.

სკოლა

27 მაისი 2019, 13:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 95 და 85 წლის ომის ვეტერანებმა სკოლის ატესტატი აიღეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ჯო პერიკონმა და კორეის ომის ვეტერანმა ბილ უილიამ არნოლდ კრეკდოკმა 25 მაისს სკოლის დასრულება აღნიშნეს. ვეტერანები 95 და 85 წლისანი არიან. მათ სწავლას თავი იმის გამო დაანებეს, რომ ომში წასულიყვნენ.