imedi /  17 მარტი 2019, 08:11 / სანდო წყარო

ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ. ცხედარს სენაკის საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე დაასვენებენ, 14:00 საათზე კი გაასვენებენ.

მანამდე გალში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თბილისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ყველა სიახლე

მობი და ნატალი პორტმანი

27 მაისი 2019, 16:09

ტაბლოიდი

მობი ნატალი პორტმანს მათი რომანის გასაჯაროების გამო ბოდიშს უხდის

მობი წერს, რომ თავის ბიოგრაფიულ წიგნში პორტმანის ნებართვის გარეშე მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არ უნდა დაეწერა. ,,მეტი პატივისცემა უნდა გამომეჩინა”, - დასძინა მობიმ, რომელმაც ებრაელ ვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც მან მათ შორის არსებული რომანტიკული ურთიერთობის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, უკვე წაშალა.

კნუტი

27 მაისი 2019, 16:08

ტაბლოიდი

კნუტმა პატრონის შეშინება სცადა, მან კი ის საერთოდ ვერ შენიშნა. ვიდეო

ვიდეო სულ 5-წამიანია, მისი მთავარი პერსონაჟი (სავარაუდოდ თავად Rottems-ი) ჰოლში მიდის, რა დროსაც ერთ-ერთი ოთახის კუთხიდან კნუტი ხტება. თუმცა პატრონზე კნუტის "თავდასხმა" წარუმატებელია, რადგან პატრონს მისი არა თუ შეეშინდა, ვერც კი "შენიშნა".

დავით საგანელიძე

27 მაისი 2019, 15:42

ეკონომიკა

საგანელიძე: ფონდი საქართველოს რკინიგზას და ელექტროსისტემას არ უნდა ფლობდეს

დავით საგანელიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას გამოეხმაურა ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით. საგანელიძე ქობულიას ეთანხმება და პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ამის თაობაზე ჯერ კიდევ ფონდში მისვლამდე ღიად საუბრობდა.

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 15:27

ძალოვნები

პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურებაზე ომბუდსმენის შეფასებას არ ეთანხმება

სახალხო დამცველის ანგარიშში პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებულ შენიშვნებს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი გამოეხმაურა. მან მათ შორის იმ საკითხზე გააკეთა კომენტარი, უნდა ჰქონდეს თუ არა წვდომა სახალხო დამცველს გახმაურებული საქმეების მასალებზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

27 მაისი 2019, 15:22

ძალოვნები

N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი დაიზიანა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ავთანდილ სოფრომაძის მდგომარეობას განმარტავს. Imedinews-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „ავთანდილ სოფრომაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახორციელებს, მსჯავრდებული ითხოვს N7 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას და ამ მიზნით აწყობს პროვოკაციებს“.

27 მაისი 2019, 15:19

საქართველო

ჭიათურის თეატრი მაღაროელთა პროტესტს შეუერთდა

მათი თქმით, მხარდაჭერა ჯერ კიდევ უკრაინაში გასტროლებზე ყოფნისას გამოუცხადეს ახლა კი თანადგომის ნიშნად ფესტივალებში მონაწილეობაზე და სპექტაკლების დადგმაზე უარი თქვეს. მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მაღაროელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ელექტრომობილი

27 მაისი 2019, 15:17

ეკონომიკა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით 3 მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „აი გრუპი“ ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.

ცესკო

27 მაისი 2019, 15:13

საქართველო

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს ჩატარდება

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში იქნება. მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის იმართება. 19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

ომარ მახარაძე

27 მაისი 2019, 15:12

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა და ლექტორმა ომარ მახარაძემ, რომელსაც ბათუმს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგები დატოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 15:06

სპორტი

ბასილაშვილი როლან გაროსის ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" დიდი სლემის ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ხუან-იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდა. შეხვედრა 1 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

მოსწავლები

27 მაისი 2019, 15:00

საქართველო

სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ექსკურსიებზე გაცემული რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებს მოუწოდებს, რომ დაიცვან უწყების მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა.

იაგო ნებიერიძე

27 მაისი 2019, 14:58

ძალოვნები

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

27 მაისი 2019, 14:42

კულტურა

12 წლის ქართველმა უკრაინაში მუსიკალურ კონკურსზე ჟიური ატირა. ვიდეო

მას "ბრმა კასტინგზე" ჟიურის ყველა წევრი მიუბრუნდა. ქართველმა მომღერალმა All by myself შეასრულა. 12 წლის ბიჭს დარბაზი ფეხზე დაუდგა და ტაში არ წყდებოდა. ცრემლები ვერ შეიკავა როგორც კონკურსის მონაწილემ, ისე ჟიურიმ.

საპარტნიორო ფონდი

27 მაისი 2019, 14:37

ეკონომიკა

საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას გარედან 7 დოლარის ინვესტიცია მოჰყვება

საპატრნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას, გარედან 7 დოლარის ინვესტიცია მოჰყვება. ამის შესახებ საგანელიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენის დროს განაცხადა.

ექსკურსია

27 მაისი 2019, 14:21

საქართველო

რა წერია კოდექსის პროექტში ექსკურსიების დროს ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ

ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტში სპეციალური ჩანაწერებია. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. ბავშვის უფლებათა კოდექსს პლენარულ სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით განიხილავენ.

ნიკა გვარამია

27 მაისი 2019, 14:17

საქართველო

ჭიათურაში გაფიცულები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

" შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?“, – წერს ნიკა გვარამია.

ეჭვმიტანილი

27 მაისი 2019, 14:16

მსოფლიო

ლიონში აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ლიონში აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა განაცხადა, თუმცა არ დაუზუსებია დეტალები ჭვმიტანილის ვინაობის, არც დაკავების ადგილის თაობაზე.

ალჟირი

27 მაისი 2019, 14:09

მსოფლიო

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ France24 ალჟირის საკონსტიტუციო საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. რეგისტრაცია კანდიდატებმა მას შემდეგ გაიარეს, რაც ქვეყნის რადიომ გამოაცხადა, რომ დედლაინი პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების გარეშე 25 მაისს ამოიწურა. საკონსტიტუციო საბჭომ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მათ ორი კანდიდატის აბდელჰაკიმ ჰამადის და ჰამიდ ტოუაჰრის მონაცემები მიიღეს.

სკვერები

27 მაისი 2019, 14:06

საქართველო

როგორ გამოიყურება თბილისში რეაბილიტირებული და გამწვანებული სკვერები. ფოტო

თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის თესვა დაიწყო, ამ დრომდე თბილისის მასშტაბით ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჯამში კი ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი.

ნათია თურნავა

27 მაისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერის დავალებით ნათია თურნავა ჭიათურაში ჩავა

დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.