imedi /  17 მარტი 2019, 12:06 / სანდო წყარო

ჰარცელი: რუსეთმა საქართველოს კვარაცხელიას გარდაცვალებაზე მტკიცებულებები უნდა გადასცეს

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გალში გარდაცვლილი ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად“, - განაცხადა ჰარცელმა.

გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ. მანამდე გალში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თბილისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ყველა სიახლე

18 მარტი 2019, 15:53

ტექნოლოგიები

MySpace-ს მომხმარებელთა მონაცემების უმეტესი ნაწილი წაეშალა

სოციალური ქსელი MySpace-ი სერვერებიდან მომხმარებლების მონაცემების დაკარგვის გამო ბოდიშს იხდის. ექაუნთების მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წვდომა თავიანთ ძველ ფაილებზე გაეთიშათ.

18 მარტი 2019, 15:46

ეკონომიკა

როგორ შეუძლია მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა

ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. ამ 200 000 მოქალაქეს პირველი აპრილიდან რეფორმის დატოვების უფლება აქვს.

Android

18 მარტი 2019, 15:42

საქართველო

აღმოჩენილია ANDROID აპლიკაცია, რომელიც ბატარეას ანადგურებს

კიბერუსაფრთხოების მკვლევარების ინფორმაციით, „ყალბმა უფასო ოპერაციებმა“ 206 აპლიკაცია დააზიანა, რომლის უკვე თითქმის 150 მილიონი გადმოტვირთვა დაფიქსირდა. Adware - ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც ხშირად „ბექგრაუნდზე“ რეკლამის სახით ჩნდება და სწორედ ეს აფერხებს ტელეფონების, ბატარეის მუშაობას.

ზვავი

18 მარტი 2019, 15:34

საქართველო

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

საპატრულო პოლიციის ცნობით, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით. "მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს", - ამბობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

გედევან ფოფხაძე

18 მარტი 2019, 15:23

საქართველო

ფოფხაძე უმრავლესობას: ეს კანონპროექტი მომავალს წაართმევს თქვენს შვილებს

„მე არ ვენდობი ჩემს კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს“, - თქვა ფოფხაძემ.

სტიქია

18 მარტი 2019, 15:18

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ტროპიკული ციკლონის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

არსებული მონაცემებით, ციკლონმა სამხრეთ აფრიკაში 150-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე 100-მდე ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. მათგან 80-ზე მეტი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზიმბაბვეში დაიღუპა. 68 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა მოზამბიკაში.

გულის შეტევა

18 მარტი 2019, 15:12

ტექნოლოგიები

დასახელდა წამლები რომლებიც გულის შეტევის რისკს ზრდის

ექიმების თქმით, საშიშია პრეპარატები ნიფედიპინი, დიჰიდროპირიდინი და ამლოდიპინი. თუმცა, სამივე მათგანი ფართოდ გამოიყენება მაღალი წნევის დასაწევად და სტენოკარდიის სამკურნალოდ. კვლევის შედეგებით გაოცებულები არიან მედიკოსებიც, რადგან მათ პრაქტიკაში წლებია იყენებენ.

ეროვნული საბჭო

18 მარტი 2019, 15:04

ეკონომიკა

დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მტრედი

18 მარტი 2019, 14:56

ტაბლოიდი

ბელგიაში საფოსტო მტრედი 1 252 000 ევროდ გაიყიდა

ბელგიაში საფოსტო მტრედი რეკორდულ თანხად, 1,252 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ სააქციონერო სახლი Pipa იტყობინება. ფრინველი, სახელად არმანდო ჩინეთის მოქალაქემ შეიძინა. მთლიანობაში ვაჭრობაზე ფლანდრიის მტრედსაშენიდან 178 მტრედი გაიყიდა.

18 მარტი 2019, 14:44

მსოფლიო

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაის მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს

ნიდერლანდებში ქალაქ უტრეხტში რამდენიმე ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც კაცმა ტრამვაის მგზავრებს ცეცხლი გახსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

18 მარტი 2019, 14:38

ტაბლოიდი

PewDiePie-მ ყველაზე პოპულარული YouTube-არხის სტატუსი დაკარგა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი „იუთუბერი“ PewDiePie (ფელის შელბერგი) ინდურ არხთან T-Series-თან დიდხნიან ბრძოლაში დამარცხდა. ამ ეტაპზე ორივე არხს 89 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, თუმცა T-Series-მა PewDiePie-ს რამდენიმე ასეული გამომწერით უკვე გადაასწრო.

მიხეილ სააკაშვილი

18 მარტი 2019, 14:34

საქართველო

სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე უნდა

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს შეიკრიბება და სავარაუდოდ, ამ საკითხსაც გადაწყვეტს. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" ადგილზე მყოფი ლიდერი სჭირდება.

მთა

18 მარტი 2019, 14:33

საქართველო

მთაში მუშაობის მსურველ პედაგოგს შესაძლოა მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ

"ასევე მომხრე ვარ იმის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა სკოლაში ჰქონდეს სრული დატვირთვა თუ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ერთი საათის ჩატარებისთვის, თუ მაგალითად ბარში არის 20 ლარი, მთაში იყოს 30 ლარი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ფეხბურთი

18 მარტი 2019, 14:27

მსოფლიო

პანათინაიკოსსა და ოლიმპიაკოსს შორის მატჩი ფეხბურთელებზე ფანების თავდასხმის გამო ჩაიშალა

საბერძნეთში „პანათინაიკოსსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის საფეხბურთო მატჩი ფეხბურთელებზე ფანების თავდასხმის გამო ჩაიშალა. საბერძნეთის სუპერ ლიგის მატჩი პანათინაიკოსის OAKA-ს სტადიონს გარეთ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

18 მარტი 2019, 14:25

საქართველო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვარაცხელიას საქმის გამოძიებას ითხოვენ

" ვიცით თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს სიტუაცია ნამდვილად უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ევროკავშირი ადევნებს თვალს და აქვს მყისიერი რეაქცია ყველა დარღვევაზე", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა.

მაშველები

18 მარტი 2019, 14:25

საქართველო

ძლიერი ქარის გამო მაშველები საქართველოს მასშტაბით 100 გამოძახებაზე გავიდნენ

2019 წლის 17 მარტს საქართველოს მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა 100 ინციდენტზე მოახდინეს რეაგირება. ძლიერი ქარის გამო ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ ადგილზეა იმერეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ასე შემდეგ.

18 მარტი 2019, 14:09

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში 50 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატზე უარს ამბობს

ბრენტონ ტარანტი, რომელიც ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა და 50 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად, ადვოკატის უფლებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ გამოცემა The New Zealand Herald-ს ადვოკატმა რიჩარდ პიტერსმა განუცხადა, რომელიც მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატად დანიშნა.

ლეკვები

18 მარტი 2019, 14:07

ტაბლოიდი

დიღომში ხანძრისას გადარჩენილი ლეკვები პატრონმა ჩაიბარა

დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში ხანძარს გადარჩენილი ლეკვები პატრონმა ჩაიბარა. მეხანძრე-მაშველებმა ორი პატარა ძაღლი ცეცხლმოკიდებული საწყობიდან უვნებლად გამოიყვანეს. გუშინ ღამე ლეკვები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში იყვნენ, სადაც მაშველები პატრონობდნენ.

დელფინი

18 მარტი 2019, 14:06

საქართველო

ბათუმში დელფინის მოკვლის გამო თურქი კაპიტანი დააჯარიმეს

" სამართალდამრღვევმა ჩადენილი ქმედება აღიარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს", - წერია განცხადებაში.

კადრი ფილმიდან

18 მარტი 2019, 14:00

კულტურა

კანადის კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

„ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ- კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.