imedi /  17 მარტი 2019, 13:11 / სანდო წყარო

ორთაჭალაში კორპუსიდან გადავარდნილი მუშა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა

კლინიკა

თბილისში, ორთაჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 30 წლის კაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ კლინიკის რეანიმატოლოგმა, თინათინ ხუჭუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პაციენტი ვეფხვია კუჭავა ამ დროისთვის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე და ოპერაციულ ჩარევას ჯერ არ საჭიროებს. პაციენტი რჩება მართვის სუნთქვაზე. რაც შეეხება დაზიანებებს, მას აღენიშნება პოლიტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ნეკნების მარჯვნივ მრავლობითი მოტეხილობაა, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და ანემია“,- განაცხადა ექიმმა.

გაირკვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით 48 საათის განმავლობაში ობიექტზე საფასადე სამუშაოები შეჩერებულია. ამოღებულია კამერების ჩანაწერები და შესაბამისი დოკუმენტაცია.

სამშენებლო კომპანია 'ემ ჯი ალიანსის' დირექტორის განცხადებით, ობიექტზე უსაფრთხოების ინჟინრები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ ზედამხედველობას და ყოველდღე სამუშაოების დაწყებამდე ყველა თანამშრომელს ინდივიდუალურად აცნობენ უსაფრთხოების ნორმებს და აძლევენ მითითებას გამოიყენონ ეკიპირება.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას - კომპანიის დირექტორის განცხადებით, დაშავებულებიდან 2 იყო მუშა, მესამე კი - ვიზიტორი. ერთ-ერთ მათგანს კი, რომელიც ადგილზე დაიღუპა, რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ყველა სიახლე

სამსახური

20 სექტემბერი 2019, 16:34

საქართველო

ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს. ამის შესახებ გამოცემა BM.ge წერს.

გულალაი ისმაილი

20 სექტემბერი 2019, 16:18

მსოფლიო

პაკისტანელი უფლებადამცველი აშშ-ს თავშესაფარს სთხოვს

პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმალვაში იყო, აშშ-ში ჩაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პაკისტანის მთავრობა გულალაი ისმაილს ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებსა და ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს

ოთო კახიძე

20 სექტემბერი 2019, 16:10

საქართველო

ოთო კახიძე: თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება

„ევროპული საქართველო“ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცესთან დაკავშირებით გამოძიებისთვის 1-თვიან ვადას აძლევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესიც დაიწყოს.

სალომე ზურაბიშვილი

20 სექტემბერი 2019, 16:06

საქართველო

ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.

სოფიო კილაძე

20 სექტემბერი 2019, 15:58

ძალოვნები

სოფო კილაძე: მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ

„მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ორივე მიმართულებით ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის შეწყალებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის დროსაც იგივე მიდგომა ჰქონდა.

პერენც პუშკაში

20 სექტემბერი 2019, 15:13

ტაბლოიდი

ბუდაპეშტში მთელი ღამე Rammstein-ის სიმღერა ისმოდა

ბუდაპეშტში საფეხბურთო სტადიონ „ფერენც პუშკაშზე“ მთელი ღამის განმავლობაში გერმანულ როკ-ჯგუფ Rammstein-ის ერთი და იგივე სიმღერა ისმოდა. ამის შესახებ euronews-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მუსიკა ხმამაღლა იყო ჩართული, ამიტომ მეზობელი სახლების მცხოვრებლებმა სიმღერა „Deutschland“-ის ტექსტი ზეპირად ისწავლეს.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 14:59

საქართველო

ციხელაშვილის მოსმენისას დეპუტატების დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა

„მინისტრის საათის“ ფორმატში ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის დაწყებამდე პარლამენტში რეგისტაცია 122-მა დეპუტატმა გაიარა. თუმცა მას შემდეგ, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა დაიწყო, ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების დიდმა ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

სოფლის მეურნეობის ტურიზმი კონფერენცია

20 სექტემბერი 2019, 14:42

ეკონომიკა

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - ამ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში 150-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

საქართველოს პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 14:25

საქართველო

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, რის გამოც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიული მუშაკის და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობების შემოღება იგეგმება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 14:19

მსოფლიო

მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას აპროტესტებენ

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიან გადანაწილებას ითხოვენ.

20 სექტემბერი 2019, 14:10

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კომიტეტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება.

ნანა ლორთქიფანიძე

20 სექტემბერი 2019, 14:03

საქართველო

ნანა ლორთქიფანიძე: აჟიოტაჟის შემდეგ ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

20 სექტემბერი 2019, 13:57

ეკონომიკა

კახეთში წელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

კახეთში მიმდინარე რთველის დროს, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

ირმა ნადირაშვილი

20 სექტემბერი 2019, 13:53

ძალოვნები

პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე ირმა ნადირაშვილს გამოკითხავენ

„ევროპული საქართველოს“ წევრს ირმა ნადირაშვილს პროკურატურაში გამოკითხავენ. საქმე ეხებას მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

20 სექტემბერი 2019, 13:42

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო.

მიკი რურკი

20 სექტემბერი 2019, 13:40

ტაბლოიდი

მიკი რურკმა სამუდამო განსასვენებლად უკრაინა აირჩია

მსახიობის თქმით, უკრაინელმა მეგობარმა დიმიტრი კორნეიჩუკმა ის სოფელი აჩვენა, სადაც მისი ბაბუაა დაკრძალული. რურკი სურვილს გამოთქვამს, სიკვდილის შემდეგ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ხმელნიცკის ოლქში, სოფელ ზაგორციში დაკრძალონ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 13:33

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის ანგარიშს აცნობს. დეპუტატებს საშუალება ექნებათ ქეთევან ციხელაშვილს კითხვები დაუსვან.

საქართველოს პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 13:29

საქართველო

პარლამენტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი აღმოჩნდა.საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა.

პროკურატურა

20 სექტემბერი 2019, 13:08

ძალოვნები

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“.

ტოჩინოშინი

20 სექტემბერი 2019, 13:02

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი რიუდენს დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა.