imedi /  17 მარტი 2019, 23:04 / სანდო წყარო

რუსეთი საქართველოში ინტელექტის ოკუპაციას ცდილობს

როცა ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, მავთულხლართები სოფლებს, სახლებსა და სალოცავებს ორად ყოფს და როცა მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძლედება, რუსეთი ახლა ირიბი გზით, საავტორო უფლებებში გავლენების აღდგენასა და მოპოვებას ცდილობს. ინტელექტის ოკუპაციის მცდელობა, რუსული ფული და  საფრთხე  მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა და შემსრულებელმა მაშინ დაინახეს, როცა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციციის ანალოგი  შეიქმნა.
მუსიკოსები და შემსრულებლები გვიყვებიან, რომ ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, უარი უნდა ეთქვათ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრობაზე. როგორ ბუნდოვანია-თუმცა დაჰპირდნენ, რომ რუსეთში საავტორო უფლებათა ასოციაციაში ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების კუთვნილ  და წლობით დალექილ ჰონორარებს დაიბრუნებდნენ. 
შეთავაზებულ წინადადებაზე უარი კიდევ ათობით კომპოზიტორმა და შემსრულებელმა თქვა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც  საავტორო უფლებამდცველი ახალი ორგანიზაციის წევრობას დასთანხმდა. 1 მარტს დარეგისტრირებული ორგანიზაციის საბჭოში 10-მდე წევრია. მათ შორის რუსა მორჩილაძე, დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე, ჯემალ სეფიაშვილი გამგეობის თავმჯდომარე კი ალექსანდრე გვარიშვილია. 
ახალი საავტორო უფლებათა ასოციაციის შექმნის მთავრი მიზეზი საბჭოს წევრების თქმით, ის გახდა, რომ მოქმედი ასოციაცია ხელოვანთა უფლებებს სათანადოდ ვერ იცავს, არ მუშაობს გამჭვირვალედ და  ავტორებს არ აქვთ წვდომა როგორ და საიდან იღებენ კუთვნილ ჰონორარებს. 
გიგა კობალაძე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია¬ს 7 წელია ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ  რუსეთის მცდელობა, გავლენა მოეხდინა საქართველოს  საავტორო უფლებებზე ჯერ კიდევ  2017 წელს დაიწყო, მაშინ, როცა რუსეთის საავტორო უფლებების დამცველმა ორგანიზაცია (რაომ) საერათშორისო ორგანიზაციის სიზაკის კონკურენტად ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია EACOP  - დააფუძნა. ორგანიზაციაში ყოფილი დსთ-ს ქვეყნები გაერთიანდნენ - სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი.  ამავე რაოს მიერ დაფუძნდა ცენტრი, რომელიც EACOP  -ის წევრი ქვეყნების პერსონალურ მონაცემებს აკონტროლებს.
აჩი ფურცელაძე ახალი ასოციაციის წევრია და ღიად ამბობს, რომ ორგანიზაციის დაფუძნებაში რუსული „რაო“ მათ მხარში უდგას, თუმცა ორგანიზაციის სხვა წევრები რაოს ფრთის ქვეშ ყოფნას უარყოფენ. საკუთარი ბიზნესიდან მოზიდული თანხებით კი ორგანიზაციის დამფუძნებლებმა უკვე შეიძინეს აპარატურა, რომელიც ბარებსა და რესტორნებში შესრულებულ მუსიკას გააკონტროლებს, თავად ავტორს კი საშაულება ექნება სპეციალური აპლიკაციის დახმარებით ადევნოს თვალი როდის და სად შესრულდა მისი სიმღერა. 
ახლად შექმნილ უფლებადამცველთა ასოციაციას, შეძენილი აპარატურის დასაწყობება, სავარაუდოდ დიდი ხნით მოუწევს, რადგან ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით  სფეროში -მაგალითად მუსიკაში, ლიტერატურაში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უნდა არსებობდეს, ასეთი კიუკვე არსებობს. ასევე, საჭიროა ორგანიზაციას რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება მსოფლიოს უმრავლეს ორგანიზაციასთან ჰქონდეს გაფორმებული. 
როგორ დაიწყებს ახალი ორგანიზაცია ფუნქციონირებას ქართულ ბაზარზე რთული წარმოასდგენია, მით უფრო მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობის  გარდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია სიზაკი, პირდაპირ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნაში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია არსებობდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში სისტემა ჩამოიშლება  და ავტორები  დააზარალდებიან.

საერთაშორისო რეკომენდაციების გარდა, ნათელი მაგალითი თუ რატომ არ უნდა იყოს ხელოვნების ერთ სფეროში რამდენიმე კოლექტიური მართვიოს ორგანიზაცია უკრაინაა. 2013 წელს ქვეყანაში  ჯერ ორი შემდეგ კი 19 კოლექტიური მართვის ორგანიზაცია შეიქმნა, რამაც ტარიფებისა და ავტორთა ჰონორარაების შემცირება გამოიწვია. უკრაინისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით საავტორო უფლებათა დაცვის კუთხით საქართველო დღეს რეგიონში ლიდერია. 2012 წლიდან დღემდე შეგროვებული და გადახდილი ჰონორარის ოდენობა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ 20 ჯრ გაიზარდა. მხოლოდ 2018 წელს  ავტორებსა და შემსრულებლებზე ჰონორარის სახით 5 მილიონ ასი ათასი ლარი გაიცა. 

ყველა სიახლე

16 ივლისი 2019, 13:56

მსოფლიო

მუმბაიში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.

16 ივლისი 2019, 13:25

თემა

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა,სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

16 ივლისი 2019, 13:13

საქართველო

მერია ახალგაზრდულ ბანაკებსა და ლაშქრობებს მოაწყობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

ვიორიკა დენჩილე

16 ივლისი 2019, 13:08

მსოფლიო

რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვიორიკა დენჩილეს განმარტებით, ორივე პოლიტიკოსს მოსახლეობაში „ცუდი იმიჯი“ ჰქონდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ორივე ექსმინისტრი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, თავად პრემიერი კი „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“.

16 ივლისი 2019, 12:59

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტის ჩავარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

16 ივლისი 2019, 12:56

ძალოვნები

ასპინძაში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

16 ივლისი 2019, 12:35

ეკონომიკა

საათნახევრის განმავლობაში მეორედ უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსითაც იქნება შესაძლებელი

„ბილეთს რაც შეეხება, ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში, ის მეტროში აღარ იხდის. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას"- განაცხადა ხმალაძემ.

საფა და მარვა ულაჰები

16 ივლისი 2019, 12:29

ტაბლოიდი

თავებით გადამბული სიამის ტყუპი 50-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ტყუპი დის განცალკევებისთვის ექიმების ჯგუფმა გოგონების ანატომიის ვიზუალიზაციისთვის ვირტუალური რეალობა გამოიყენა. 3D პრინტერით კი სავარჯიშოდ განკუთვნილი თავის სტრუქტურის მოდელები შექმნეს. ოპერაციის დროს ექიმებმა ჯერ სისხლძარღვები განაცალკევეს, ბოლოს კი ბავშვების ძვლის გამოყენებით თავის ქალა შეკრეს.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 12:24

საქართველო

ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

16 ივლისი 2019, 12:18

საქართველო

გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

„მოგზაური მერი“ - ამ წარწერით ვარსკვლავი გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან გაუხსნა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 12:17

საქართველო

პაატა იმნაძე: ოჯახებში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმთ, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

16 ივლისი 2019, 12:04

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფოთის საკრებულოს სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „გახარია წადი“, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

16 ივლისი 2019, 12:02

ვიდეო

ფოლკლორული ანსამბლი ,,ზურმუხტი" ლონდონიდან - სიმღერით „ვაგიორქო მა“

მამუკა ბახტაძე
ივერი ბუაძე

16 ივლისი 2019, 11:59

საქართველო

პრემიერმინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაშავებულ სამხედროს ბინა გადასცა

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა

16 ივლისი 2019, 11:48

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2019, 11:47

საქართველო

ვოლსკი IRI-ის კვლევაზე: სინამდვილეში სხვა რეალობაა

ვოლსკის თქმით, პრობლემა ის არის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს პარტნიორად ითვლება და სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ორგანიზაცია. ოპოზიციის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ საფიქრალი უნდ იყოს, როგორ გადასცეს ხელისუფლება უმტკივნეულო მეთოდით.

ოსტინ ბატლერი

16 ივლისი 2019, 11:38

კულტურა

ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს

დიდი შერჩევის შემდეგ, მთავარი როლი ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში - ოსტინ ბატლერმა მიიღო. ამის შეასხებ ინფორმაცია თავად ფილმის რეჟისორმა ბაზ ლურმანმა, სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა საზოგადოებას.

16 ივლისი 2019, 11:34

ტაბლოიდი

კალიფორნიაში გემთან მოცურავე ასობით დელფინი გადაიღეს. ვიდეო

კალიფორნიაში ლაგუნა ბიჩის სანაპიროზე ასობით დელფინი გამოჩნდა. ვიდეოში, რომელიც ამერიკელმა ჩანკ პეტერსონმა გემიდან გადაიღო, ჩანს როგორ ცურავენ დელფინები ჯგუფურად გემთან ერთად. ვიდეო ამერიკულ მედიაში გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა.

16 ივლისი 2019, 11:33

საქართველო

კალაძე: ტყუილია, თითქოს მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს

ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს ტყუილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსები ივლის იმ ქუჩებზე სადაც 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გაბარიტების გამო ვერ იმოძრავებენ.„ჩვენ არასდროს დაგვიყვია უბანი ცენტრალურ და გარე უბნებად, ეს ჩემთვის მიუღებელია",- განაცხადა კახა კალაძემ.

16 ივლისი 2019, 11:30

საქართველო

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს

ერთი სპეცრაზმელის დაკავება, როდესაც კონკრეტული პოლიციელების დანაშაულის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს, ობიექტურ გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება, ასე აფასებს ოპოზიცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველის დაკავების საკითხს.