imedi /  18 მარტი 2019, 13:34 / სანდო წყარო

ლინკევიჩუსი: არაღიარების პოლიტიკა და რუსეთზე ზეწოლა უნდა განვაგრძოთ

ლინას ლინკევიჩუსი

 ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა და განმარტა, რა ზომებს უნდა მიმართოს ევროკავშირმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე მდგომარეობაა. ირღვევა ადამიანის უფლებები. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით შემაშფოთებელია. მისი დაღუპვის საქმის გამოძიება უნდა მოხდეს. გამოძიება უნდა წარიმართოს დროულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად. ეს იყო და არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეგიონში სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის. ვითარება მძიმეა. მძიმეა მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სამწუხაროდ, კარგი ამბავი არ არის. გვაქვს საქართველოში ასეთი ვითარება და პარალელურ რეჟიმში უკრაინაში ყირიმის ანექსია. გადის 5 წელი.

ჩვენ გვაქვს დაწესებული სანქციები, რომლებსაც დამატებითი ზომები დაემატა. მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა კანადასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. არაღიარების პოლიტიკა უნდა შევავსოთ კონკრეტული ზომებით და გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. რუსეთზე უნდა მოხდეს პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ფინანსური ზეწოლა. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. არ უნდა მოვახდინოთ იმის ლეგიტიმაცია, რაც არის არალეგიტიმური და რაც არის უხეში დარღვევა სამართლის ნორმებისა და პრინციპების“, - განაცხადა ლინკვიჩუსმმა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიდიე რეინდერსის თქმით კი, ამ მიმართულებით აქტიურ როლს ასრულებს ევროკავშირი და აქტიური უნდა იყოს ევროპული საბჭო.

"მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრემიერმინისტრთან და ვესაუბრეთ ყველა თემაზე. აქტიურ როლს ასრულებს ევროკავშირი, აქტიური უნდა იყოს ევროპული საბჭო. ვფიქრობ, შესაძლებელია ევროპული საბჭოსთვის, რომ ინსტრუმენტები გამოიყენოს საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და არაღიარების პოლიტიკას", - თქვა ევროპელმა დიპლომატმა.

12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ყველა სიახლე

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.

24 აპრილი 2019, 21:26

საქართველო

ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩავიდნენ

ქართველი პილიგრიმები უკვე იერუსალიმში არიან. 120 კაციანი ჯგუფი ვნების შვიდეულს იერუსალიმში გაატარებს. სწორედ მათ უნდა ჩამოიტანონ საქართველოში „წმინდა ცეცხლი“. პილიგრიმებმა უკვე მოილოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და მდინარე იორდანეში განიბანნენ.

24 აპრილი 2019, 21:19

საქართველო

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დედაქალაქს სამი საბაგირო ხაზი დაემატება. კერძოდ, ახმეტელი-თემქა, სამგორი-ვაზისუბანი და სამება-მახათას მთა. ჯერჯერობით უცნობია, სამი საბაგიროდან პირველი რომელი აშენდება. ამისთვის სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.

ლაშა იორდანიშვილი

24 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა

პანკისის მოვლენებიდან მეოთხე დღეს კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ სოფელში გამოკითხვაც ჩატარდა და გამოკითხულთა 70% მომხრეა, რომ „ხადორი3" აშენდეს. ჰესის მშენებელ კომპანიაში მომხდარი არეულობის უკან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ.

24 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

24 აპრილი 2019, 20:31

ეკონომიკა

საქართველოდან ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ბოსტნეულის კი 10,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა $16,7 მილიონი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან $21,4 მილიონის ღირებულების ხილი და თხილი გავიდა.

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები ბულვარში მუშაობის უფლებას ითხოვენ

ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. ამბობენ რომ დღეიდან შიმშილობას დაიწყებენ. ასევე მოითხოვენ, რომ ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვოს. ამ წუთებში აქცია ბულვარის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს შეძახილებით "გადადექი"

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენის დაწვის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო და მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობდა. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:39

საქართველო

მეტროპოლიტენის მუშაობა ელექტროსადენის დაზიანების გამო შეფერხებულია

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენი დაიწვა. ამის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებულია. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:30

კულტურა

Marvel-ის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ვებგვერდმა Wrap-მა კინოსტუდია Marvel-ის საუკეთესო ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომელიც სულ 22 კინოს აერთიანებს. სიის ლიდერი 2012 წლის „შურისმაძიებლები“ გახდა. მეორე ადგილზეა „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, ხოლო მესამე ადგილს „გალაქტიკის მცველები“ იკავებს.