imedi /  18 მარტი 2019, 13:49 / სანდო წყარო

პრემიერმა პირობა დადო რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობაში ხარვეზები გამოსწორდება

პრემიერი

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელება და სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

„დღეს „ნიუ ჰოსპიტალსს“ შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია, კლინიკა ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიწოდებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, სისტემის განვითარებისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

„2019 წელს ჩვენ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შევძელით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ რჩება. არის ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიულად უფრო კომფორტულ მიწოდებას, ჩვენი პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით მომარაგების საკითხს და ყველას ვპირდებით, ამ ხარვეზებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნას მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი კორპუსი დაათვალიერა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღო. კლინიკის ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული. ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება.

ყველა სიახლე

მფრინავი ტაქსი

24 აგვისტო 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს. მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს.

24 აგვისტო 2019, 00:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობა დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უკეთესი პირობებიამ ვიდრე დედამიწაზე. მათ გამოყვეს მთავარი ფაქტორი, რაც ცოცხალი მიკროორგანიზმების გაჩენას განაპირობებს.

24 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

ბოსნიაში პოლიტიკური პარტია LGBT პრაიდის გამართვის წინააღმდეგია

ბოსნიაში მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ხალხი და სიმართლე“ სარაევოში ქვეყნის ისტორიაში პირველი LGBT პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგება. france24-ის ცნობით, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ღირსების მარში ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. „ნებისმიერი ესკალაცია ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

დეპრესია

23 აგვისტო 2019, 23:37

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს

„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ აშშ-სა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.

23 აგვისტო 2019, 23:34

თემა

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერი და ოქტომბერი?

გამოთქმა ხავერდოვანი სეზონი XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდისსამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანისეზონი ზღვაზე დასვენებისთვისსაუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

23 აგვისტო 2019, 23:12

მსოფლიო

გაერთიანებული საამიროების ფედერაციის საბჭოს არჩევნებში 200 ქალი დარეგისტრირდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერაციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 200-მა ქალმა გამოთქვა. მეოთხე მოწვევის საბჭოში დეპუტატის მანდატისთვის 555 კანდიდატი იბრძოლებს. აბუ-დაბიდან საარჩევნო კომისიაში 155 განაცხადი შევიდა. კანდიდატების საბოლოო სია 3 სექტემბერს დაზუსტდება.

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.

ევროკავშირი

23 აგვისტო 2019, 19:52

მსოფლიო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ.

23 აგვისტო 2019, 19:13

ვიდეო

ხანძარი ამაზონის ტყეში

ფორსაჟი

23 აგვისტო 2019, 19:10

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

23 აგვისტო 2019, 19:04

ძალოვნები

პროკურატურა: ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ შემეჯემებელი გადაწყვეტილება მიიღო: დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჟაირ ბოლსონარო

23 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ

ჟაირ ბოლსონარუმ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“. მანამდე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამაზონის ჯუნგლებთან მასშტაბურ ხანძართან გასამკლავებლად რესურსი არ ჰყოფნის.