საქართველო

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 08:45

ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტში ანგარიშს წარადგენს

"ყველაზე კრიტიკულად მაინც შეფასებულია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და საგამოძიებო მიმართულება. რაც შეეხება პროგრესს, ოჯახში ძალადობის მიმართულებით თუ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბიუროს სხდომა

27 მაისი 2019, 08:40

პარლამენტში მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს წარადგენენ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

ვენახი

27 მაისი 2019, 08:29

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

დაზიანებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 00:53

ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

ამინდი

26 მაისი 2019, 19:45

ცნობილია რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

დღეს თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში ელჭექთან ერთად. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი. საქართველოში 29 მაისიდან გამოიდარებს

„მანეკენ პისი“

26 მაისი 2019, 19:05

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

ბელგიელებმა ჩოხაში გამოწყობილ ბელგიის სიმბოლოს „მანეკენ პისის“ სიმღერა, ანსამბლმა „მამულმა“ კი მრავალჟამიერი უმღერა. „მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2019, 19:00

პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

მაღაროელების აქცია

26 მაისი 2019, 18:44

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}