imedi /  02 მარტი 2020, 20:03 / სანდო წყარო

გამოსახლების საკითხზე შესაძლო მორატორიუმთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის გამართვა ითხოვა. მისი თქმით, მორატორიუმი 1 ან 2 თვით არის პრობლემის მხოლოდ გადავადება.

„თუ კონკრეტულად არ გვეცოდინება ამ 1-2 თვეში რა ინსტრუმენტებს ვუჭერთ მხარს და რა ცვლილებები შემოგვაქვს იმისათვის, რომ ეს პრობლემა შევამციროთ, მაშინ თავისთავად, მორატორიუმი იქნება პოპულისტური სვლა და ეს მხოლოდ გადაჭარბებულ მოლოდინებს შექმნის და დააზიანებს არაერთ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ვინაიდან ბატონი ზაზა გაბუნია და მისი კომიტეტი მუშაობს ამ მიმართულებით, გამოვიყენოთ ეს პლატფორმა და კონსულტაციები დავიწყოთ უახლოეს დღეებში, თუ როდის შეიძლება სამუშაო შეხვედრა მოეწყოს, მორატორიუმის საკითხიც მომზადდეს და შეჯერებული ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებამდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გამოსახლების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შესაბამისად, როდესაც სასმართლო იღებს გადაწყვეტილებას, შემთხვევები მაქსიმალურად ინდივიდუალურად განიხილება.

მისივე განცხადებით, ქმედითი ნაბიჯები არის განსახილველი, ისე, რომ სამართლიანად იყოს ინტერესები ორივე მხარეს გათვალისწინებული.

„ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი. გთხოვთ, კოორდინაცია გააკეთოთ, ვისაც ინტერესი და გამოცდილება გაქვთ. ერთ სამუშაო შეხვედრას მეც ვუმასპინძლებ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, თუ ადამიანს 1 საცხოვრისი აქვს დარჩენილი, მისი ჩადება უზრუნველყოფისთვის იკრძალება

„ჩვენ ერთმანეთისთვის იმის მტკიცება არ გვჭირდება, ვის უფრო გული შესტკივა ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება საცხოვრისის გარეშე დარჩნენ. ჩვენ მივიღეთ საბანკო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანს აქვს 1 საცხოვრისი დარჩენილი, მისი ჩადება უზრუნველყოფისთვის იკრძალება. დეტალურად გავერკვიოთ, ამას ფიზიკური პირი, ან კერძო გამსესხებლები თუ კვლავ ახერხებენ, რა არის იქ პრობლემა და რისი დარეგულირება შეიძლება. თუმცა დღეს ბიუროს ფორმატში მორატორიუმს ვერ გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით დღეს მორატორიუმის გამოცხადების საკითხი დასვა. მისი თქმით, წინა თვე მოიცვა გამოსახლებების ტალღამ. მისივე ინფორამაციით, მორიგი გამოსახლება 4 მარტს არის დაგეგმილი.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მალე ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით

„პირველმა ნაბიჯებმა და ეფექტურმა მართვამ მოგვცა საშუალება, რომ შემდეგ ეკონომიკამ თანდათან აღდგენა დაიწყო, ეს ჩანდა თვიდან თვემდე შემცირებული კლების დინამიკაში. ჯერ იყო ორ ნიშნა კლება, შემდეგ გადავედით უფრო მცირე კლებაზე და საშუალება მოგვეცა, პოზიტიურ დინამიკაზე გვესაუბრა. სავალუტო ფონდისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომავალ წელს უკვე გადავა ზრდაზე. საშუალო ვადიან პერიოდში, ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამის ყველა ყველა წინაპირობა არის, მაგრამ დადგა მეორე ტალღა, რომელსაც პრაქტიკულად ვერცერთი სახელმწიფო ასცდა, ეს თავისთავად ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე. შემცირდა გაყიდვები, შემცირდა რესტორნების ბრუნვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

02 დეკემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ნათია თურნავა ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ანაცვალეს ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს, როგორებიცაა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა

არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოსთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. მთლიანად საზოგადოებამ ეს გამოცდა ჩააბარა წარმატებით, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

სახდეპი: ნატოს მინისტერიალზე მოკავშირეთა ლიდერებს გულწრფელი საუბარი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობაზე ნატოს მინისტერიალში და საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:43

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის პოლიტიკური მოლოდინები, რაც ჰქონდათ, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი იყო

„მე მინდა აჭარის მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, ჩვენ ნერვიულობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ყველა უნდა ვიყოთ მშვიდად, ვინაიდან მე მესმის მათი სამართლიანი აღშფოთება ამ ზღვარგადასული პროტესის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოვითმინოთ ეს ორკესტრირებული შეტევა და ყველაფერი დასრულდება მშვიდად“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე: პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება

როგორც მე, ისე ჩემი გუნდის თითოეული წევრი, მზადაა შეხვდეს, დაეხმაროს, მოუსმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ ამ უპასუხისმგებლო წარმოდგენებში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ„ღია ეთერში“ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მათ პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების წინაღობა არ არსებობს

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება კონსტიტუციური უმრავლესობით, ანუ ორი მესამედით, სამართლებრივად, უმაღლესი საბჭოს შეკრების არანაირი წინაღობა არ არსებობს. პოლიტიკურად ორი მესამედი საზოგადოების იმდენად მაღალი ნდობაა ამომრჩევლის მხრიდან, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მხრივაც ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ. ეს ყველაფერი, არის ფორმალობები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები გუნდის შიგნით, პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის გამოწვევები და პრობლემები, სოციალური ფონი, რომელიც სამწუხარო მოქალაქეებისთვის დღითიდღე მძიმდება“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

02 დეკემბერი 2020, 23:37

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 273 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: პოლიციელი საზოგადოების გამორჩეული წევრი იქნება ყოველთვის, ისინი მართლაც გმირები არიან

„მარცხი იმდენად განიცადეს და იმდენად დიდი სასოწარკვეთაა, რომ ჩემთვის გასაგებია ყოველდღიური მცდელობა, რომ როგორმე პროცესები განავითარონ არასწორი მიმართულებით. ჩვენი მთავრობა, პარტია, გუნდი და ინსტიტუციები, მათ შორის სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად. სამარცხვინოა ის, რაც გუშინ მოვისმინეთ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლისგან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადმიანი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციელი ყოველთვის, როგორც დღეს, ასევე წარსულშიც, საზოგადოების გამორჩეული წევრი იქნება. ისინი მართლაც გმირები არიან და არავის ეპატიება გადაცდენით მათზე საუბარი“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

02 დეკემბერი 2020, 23:25

პოლიტიკა

ნატოში კანადის მისია: საქართველოსა და უკრაინასთან ალიანსის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს

ნატოში კანადის მისია აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ალიანსის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:24

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტური მარგინალიზაციის ბოლო ეტაპზეა

„ნაცმოძრაობა“, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა რეგიონში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის აბსოლუტური მარგინაზაციის ბოლო ეტაპზე და რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, საკმაოდ კომიკური, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ივან კორჩოკი

02 დეკემბერი 2020, 23:12

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკას“ განუცხადა.

02 დეკემბერი 2020, 22:45

პოლიტიკა

ნატოში ესტონეთის მისია: ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია - ნატო საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს

ნატოში ესტონეთის მისია აცხადებს, რომ ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია და ნატო საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

02 დეკემბერი 2020, 22:28

პოლიტიკა

ნატოში გერმანიის მისია: ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა

ნატოში გერმანიის მისია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.

ნათია მეზვრიშვილი

02 დეკემბერი 2020, 22:26

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: ვაპირებ, გამოცდილება მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გეგმავს, რომ დაგროვილი გამოცდილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს მოახმაროს. ნათია მეზვრიშვილი Facebook-ში წერს, რომ აპირებს იმ რეფორმებზე მუშაობას, რომელიც ბოლომდე არაა მიყვანილი

თინა ხიდაშელი

02 დეკემბერი 2020, 22:21

საზოგადოება

თანა ხიდაშელი: ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია

ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას Facebook-ზე. როგორც ხიდაშელი წერს, 13 წელიწადი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთმანეთი არ ენახათ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

02 დეკემბერი 2020, 22:20

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს მინისტერიალზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

თურეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოს მინისტერიალზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლინას ლინკევიჩუსი

02 დეკემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.

02 დეკემბერი 2020, 21:35

COVID19

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 4,327- ს მიაღწია. imedinews- ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ გამოვლენილია ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი. რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: ამ დროისთვის ახმეტაში - 313 კოვიდინფიცირებულია, თელავში -1196, ყვარელში - 358, ლაგოდეხში - 597, გურჯაანში - 828, სიღნაღში - 254, დედოფლისწყაროში - 360 და საგარეჯოში - 421.