imedi /  02 მარტი 2020, 20:41 / სანდო წყარო

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 7 მარტიდან, საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა იცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება;

ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება);

ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება - მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები;

ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა მხოლოდ მარცხნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი; ი. აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ტრანსპორტი არაყიშვილისა და კავსაძის ქუჩებს გაივლის.

ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ბერძენიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით;

რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს - ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, ასევე, არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით; ავალიშვილის ქუჩაზე ავტომობილები ორმხრივად იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, N21, N51, N61, N85, N87 ავტობუსებისა და N170 მიკროავტობუსის მარშრუტები, რომლებიც კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით მიშველაძის ქუჩას უკავშირდებოდნენ, მეოთხე ეტაპის სამუშაოების პერიოდში მიშველაძის ქუჩას ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მიშველაძის ქუჩიდან აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მოხვდებიან.

ბაგებიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N9, N59, N140 და ახალი მარშრუტი ბაგები - მ/ს „დელისი“, ასევე, მიკროავტობუსები N32, N126 და N202, ბაგებიდან მოძრაობისას თამარაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის ტერიტორიის ნაცვლად, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო შემდეგ მოძრაობას ამჟამად დადგენილი დროებითი სქემით გააგრძელებენ.

ავტობუსები N9, N59 და N137 მიკროავტობუსი, რომლებიც თამარაშვილის ქუჩის შემდეგ მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან;

ავტობუსი N83 და მიკროავტობუსები - N4, N15, N44, N73, რომლებიც თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკის მხრიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და მიშველაძის ქუჩის გავლით ხვდებოდნენ, სამუშაოების პერიოდში აბაშიძის ქუჩას თამარაშვილის ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან. ყველა დანარჩენი მარშრუტისთვის (N34, N88) სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების დროს დადგენილი სქემა უცვლელი დარჩება.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დენზელ ვაშინგტონი

27 ნოემბერი 2020, 00:44

კულტურა

The New York Times-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს. მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა

ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.

27 ნოემბერი 2020, 00:29

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამომრჩეველმა მეორე ტურში კიდევ ერთხელ თქვა, ბეჭედი დაუსვა, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“

„მეორე ტურში, ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ იღებს მონაწილეობას, მოუწოდებდა ხალხს არ მისულიყვნენ არჩევნებზე. ისინი მაინც აქტიურობდნენ, ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, მაგრამ საჯარო მოწოდებები იყო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას და ეს ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. შემოდგომაა, ციოდა იმ დღეს, გვიან თენდება, ადრე ღამდება, კოვიდი ადის პიკში, წვიმდა ბევრ რაიონში და ამ პირობებშიც კი, უამრავი ადამიანი მაინც მივიდა, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა, ბეჭედი დაესვა, რომ დიახ, ეს რის ჩვენი არჩევანი. პირდაპირ გაიმეორეს ის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, ეს არის მათი არჩევანი და ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში იმ კურსის გაგრძელებას, რაც იყო 8 წლის განმვალობაში და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. თუ გაყალბება იყო, გაყალბება მეორე ტურში გაცილებით მარტივი იქნებოდა. დამკვირვებლები იყვნენ საკმარისად, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ გაიწვიეს თავიანთი წევრები და დამკვირვებლები. პირველ ტურში იყო შესაძლებელი გაყალბება და მეორეში გაძნელდა? გამორიცხული იყო, პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც. „საია“ „სამართლიანი არჩევნები“ ყველას ჰყავდა წარმომადგენელი. ჩემს ოლქში 100-მდ სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ შეზღუდვებს ზეგ და მაზეგ შედეგი მოჰყვება, შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, ინიფიცირების ზრდის შეჩერება

არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გური სულთანიშვილი

27 ნოემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ელექტორატი, რაც არ უნდა გაკეთონ, მაინც მათ მხარეს დგას

ოპოზიციის მთავარი ოცნება რევოლუციაა, რომელიც ალბათ, მათ ყველაზე კარგ სიზმარშიც განუხორციელებელი იქნება, რადგან 2003 წელი არ არის - ინსტიტუციები და სახელმწიფო სტრუქტურები არის ძლიერი, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

27 ნოემბერი 2020, 00:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დღესასწაულები ერთმანეთს „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის დაავადების ყველაზე მეტი გავრცელება, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით მეტს გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთსა და ნათესავებს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ამას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ - ადამიანები რევოლუციას არ გაჰყვნენ

ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ და შედეგიც ის არის, რამდენი კაციც გამოიყვანეს ქუჩაში. პრაქტიკულად, ადამიანები რევოლუციას არ გაჰყვნენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა. სუბარმა არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრებზეც ისაუბრა.

გური სულთანიშვილი

26 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: გიგა ბოკერია და გიგი უგულავა შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე და ამასთანავე, მთლიანად მიშას ნარატივში არიან, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სააკაშვილის მესიჯბოქსს იმეორებენ ბოლომდე.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 ნოემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 98 ათასი ხმა დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან

„ყველა პარტიას საკუთარი მიზეზი აქვს, ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე. „ევროპულმა საქართველომ“ 2016-ში 21 მანდატი მოიპოვა. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე. პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ განაცხადეს, რომ გაემიჯნენ ამ პროცესს. 21 ნაცვლად ახლა მიიღეს მხოლოდ 4 მანდატი და მეხუთე გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც აჩუქა სისტემამ. გიგა ბოკერიას მთელი ამოცანა იყო, რომ მინიმუმ სააკაშვილზე მეტი ხმები აეღო. ეს ამოცანა იყო 2016-დან დაწყებული. ვინც დაიჯერა, რომ ეს ხალხი არაფერ შუაში იყო და მშა იყო ყველაფერი გამფუჭებელი 9 წლის განმავლობაში და რა მიიღო მაშინ ამომრჩეველმა? ერთი კვირის თავზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადება, რომ მხარს უჭერდნენ გრიგოლ ვაშაძეს. 98 ათასი ხმა 2 წლის განმავლობაშ დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აჩვენა, ისინი კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან და არაფრით მისგან არ განსხვავდებიან“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა

პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 340 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

26 ნოემბერი 2020, 22:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 337 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 22:51

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს. „ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის

ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანა პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.

26 ნოემბერი 2020, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

26 ნოემბერი 2020, 22:27

COVID19

სერბეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 21:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კორონავირუსის 8-დან 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს

რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიმპტომური ან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ არის, რეალურად ეს მონაცემები 3-ჯერ მეტია.

26 ნოემბერი 2020, 21:49

COVID19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხორვატიაში 28 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.