imedi /  02 მარტი 2020, 14:00 / სანდო წყარო

გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გოეთეს ინსტიტუტი

გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ეროვნული დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრიმ.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ქეთევან კალანდაძე, #1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე და #195 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე მინდიაშვილი.

ისინი საქართველოს სახელით გერმანიაში, დრეზდენში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელიც 2020 წელს 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის დაჯილდოვებაზე „ანი-ZET“-ის რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა თამარ გოლიაძემ და ქეთევან ყიფიანმა ქალაქ ვაიმარში ახალგაზრდულ შეკრებაზე „ჩვენ ვართ მომავალი“ გასამგზავრებელი საგზურები მიიღეს, ხოლო მათე ღვინჯილიას ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცა გოეთეს ინსტიტუტის გერმაული ენის შესწავლის კურსის ვაუჩერი.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიო მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გერმანიაში ტარდება და მასში 5 კონტინეტის დახლოებით 75 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობს.

ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო დონეზე ეჯიბრებიან ერთმანეთს ენის ცოდნაში, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში. გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.

გასულ წლებში საერთაშორისო ოლიმპიადა დრეზდენში (2008), ჰამბურგში (2010), ფრანკფურტში (2012,2014), ბერლინსა (2016) და ფრაიბურგში (2018) გაიმართა. გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში: -

„მოხარული ვარ, რომ გოეთეს ინსტიტუტში ვიმყოფებით, სადაც გერმანული ენის ეროვნული ოლიმიადის გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. ჩვენ საუკეთესო მოსწავლეები შევარჩიეთ, რომლებიც გერმანულ ენას სწავლობენ, მათგან კი 2 გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება. როდესაც ვხედავთ რომ გერმანული ენის კონკურსში იღებენ მონაწილეობას, ეს ჩვენც გვიღვიძებს მოტივაციას, რომ ჩვენც შევისწავლოთ უცხო ენები. მიმაჩნია რომ აქ ბევრი ახალგაზრდა დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა და მათ ჰქონდათ მოტივაცია რომ გაემარჯვათ ამ ოლიმიადაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრის თქმით, გერმაული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა არის ერთ-ერთი დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. „წელს ამ ოლიმპიადას დრეზდენი უმასინძლებს, მონაწილეობას მიიღებეს 75 ქვეყნიდან სკოლის მოსწავლეები, მათ შორის საქართევლოდან 2 მოსაწვლე და განსაკუთრებით მიხარია, რომ ეროვნულ ოლიმიადაზე გვყავს 2 გამარჯვებული, 2 არაჩვეულებრივად კარგი გოგონა. დრეზდენში წლევანდელი ოლიმპიადის თემა არის ერთად ყოფნა, - ამ თემას აქვს თავისი ოლიმპიური შინაარსი იმ მხრივაც რომ ახალგაზრდები ერთად იმუშავებენ ჯგუფურად, დამეგობრდებიან და შეიქმენბა ასეთი მრავალფეროვანი მულტიკულტურული გარემო“, - განაცხადა საშა ფაბრიმ.

გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის საგზურების მოსაპოვებლად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და საქართველოს რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების 62 საუკეთესო მოსწავლემ.

წერილობითი გამოცდის შემდეგ 62 მონაწილიდან ზეპირ ეტაპზე 20 რჩეული მოსწავლე გადავიდა. ზეპირი გამოცდა საჯარო ჯგუფური პრეზენტაციებისგან შედგა, როდესაც ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან იყო შემდგარი.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 22:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 696 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს

საქართველოში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, იმაზე რთული ვიდრე ეს არის ციფრებში ასახული, რადგან დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებაა მისაღები სასწრაფოდ, რომ გავწყვიტოთ ინფიცირების მზარდი ჯაჭვი, ტალღა და ეს დინამიკა რამენაირად წავიყვანოთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 722 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:35

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 22:27

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.

25 ნოემბერი 2020, 22:17

საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

25 ნოემბერი 2020, 22:13

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა. რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის მატარებელი სულ 2 979 მოქალაქეა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 333 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის

თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივის ახალი სისტემა შემოვიდა პარტიების დაფინანსების, რომელიც უფრო გამჭვირვალეა.

დიეგო მარადონა და პელე

25 ნოემბერი 2020, 21:47

მსოფლიო

პელე მარადონას გარდაცვალებაზე: იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ბურთის თამაშს ერთად შევძლებთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ესხმაურება.

ნინო კალანდაძე

25 ნოემბერი 2020, 21:44

საზოგადოება

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ვინაიდან უფლება აქვს, გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩატარდეს, პროკურატურაში მისვლას გამოკითხვის ეს ფორმა არჩია.

25 ნოემბერი 2020, 21:31

საზოგადოება

კახა კალაძემ სამგორის რაიონში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა, რაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ალბერტო ფერნანდესი და დიეგო მარადონა

25 ნოემბერი 2020, 21:19

მსოფლიო

დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

25 ნოემბერი 2020, 20:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 260 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 260 ათასს გადააჭარბა.

ზაზა წერეთელი

25 ნოემბერი 2020, 20:51

ეკონომიკა

ზაზა წერეთელი: ყველა ერთად უნდა დავდგეთ - ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია როგორმე გამოვასწოროთ

ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

ვლადიმერ ჯობავა

25 ნოემბერი 2020, 20:48

COVID19

„ელიტ ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორი: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს

დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.

დიეგო მარადონა

25 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

25 ნოემბერი 2020, 20:24

რეგიონი

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ.

25 ნოემბერი 2020, 20:16

COVID19

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა.

ალეკო ელისაშვილი

25 ნოემბერი 2020, 20:15

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ

მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.​ „აშკარად არის პროგრესი, ეს შემიძლია ვთქვა. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს, პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინ დღეებში. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი. დეტალებს ვერ მოვყვები. ტენდენცია არის პოზიტიური. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა როგორი ზამთარი გველის. პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო იქნება ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ნოემბერი 2020, 20:12

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი შესაძლო შეზღუდვებზე: ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს

გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.