Imedi.ge /  03 მარტი 2020, 17:22 / სანდო წყარო

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ ვებგვერდი შექმნა

დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ.

პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე - რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

გარდა ამისა, მთავრობის 2 მარტის განკარგულებით ცვლილებები შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში.

ცვლილებები მათ შორის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ესკორტირებას (მის ეკიპაჟთან ერთად) შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე; ასევე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჩანაცვლდება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც რისკჯგუფს არ განეკუთვნება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა წარადგინა ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შედეგად მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე და საქართველოს ეკონომიკაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური გეგმა, ქვეყნის ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის. სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, რეგულარულად იკრიბება. ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებს და მთავრობა პროცესს სრულად მართავს.

ყველა სიახლე

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

06 მაისი 2021, 21:29

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს: სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ, ვინ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მცხოვრებ ექიმ ნანა გეგეჭკორს პასუხობს. როგორც ცერცვაძე განცხადებაში აღნიშნავს, ნანა გეგეჭკორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

06 მაისი 2021, 21:26

მსოფლიო

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2021, 21:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ასევე სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან.

06 მაისი 2021, 21:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 847 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 847 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 777 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: წარმოუდგენელია, ადამიანის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დასატოვებლად გასაღები და არ გამოდიოდეს ციხიდან

ნონსენსია, როდესაც ადამიანი თავს ასაღებს პოლიტიკოსად, აქვს ამბიცია პარტიის თავმჯდომარეობაზე, მის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება და არ გამოდიოდეს. დასავლეთში ამას ხმამაღლა და ვერ იტყვიან , თუმცა ფაქტია ყველასთვის იწვევს გაკვირვებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2021, 21:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მინიმუმ იმ შედეგის გამეორებას აპირებს, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა

თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მინიმუმ იმ შედეგის გამეორებას აპირებს, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, უმრავლესობის მოლოდინია, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი გაუმჯობესდება.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პოლიტიკური გარემო შედგეს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ გერმანელ კოლეგებს აქვთ დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მაშ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პოლიტიკური გარემო შედგეს საქართველოს პარლამენტში

06 მაისი 2021, 20:37

მსოფლიო

რიო დე ჟანეიროში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ნარკოდაჯგუფების 24 წევრი გაანადგურეს

რიო დე ჟანეიროში პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ნარკოდაჯგუფების 24 წევრი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.