imedi /  06 მარტი 2020, 20:16 / სანდო წყარო

სოფიო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მოინახულა

სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხაშურის ცენტრში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა.

კილაძე 24 წლის პაციენტის მკურნალ ექიმს გაესაუბრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

კილაძემ მოუწოდა საზოგადოებას და განსაკუთრებით კაცებს, აიმაღლონ ხმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ხოლო მედიას მოერიდონ ძალადობის შემცველი კადრების ჩვენება, რადგან შესაძლოა იგი ახალი ძალადობის მაპროვოცირებელი გახდეს.

„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ის რაც დღეს ვნახე, არის უმძიმესი. მინდა საზოგადოებას და განსაკუთრებით, მამაკაცებს მივმართო, აიმაღლონ ხმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ამ თემაზე უმეტესად ქალები საუბრობენ. სანამ საქართველოში მეზობლები, მშობლები ან ნათესავები ქალთა მკვლელობებს ამართლებენ და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს, მანამდე მხოლოდ კანონი და სამართალდამცავები ვერაფერს გახდებიან. საჭიროა, საზოგადოება და სახელმწიფო ერთდროულად ჩაერთოს ფემიციდთან ბრძოლაში. მინდა მედიასაც მივმართო, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ამ თემის სენსიტიურობა. არ შეიძლება ასეთი ძალადობის შემცველი კადრების ჩვენება, ეს შესაძლოა ახალი ძალადობის მაპროვოცირებელი გახდეს. ჩვენ საკანონმდებლო დონეზეც ვმუშაობთ კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ელექტრონული სამაჯურების შესახებ მთავრობის ინიციატივას. არ გამოვრიცხავ სასჯელის კუთხითაც მოხდეს კანონის გამკაცრება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

5 მარტს ხაშურის ცენტრში ახალგაზრდა ქალს ყოფილი ქმარი თავს დაესხა და ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, თვითმხილველების თვალწინ მოხდა. პოლიციამ კაცი ადგილზე დააკავა.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 13:17

თავდაცვა

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 13:08

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილმა, ბელგიაში, მგვ ორგანიზაციებთან ერთად, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის.

არჩილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 13:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებითო - შევიდა პარლამენტში, მერე თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით - შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარი კასპაროვი

08 დეკემბერი 2023, 12:59

მსოფლიო

გარი კასპაროვი: აშშ-ის მთავრობა აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის

აშშ აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის, - ამის შესახებ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარი კასპაროვი X-ზე წერს.

08 დეკემბერი 2023, 12:50

საზოგადოება

დატოვა წერილი და კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის და ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კაცი სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

08 დეკემბერი 2023, 12:39

საზოგადოება

ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ გახსნა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 12:11

სამართალი

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 487,55 გრამი) გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

08 დეკემბერი 2023, 12:06

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს

ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 12:00

ეკონომიკა

ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86 %-ით გაიზარდა

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

გოგა ხაინდრავა

08 დეკემბერი 2023, 11:55

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ლელო სად ხარ- ურსულა, ბორელი და მიშელი პეკინში, სი ძინპინთან არიან

„ლელო! ალო! ლელო! - სამადაშვილი, უსუფაშვილი, თინა! სად ხართ? გძინავთ!? ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია შეიცვალა! პეკინში არიან: ურსულა, ბორელი და მიშელი! სი ძინპინთან! სტრატეგიულ პარტნიორობას იჩემებენ! სასწრაფოდ სტატუს გადახედეთ! მაგათ სტატუსს! ხაზარაძე ჩართეთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

08 დეკემბერი 2023, 11:51

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 13 პროექტი, ჯამში გაიცა გრანტები 100 000 ლარის ოდენობით

ოზურგეთის მერიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა, - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

08 დეკემბერი 2023, 11:46

რეგიონი

გიორგი ჩაკვეტაძე და გრეტა წიწავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ

„თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გიორგი ჩაკვეტაძემ და მოკვლევის ჯგუფის წევრმა გრეტა წიწავამ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრნენ“.

ავთანდილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 11:44

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა

მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

08 დეკემბერი 2023, 11:41

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში

„ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში განვიხილეთ სატყეო სექტორის რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები. სატყეო რეფორმა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ფაზიდან გადავიდა მისი განხორციელების ფაზაზე, რაც ასევე მოითხოვს ჩართული მხარეების აქტიურობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, როგორც საჯარო უწყებების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

08 დეკემბერი 2023, 11:37

საზოგადოება

ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულს დაესწრო

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულზე პირველი სანთლის დანთების ცერემონიას დაესწრო.

08 დეკემბერი 2023, 11:28

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: კახეთის მაგისტრალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა

კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 11:20

საზოგადოება

რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

08 დეკემბერი 2023, 11:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გამოჩნდა უკვე, რატომ იყო ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავის ტკივილი. საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყარა თავი. ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა

„ეს უკვე არის ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ, არ გადავიხდი ჯარიმასო, გადაიხადა. თქვა არ შევალ პარლამენტშიო, შევიდა. თქვა, არ წავალ პარტიიდანო, წავიდა. ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდის და ძალიან არასერიოზული რეპუტაცია შეიძინა პოლიტიკაში“

მაკა ბოჭორიშვილი

08 დეკემბერი 2023, 11:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე

მაკა ბოჭორიშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება მელია, რადგან ის იგივე საქმე გააკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებდა.

08 დეკემბერი 2023, 11:16

თემა

2024 წლის მთავარი მოდური ტენდენციები

მოდის ექსპერტთა მტკიცებით, 2024 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან დიზაინერებმა არ დაიზარეს და სრულიად ახალი, მეტად თამამი ტენდენციები შესთავაზეს მოდურად ჩაცმის მოყვარულებს.