imedi /  10 მარტი 2020, 17:26 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ქვეყანაში გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ

ამირან გაყრელიძე

ამირან გაყრელიძე

საზოგადოებამ გრიპის მიმართ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მარტის მეორე კვირაში გრიპის გამო მიმართვიანობა ოდნავ გაიზარდა, ამ დაავადებისგან დასაცავად კი მოსახლეობამ იგივე რეკომედაციები უნდა გაითვალისწინოს, რომლებსაც კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად ასრულებს.

„არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება გრიპთან მიმართებაში. ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული ზედდება ამ ორი რესპირატორული ინფექციის. მარტის მეორე კვირაში, უკვე გვაქვს ოდნავ, არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია,გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე გადათვლით და ასევე მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები კლინიკებში. რა თქმა უნდა, ეს არის 2-4%-ის ფარგლებში, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ჩვენ მეორე ძლიერი ტალღა გრიპის არ მივიღოთ ქვეყანაში. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ კორონაზე ვიძლევით ახლა ვრცელდება იგივე გრიპზე - დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, პირბადეების მიფარება თუ ეს საჭიროა, შესაბამისი დამცავი საშუალებების ხმარება, ხელების ხშირი დაბანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

01 დეკემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც დავით გარეჯთან დაკავშირებით რუკები გამოჩნდა, დაიწყო ეკლესიის დისკრედიტაცია და საუბრები რუსულ კვალზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:46

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ბრალდებული აცხადებს, რომ დავით-გარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როცა კარტოგრაფიული მონაცემებით და ისტორიული ფაქტებით დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია

„ბრალდებული, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით-გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, რომ ის არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მაშინ როდესაც კარტოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული ფაქტებით და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებებით მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება, როდესაც ამბობს, რომ ბრალდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა პროკურორმა.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:32

სამართალი

პროკურორი: საქმეში მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკებიც და ოპონენტებს შეუძლიათ ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ

დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან“ დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ამირან გალუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:29

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: დაცვის მხარემ წარმოადგინა ერთი ინჟინრის ტექსტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

„დასაკვნა, რომელიც შესრულებულია დაცვის მხარის დაკვეთით, ფაქტობრივად, არის პირველი და ამ ეტაპისთვის, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დასხვის მხარემ, ანუ ადვოკატებმა და ბრალდებულებმა წარმოადგინეს. არც საგამოძიებო უწყებისთვის, არც საზოგადოებისთვის არ მომხდარა მათი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულების, დოკუმენნტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, იმისთვის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულიყო მათი გარკვეული ლოგიკების სისწორეში“...

ამირან გულაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:28

სამართალი

პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე: წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებებიხორციელდებოდა

„ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოქმედებების თანმიმდევრობას და იმას თუ რა ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, გამოძიების ინტერესი გულისხმობს, რომ გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი და პირიქით, არსებობდეს ინტერესი მათი საიდუმლოდ შენახვისა “, - განაცხადა გულუაშვილმა.

01 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ემანუელ მაკრონი

01 დეკემბერი 2020, 23:19

COVID19

საფრანგეთში მასიური ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მასიური ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:14

სამართალი

პროკურორი: პირები, რომლებიც შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო

იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც საზღვრის შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, და ისინი ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლდებოდა, ხოლო შეთანხმების შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

01 დეკემბერი 2020, 22:58

საზოგადოება

ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების პირველი ეტაპი შეაჯამა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ის დინამიკა და შედეგები, რაც უნივერსიტეტის განვითარების პირველ ეტაპზე იქნა მიღწეული. სხდომაზე ისაუბრეს KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმებზე, ახალი თანამშრომლობის მიმართულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

01 დეკემბერი 2020, 22:46

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება

სპეციალისტების განმარტებით, წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის ბიოეკოლოგიური მოვლენა, რომლის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთი პოლიცია

01 დეკემბერი 2020, 22:44

მსოფლიო

შვედეთში ქალს შვილი 28 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი

სტოკჰოლმის პოლიციამ 70 წლის ქალი დააკავა, რომელსაც თავისი ვაჟი 28 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

პაატა იმნაძე

01 დეკემბერი 2020, 22:25

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა განიხილავს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენის საკითხს

„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა“, - განაცხადა იმნაძემ.

01 დეკემბერი 2020, 22:23

ტექნოლოგიები

ხვალ საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიხსნება

GeoIGF 2020 - ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი...

იენს სტოლტენბერგი

01 დეკემბერი 2020, 22:19

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

01 დეკემბერი 2020, 22:08

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს, 60 წელს გადაცილებულ ქალს შეეჯახა. ადგილზე მობოლიზებულია პოლიცია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ეიფელიკს კოშკი კიბე

01 დეკემბერი 2020, 21:59

ტაბლოიდი

ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი 274,4 ათას ევროდ გაიყიდა

ლოტის საწყისი ფასი 40 ათას ევროს არ აღემატებოდა. სპირალური კიბის ფრაგმენტი 3 მეტრის სიმაღლისაა და წარსულში ის ეიფელის კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა.

01 დეკემბერი 2020, 21:50

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 287 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 287 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 335 878 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 120 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პომპეო

01 დეკემბერი 2020, 21:48

მსოფლიო

ბერძნული მედია: მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის. ინფორმაციას ამის შსახებ ბერძნული მედია ბერძნულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკა მელია

01 დეკემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ნიკა მელია დიალოგზე: გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა

„ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს“.

ეიფელის კოშკი

01 დეკემბერი 2020, 21:32

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ ღირსშესანიშნაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.