imedi /  11 მარტი 2020, 11:51 / სანდო წყარო

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური კონკრეტულ არეალებს უკვე თავად აგეგმარებს

თბილისის მერია

თბილისის მერია

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური კონკრეტულ არეალებს უკვე თავად აგეგმარებს. მათ შორის, ხდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და კოჯორი-შინდისის დაგეგმარება. კახა კალაძის განცხადებით, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ქაოტური განაშენიანების გამო, აღნიშნულ არეალებში მისასვლელი გზები არ არსებობდა.

"ჩვენ თითოეული განაშენიანების დროს, ვფიქრობთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო ზოლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ასევე, დაზუსტდა გეოლოგიურად საშიში არეალები. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი მოწყვლადი ტერიტორიაა, თავიდან ვიცილებთ იმ საშიშროებებს, რომელიც შეიძლება გეოლოგიურად საშიშ ზონებში დაგეგმილ მშენებლობებს მოჰყოლოდა. ამ ყველაფრის განხორციელების დროს, სწორედ თბილისისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს ვეყრდნობით, რომლის უმთავრესი მიზანი ადამიანი და მასზე მორგებული უსაფრთხო გარემოს შექმნაა", - აცხადებს კახა კალაძე.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 14:53

სპორტი

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე წარდგენილი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა

ფიფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე - The Best-ზე არიან წარდგენილნი. ნომინატთა სიაში არიან: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, ლივერპული), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი (ყველა ლივერპული).

დავით ხახალეიშვილი

25 ნოემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

ძიუდოისტი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ფონდმა „ქართუმ“, რომელიც წლებია, გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი სიცოცხლის გადარჩენა დაისახა, – ამის შესახებ ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ძიუდოისტი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბურთი საერთო მოედანზეა, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, დიალოგი წარმატებით დასრულდეს

ბურთი საერთო მოედანზეა. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა.

მანქანა მერკელი

25 ნოემბერი 2020, 14:42

მსოფლიო

ანგელა მერკელის რეზიდენციის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა

მანქანაზე წარწერები იყო დატანილი: „შეაჩერეთ გლობალიზაციის პოლიტიკა“ და „ბავშვების და მოხუცების წყეული მკვლელები ხართ“.

25 ნოემბერი 2020, 14:40

COVID19

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ბათუმის, ფოთის, თბილისის აეროპორტისა და ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 14:33

სპორტი

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს დაძაბული სეტის შემდეგ, მეტოქეებთან დაპირისპირება 17-ჯერ მოუწია და აქედან 15 ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც 88,24 პროცენტს შეადგენს.

გიორგი ფხაკაძე

25 ნოემბერი 2020, 14:33

COVID19

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“

COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ნატალია ბონკი

25 ნოემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

ლეგენდარული ლინგვისტი ნატალია ბონკი გარდაიცვალა

საჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი ნატალია ბონკი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი იტყობინება, სადაც პროფესორი სიცოცხლის ბოლო წლებამდე მუშაობდა.

სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს მხოლოდ ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი როგორც წესი იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება, ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა“.

ირმა ინაშილი

25 ნოემბერი 2020, 14:10

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის დაქირავებულ კოორდინატორებს სოციალურ ქსელში, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ - შედით პარლამენტში და ა.შ. ვიმოქმედებ გამომდინარე ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება“, - განაცხადა ინაშვილმა.

მეტროპოლიტენი

25 ნოემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას ითხოვს

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შორის კოვიდის გავრცლების პრევენციის მიზნით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუ

25 ნოემბერი 2020, 13:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. Goal-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, 70-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს გაუთანაბრდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 13:39

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეთორმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan-ი ავრცელებს. სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩს 2007 წლიდან, 2016 წლამდე ზედიზედ აღიარებდნენ, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი ეს ჯილდო კიდევ ორჯერ მიიღო.

25 ნოემბერი 2020, 13:32

რეგიონი

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებებიც მიიყენა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა. მას არ ეკუთვნოდა და ითხოვდა დამატებით წამალს, რაც თავდასხმის მიზეზი გახდა.

ნათია თურნავა

25 ნოემბერი 2020, 13:25

ეკონომიკა

მთავრობა მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, - აღნიშნა თურნავამ.

შალვა ნათელაშვილი

25 ნოემბერი 2020, 13:18

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ველოდებით ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები

ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

კელი დეგნანი

25 ნოემბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებიან

„პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

მეგან მარკლი

25 ნოემბერი 2020, 13:02

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა

„მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავვარდი, არჩი ხელში მყავდა. იავნანას ვღიღინებდი, რომ ორივე მშვიდად ვყოფილიყავით. ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი“, - წერს მარკლი.

აკაკი ზოიძე

25 ნოემბერი 2020, 12:51

COVID19

აკაკი ზოიძე: ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება

ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს.

რიგა

25 ნოემბერი 2020, 12:46

COVID19

ლატვიაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა

ლატვიის ხელისუფლებამ, რიგის გარშემო მდებარე 12 რაიონში კარანტინი გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს.