imedi /  12 მარტი 2020, 00:41 / სანდო წყარო

როგორ დავაბალანსოთ საკვები რაციონი მარხვის დროს - ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რეკომენდაციები

ქეთი ასათიანი

ქეთი ასათიანი

დიდმარხვა თვეზე მეტი გრძელდება და დაბალანსებულ რაციონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ისაუბრა, რომელმაც მარხვაზე მყოფ ადამიანებს კვებასთან დაკავიშირებული გარკვეული რეკომენდაციები შესთავაზა.

მისი თქმით, მცენარეული ცილა ცხოველური ცილით სრულფასოვნად ვერასდროს შეიცვლება, რადგან მცენარეული ცილის შემადგენლობაში ყველ ამინომჟავა არ არის. ამდენად, ალტერნატივას, კვების რაციონის დანამატით გამდიდრება წარმოადგენს.

ამასთან, ასათიანის განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ასაკის ადამიანი იცავს მარხვას, რადგან ზოგიერთს თანმხლები დაავადებები აქვს. ასეთ შემთხვევაში, მარხვის დროს, რაციონის შედგენისას დათმობაზე მიდის არა მარტო ექიმი, არამედ სასულიერო პირიც, თუ კი მორწმუნეს რომელიმე მიკროელემენტის მკვეთრი უკმარობა გააჩნია.

„საჭიროა საკვები რაციონი გარკვეულწილად დავაბალანსოთ. გავზარდოთ მარცვლეულის, პარკოსნების, ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობა, რათა დღის განმავლობაში ასე მივირთვათ ის აუცილებელი, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. თუ ვხედავთ, რომ ამით ეს არ რეგულირდება, მაშინ დანამატის სახით შევივსოთ. ყველაზე მეტი უკმარისობაა, მაგალითად, კალციუმის, D ვიტამინის, ომეგა 3-ის, თუთიის, რკინსა და იოდის. ეს მიკროელემენტები მეტ-ნაკლებად, შეგვიძლია დანამატის სახით მივიღოთ“, - განაცხადა ასათიანმა.

ენდოკრინოლოგის თქმით, დიდმარხვა თვეზე მეტი გრძელდება და დაბალანსებულ რაციონს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს.

„ძირითადად ხდება წახემსება სამარხვო საკვებით, რომელიც გაჯერებულია ცხიმებით, ფუჭი კალორიებით, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის სახარბიელო არ არის. არის სამარხვო ღვეზელები, ნამცხვრები, ისეთი რამ, რომელსაც რეგულარულად, დიდი დოზით, ადამიანი მიირთმევს. ბუნებრივია, ეს შეიძლება გახდეს პრობლემა იგივე გასტროენტეროლოგიური ტრაქტის პრობლემებისთვის, გნებავთ, გლუკოზის მონიტორის თვალსაზრისით. ცალკე საკითხია, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირი უნდა იცავდეს, თუ არა მარხვას, მაგრამ ეს ცალკე განსჯის თემაა“, - განაცხადა ასათაინმა.

მისივე თქმით, მარხვის შემთხვევაში კარგი იქნება დილა დავიწყოთ მარცვლეულზე მომზადებული ფაფებით.

„ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ დილას მარცვლეულით, იგივე ბურღულისგან მომზადებული ფაფით დავიწყებთ. ვიცით, რომ მარცვლეული და ბურღულეული გამდიდრებულია სხვადასხვა ელემენტით. საკმაოდ დიდი რაოდენობაა B ჯგუფის ვიტამინების, K, Mg, ძალიან ბევრი მიკროელემენტი და ზოგისთვის ფაფით დაწყება სასიამოვნო იქნება. ვისაც სურვილი აქვს, დილა სხვადასხვა ხილის ასორტით დაიწყოს, რაც ენერგიას მისცემს“, - განაცხადა ასათიანმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ხმალაძე

18 მაისი 2021, 12:17

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ბოლო წლებში დედაქალაქის მერიამ განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გეგმარების მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა. ამის შესახებ მან დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

18 მაისი 2021, 12:16

მსოფლიო

რუსული მედია ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო ადგილს ასახელებს

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების ყველაზე სავარაუდო ადგილი შვეიცარიაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ რუსეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 12:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემთვის ქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაოა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას განუცხადა. კითხვა ეხებოდა, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:11

რეგიონი

ირაკლი კობახიძე დმანისის მოვლენებზე: რთული ვითარების ერთ დღეში დეესკალაცია სამართალდამცველების სათანადო მოქმედებაზე მეტყველებს

„ის, რომ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადოდ იმოქმედეს. იყოს რთული სიტუაცია, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ძალიან გართულდა. შესაბამისად არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში მოხერხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსზე: რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს მანიპულაციებზე სასაუბროდ

რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს, იმისთვის რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციასა და ამის ნიშნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 12:06

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში ჩვენი სრული მხარდაჭერა კახა კალაძეს აქვს

კონსულატაციები დაწყებულია და პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს იტყვის. ჩვენ სამზადისი უკვე დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

18 მაისი 2021, 12:02

მსოფლიო

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია, რომელიც 6 000-მდე ექიმს აერთიანებს, იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

18 მაისი 2021, 11:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა

მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დასახელება მის პოზიციაზეა დამოკიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძის მერობის კანდიდატად დასახელება მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კახა კალაძე დედაქალაქის საუკეთესო მერია.

18 მაისი 2021, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიამ 466 ავტოფარეხი 34 ახალი სკვერით ჩაანაცვლა

თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 11:52

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე დმანისის მოვლენებზე: ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს, ძალადობა არის მიუღებელი

„დმანისში ინციდენტი ამოწურულია, მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს საქმის კეთებაში შევეჯიბროთ, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას, რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს ხედავთ, რომ დარჩა თამაშგარეთ და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

18 მაისი 2021, 11:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე - „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები.

დავით ზალკალიანი

18 მაისი 2021, 11:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადრიდის გამოფენის ფორმატი საქართველოს ტურიზმის პერსპექტივის წარმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ

პრემიერ-მინისტრს ესპანეთში დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ჯო ბაიდენი

18 მაისი 2021, 11:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ნიკა მელიას უკრაინაში ჩასვლა არის მონების მიახლება ბატონთან

„ვიზიტს ნაკლებად დავარქმევდი ამას, ეს არის მონების მიახლება ბატონთან. ფარსია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაეკითხოს ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს, საზოგადოებას. ნათლად დავინახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდში ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ, გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ ძალიან საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა, საზოგადოება თუ რომელ ფენას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის დე-იურე ხელმძღვანელები მიდიან დირექტივების მისაღებად ადამიანთან, რომელიც არაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. თუ მას სურდა ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო პასპორტი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

18 მაისი 2021, 11:33

საზოგადოება

რა რეფორმები გატარდა თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას იმ ურბანულ პოლიტიკასა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გატარდა.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 11:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დღეს თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი

პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

18 მაისი 2021, 11:28

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს მართავს

მიმდინარე წლის 17-20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს მართავს.

ჯეიკ სალივანი

18 მაისი 2021, 11:19

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მხარს უჭერს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 11:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ

ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.